სანამ საკუთარს მოვიფიქრებდე, მანამდე შემოგთავაზებთ უცნობ თუ ნაცნობ ადამიანთა ჩემ ფავორიტ ეპიტაფიებს. ისინი იმდენად მიყვარს, რომ გამორჩევა მიძნელდება, ამიტომ პირობითი ნუმერაციით წარმოგიდგენთ.
1. ერთხელ გამოჩენილ ბრიტანელ მსახიობსა და მწერალს პიტერ უსტინოვს გერმანული გამოცემა Die Zeit–ის კორესპონდენტი გამომწვევად შეეკითხა, თუ რა იქნებოდა მისი საფლავის ეპიტაფია. უსტინოვს მრავალნაცადმა იუმორმა არ უღალატა და ღიმილით დაასახელა: “არ გაიარო ბალახზე” (“Do not walk on the grass”). 2004 წელს საბოლოოდ ამ სიტყვებმა დაიჯავშნეს ადგილი უსტინოვის საფლავის ქვაზე.
2. ჩემი საყვარელი მსახიობის ჯეკ ლემონის საფლავის ქვას ამშვენებს მხოლოდ ორი ტევადი ასო: in.

3. ბ.პ. რობერტსი არ არის ცნობილი პიროვნება, მხოლოდ ქვემო ჯორჯიელ რობერტსებს თუ ახსოვთ (მათ შორის, იქნებ ჯულიას ან ერიკსაც). სამაგიეროდ, მისი ეპიტაფია მასზე მეტად ცნობილია: I Told You I Was Sick (“გითხარით, რომ ავად ვიყავი”).

4. ზოგჯერ გვარი კალამბურის საშუალებას იძლევა, რაც შენიშნეს ინგლისელ ადვოკატ ჯონ სტრეინჯის ახლობლებმა და მის ეპიტაფიად აარჩიეს შემდეგი სიტყვები:
Sir John Strange.
Here lies an honest lawyer.
And that is Strange.
5. დავასრულებ ებრაელი მელ ბლანკის ეპიტაფიით, რომლის ხმა ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებით ახლობელია. იგი ახმოვანებდა “Warner Bros.”-ს დაუვიწყარ პერსონაჟებს ბაგს ბანიდან დაწყებული ვუდი ვუდპეკერამდე დამთავრებული. ეპიტაფიის სიტყვები კი მუდმივად თან სდევდა მის შემოქმედებას:
“That’s all, folks!”
Recent Comments