127 წუთი

127 წუთის წინ ბლოგის განახლებას არც ვაპირებდი კიდევ დიდხანს, შემდეგ ორი პოსტი შემომეკითხა, თუ რის გაკეთებას ვისურვებდით უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სანამ ცოცხლები ვართ. ერთ ზარმაც ბლოგერს, საკუთარ თავს, დავეკითხე, რის ხილვას ისურვებდა თავის ოცნებების კალათაში. ვიფიქრე, ვიფიქრე და არც არაფერი გამახსენდა. ბავშვობაში დისნეილენდის ნახვაზე, გარკვევით ლაპარაკზე, აძინ დომობაზე, სოხუმში დაბრუნებაზე, შუა საუკუნეებში ცხოვრებაზე, უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ჩაფლობაზე ვოცნებობდი. ჰო, და კიდევ ისეთ სათვალეზე, ქალების ტანისამოსს რომ ატარებს. 20-21 წლის მიჯნაზე მყოფს დისნეილენდი ნაკლებად მაინტერესებს, მეტყველება გამოსწორებული მაქვს, აძინ დომობისთვის გვარიანად მობერებული მეძავივით ვარ, სოხუმში რომც დავბრუნდე, ჩემთვის უცხო ქალაქში ალბათ დიდხანს ვერ გავჩერდები, შუა საუკუნეებში დუშ-კაბინის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, ბიბლიოთეკის გაზრდაზე ალბათ სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად ვიზრუნებ და წიგნის თაროები მაინც მეცოტავება, ის სათვალე კი არაფერში მჭირდება, „დიდობაში“ აღმოვაჩინე, რომ ქალი სამოსში უფრო მიმზიდველი ყოფილა. ახლა რაზე ვოცნებობ? არც არაფერზე, იმიტომ რომ ჩემი ოცნებები თავისდაუნებურად კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება და დაჭერას ვერ ვასწრებ. 20-21 წლის მიჯნაზე ვფიქრობ, რომ შუა უდაბნოში მიმავალი ქარავნის  გზა პირამიდებისკენ უფრო საინტერესოა, ვიდრე თავად პირამიდები. დაუსრულებელი საგრადა-ფამილია უფრო დიდებულია, ვიდრე დასრულებული, წარმოდგენილი პერსეპოლისი გაცილებით მომნუსხველია, ვიდრე ნანახი ძველი ქვების გროვა. ასე რომ, 20-21 წლის მიჯნაზე აღარ მაქვს ოცნებები, უბრალოდ ღრმად ვსუნთქავ ამ წამის ჰაერით, რადგან მეტჯერ იგი აღარ იქნება.

Advertisements

2 thoughts on “127 წუთი

  1. “20-21 წლის მიჯნაზე აღარ მაქვს ოცნებები, უბრალოდ ღრმად ვსუნთქავ ამ წამის ჰაერით, რადგან მეტჯერ იგი აღარ იქნება”
    ასევე.

  2. ვნების სიმძაფრე შენებაშიაა და არა აშენებულით ტკბობაშია ))

    აგერ ესაა მთელი ეს პოსტი 🙂

    ისე უოცნებობა ალბათ სულის ყველაზე საშინელი მდგომარეობაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s