კითხვები სიტყვათა თამაშზე

არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ არცთუ უკანასკნელი წვლილი მიმიძღვის ქართულ რსრ მოძრაობაში (რა? სად? როდის?) კალამბურსა და სიტყვათა თამაშზე აგებული კითხვების დანერგვაში. ამგვარი ტიპის კითხვები პაკეტში ძირითადად იშვიათი ხილის ფუნქციას ასრულებს და დიდია ცდუნება, კრებულში საუკეთესო ვუწოდოთ. ამ პოსტში გადავწყვიტე შემეკრიბა ოცი კითხვა, მეტწილად ქართულ ან ინგლისურ სიტყვათა თამაშზე აგებული, იმის საჩვენებლად, რომ ჩვენს ენაზეც თანაბარი წარმატებით შესაძლებელია ზმა.

1. ერთ-ერთი ინტერნეტ-ენციკლოპედიის თანახმად, ისტორიოგრაფიაში მოსაზრებები რიშელიეს მოღვაწეობის შესახებ “მკვეთრად” განსხვავდება ერთმანეთისგან. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით “მკვეთრად”.

პას.: კარდინალურად

წყარო: ბმული

2. [რიგდება მასალა]

Young and easily freudened

თქვენს წინაშეა ფრაზა ჯეიმს ჯოისის რომანიდან “ფინეგანის ქელეხი”. ფრაზა აღწერს შიზოფრენიით დაავადებულ გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პას.: Yung

კომ.: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened.

წყარო: ბმული, ბმული

3. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! როგორც ცნობილია, ქრისტიანულ ეკლესიაში შობის დღესასწაული უძრავია.  პამპლონაში გამართულ ყოველწლიურ სან–ფერმინას ფესტივალს ხშირად უწოდებენ შობის დღესასწაულს. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით შობის.

პას.: ხარების

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

4. რამდენიმე წლის წინ ფიდელ კასტრომ იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის უწოდა “მასხარა” და მისი გვარი საგანგებოდ არასწორად წარმოთქვა, ადგილი შეუცვალა რა მის გვარში ორ ასოს. დაასახელეთ კასტროს მიერ წარმოთქმული გვარი.

პას.: ბურლესკონი

კომ.: ბურლესკი ეწოდება კომიკური პოეზიის ჟანრს.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

5. XVI საუკუნის ინგლისელი დრამატურგის კრისტოფერ მარლოუს ერთ-ერთ პიესის ბოროტი პერსონაჟის სახელი ითარგმნება, როგორც “ბოროტების ქმნელი”. დაასახელეთ 1469 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ეფუძნება ეს პერსონაჟი.

პას.: ნიკოლო მაკიაველი

კომ.: პერსონაჟს ეწოდება Machevill (ბოროტების მქმნელი  – make-evil)

6. 1980-იანი წლების ბოლოს X-ის გარეგნობა შექმნეს მსახიობ ალისა მილანოს მიხედვით. არნო ბრეკერის 1939 წლის სკულპტურა “პარტია” კი ნამდვილი X-ის გარეგნობის კლასიკური ნიმუშია. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: არიელი

კომ.: საუბარია ერთი მხრივ, დისნეის ცნობილი პერსონაჟ არიელზე, მეორე მხრივ არიელთა რასის წარმომადგენელზე.

წყარო: ბმული, ბმული

7. ირლანდიურ მითოლოგიაში ახალგაზრდა გმირ ფიონ მაკ კუმჰაილს სიბრძნის თევზის შეწვის დროს სხეულზე შეესხა წვეთი ცხიმი. ამის გამო მის ცოდნას შეიძლება ეწოდოს იმგვარადვე, როგორც ზოგიერთი მოთამაშემ შეიძლება უწოდოს ამ კითხვას. დაწერეთ პასუხი ორი სიტყვით.

პას.: თითიდან გამოწოვილი

კომ.: ფიონ მაკ კუმჰაილი ცოდნის მისაღებად წოვდა იმ თითს, სადაც შეესხა წვეთი ცხიმი.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

8. ერთ-ერთი სახუმარო ვებ-ლექსიკონის მიხედვით, გერმანიაში ყოველ წელს ტარდება ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფულიანი ადამიანები. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომლითაც, ლექსიკონის თანახმად, მოიხსენიება ეს ფესტივალი.

პას.: მანიფესტი

წყარო.: ბმული, ბმული

9. [რიგდება მასალა: ლუკას სახარებაში ოსტატთა ნიჭს აქვს სრულიად დამაჯერებელი სამეცნიერო საფუძველი, მაშინაც როცა იდუმალია.] წინადადებაში ერთ-ერთ სიტყვას ჩამოცილებული აქვს ორი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პას.: ლუკასის

კომ.: წინადადებაში საუბარია ჯედაი ოსტატებზე.

წყარო: ბმული,  Caputo, John D. (2001). On Religion. London: Routledge. p. 87

10. ვკითხულობ ნელა და გარკვევით! დაასახელეთ ორი სიტყვით, ლათინურად ან ქართულად, ონსლოუს გრაფის საგვარეულო დევიზი.

პას.: იჩქარე ნელა (Festina Lente)

კომ.: დევიზი წარმოადგენს კალამბურს გრაფის გვარზე, on-slow ინგლისურად აღნიშნავს იმავე სიტყვებს.

წყარო: ბმული, ბმული

11. მცირე ხნის წინ, გაზეთმა “გარდიანმა” გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულ სკოლებში ჩინური ენის (მანდარინის) შემოტანის შესახებ. სტატიის სათაური მიუთითებდა, რომ ამით ისიც კი იქნებოდა დაბნეული. დაასახელეთ იგი.

პას.: კონფუცი

კომ.: სტატიას ეწოდებოდა Confucius would be confused.

წყარო: ბმული

12. ყავის მწარმოებელი კომპანიის “მაქსველ ჰაუსის” დევიზია “კარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: უკანასკნელი წვეთი

წყარო: ბმული, ბმული

13. შექსპირის ტრაგედიაში პრინცი ჰამლეტი ამბობს რომ ბრუტუსისგან “სასტიკი” ქმედებაა კეისრის კაპიტოლიუმში კაპიტალური სხეულის მოკვლა. დაასახელეთ, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით “სასტიკი”.

პას.: ბრუტალური

კომ.: ჰამლეტი მიმართავს კალამბურს: ბრუტუსი – ბრუტალური, კაპიტოლიუმი – კაპიტალური.

წყარო: ბმული, ბმული

14. მრავალთა შორის X-ად ითვლებიან პრინცი ოუაინ გლინდური და მორაგბე გარეტ ედვარდსი. X-ად შეიძლება ჩაითვალოს დროში მოგზაური და ჩარლზ ფოსტერ კეინი. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: უელსის გმირი

კომ.: საუბარია ერთი მხრივ, ქვეყანა უელსზე, მწერალ ჰერბერტ უელსზე და რეჟისორ ორსონ უელსზე.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

15. ჟურნალ “ტაიმის” მიხედვით, ამ ფრანგის “ღვთიურმა ხელოვნებამ” 1960-იანი წლებიდან აალაპარაკა მსოფლიო. დაასახელეთ მისი გვარი.

პას.: გოდარი

კომ.: God Art – Godard

წყარო: ბმული

16. [რიგდება მასალა]

“Are you a god, X?”

სტენ საკაის კომიქსების წიგნში “უსაგი იოჯიმბო” ერთ-ერთი პერსონაჟი არის მონსტრი, რომელსაც მთავარი გმირი ეკითხება “შენ ღმერთი ხარ, X?”. დაასახელეთ მონსტრის სახელი, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა X-ით.

პას.: ზილა

კომ.: “Are you a god, Zylla?”. კომიქსების წიგნის სათაური და ავტორი მიუთითებს მათ იაპონურ წარმოშობაზე. გოდზილა კი ყველაზე ცნობილი იაპონელი მონსტრია.

წყარო: ბმული, ბმული

17. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! 1826 წელს სკოლის მასწავლებელი კაეტანო რიპოლი იყო ინკვიციზიის უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლი. 2009 წელს რუსეთის ჰოკეის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში მრავალი მატჩის ბედი გადაწყდა თამაშის მიწურულს, ამის გამო ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ სტატია დაასათაურა შემდეგნაირად: უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლები. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვით დაკითხვის.

პას.: წამების

კომ.: პირველ შემთხვევაში წამება, მეორეში – წამები.

წყარო: ბმული, ბმული

18. ერთ-ერთმა გერმანულმა არხმა ინტერვიუს დროს სთხოვა ცნობილი ამერიკელ რეჟისორს ეთქვა საკულტო სიტყვები თავისი ფილმიდან. სიტყვები მთარგმნელმა არასწორად თარგმნა, როგორც “4 მაისს თქვენთან ერთად”. დაასახელეთ ეს რეჟისორი.

პას.: ჯორჯ ლუკასი

კომ.: საკულტო ფრაზაა May the Force be with you. მთარგმნელმა გაიგო როგორც “May the 4th be with you”

წყარო: ბმული

19. 1843 წელს ინგლისელმა გენერალმა ჩარლზ ჯეიმს ნეპირმა დაიპყრო ერთ-ერთი აზიური რეგიონი. ამის აღსანიშნავად კალამბურების მოყვარულმა გენერალმა სამშობლოში გაგზავნა მოკლე შეტყობინება. მისი მნიშვნელობა ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “მე შევცოდე”. დაასახელეთ რეგიონი, რომელიც გენერალმა დაიპყრო.

პას.: სინდი

კომ.: ინგლისურად “მე შევცოდე” ითარგმნება, როგორც I have sinned. ჟღერს, როგორც “I have Sindh”, ანუ “მე მაქვს სინდი”.

წყარო: ბმული

20. ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, ოდრი ჰეპბერნის პატარა შავი კაბა არის ყველაზე ცნობილი X. დაასახელეთ დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც აგრეთვე შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც ყველაზე ცნობილი X.

პას.: პითაგორა

კომ.: ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსელი.

წყარო: ბმული, ბმული

საფეხბურთო კითხვა №4

თქვენს წინაშეა ერთ–ერთი ევროპული ქალაქის გეგმა. ქალაქის გამუქებული ნაწილის სახელწოდება ემთხვევა 1964 წელს დაბადებული ევროპის ჩემპიონი ფეხბურთელის ერთ–ერთ მეტსახელს.  დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.

პასუხი: მარკო ვან ბასტენი

კომენტარი: ქალაქია ვენეცია თავისი არხებით და კუნძულებით, გამუქებული ნაწილი _ ცნობილი სან–მარკო. მარკო ვან ბასტენი კი 1988 წელს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი.

საფეხბურთო კითხვა №3

თქვენს წინაშეა ამერიკელი ფეხბურთელი კლაუდიო რეინა. დაასახელეთ 1941 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად ადარებდნენ რეინას.

პასუხი: კაპიტანი ამერიკა

კომენტარი: სურათზე კლაუდიო რეინა გამოსახულია კაპიტნის სამკლავურით. 1941 წელს პირველად გამოჩნდა კომიქსების ცნობილი პერსონაჟი კაპიტანი ამერიკა.

საფეხბურთო კითხვა №2

გადმოცემით, 1906 წელს ბოკა ხუნიორსის რამდენიმე არგენტინელი მოთამაშე ლა ბოკას პორტში გარკვეული მიზეზით ელოდებოდა გემს, რომელიც აღმოჩნდა “დროტნინგ სოფია”. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშიც იყო აღნიშნული გემი.

პასუხი: შვედეთი

კომენტარი: 1906 წლამდე ბოკა ხუნიორსი თეთრ–შავ ფერებში იმოსებოდა. ერთ–ერთ მატჩისას კი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ანალოგიურ ფერებში აღმოჩნდნენ. გადმოცემით, ბოკას ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს  მშობლიურ პორტში დალოდებოდნენ პირველ გემს და ამის მიხედვით შეერჩიათ ახალი ფერები.

საფეხბურთო კითხვა №1

თქვენს წინაშეა იაპონური ანიმეს პერსონაჟი კუმკუმი. დაასახელეთ 1988 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში პერსონაჟს გარეგნულად ამსგავსებდნენ.

პასუხი: სერხიო “კუნ” აგუერო

კომენტარი: პერსონაჟ კუმკუმის სახელიდან მომდინარეობს აგუეროს მეტსახელი “კუნი”.

TV რა? სად? როდის?

გადავწყვიტე ერთად შემეკრიბა თამაშის სატელევიზიო ფორმატში დასმული ყველა ჩემი კითხვა. სიმართლე რომ ვთქვა, აქედან ყველა არ მომწონს. სტატისტიკა უაღრესად საინტერესოა, ჯერჯერობით სრული ბალანსია: ექვსჯერ მოაზროვნეებმა გამოიცნეს, ამდენჯერმე კი შეცდნენ. იმედი მაქვს, ამ მხრივ ბოლოდროინდელი ტენდენცია შენარჩუნდება.

1. 1104 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის განსაზღვრა საეკლესიო თანამდებობებზე ხელდასმის მინიმალური ასაკი. მაგალითად, ეპისკოპოსთათვის ასაკი შეადგენდა 35 წელს, მღვდელთათვის _ 30 წელს, დიაკონთათვის _ 25 წელს. რა საეკლესიო საქმიანობის მინიმალურ ასაკად განსაზღვრა კრებამ 8 წელი?
პას.: საეკლესიო წიგნის წამკითხველი (დასაშვებია წიგნის წამკითხველი).

დავით რაფავას ექვსეულმა ვერ გამოიცნო

2. ეს ლინგვისტური ტრიადა იმდენადაა გავრცელებული მსოფლიოს ხალხთა მეტყველებაში, რომ გარკვეულ ენობრივ კლიშედაც კი გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ერები თავიანთი ხასიათის მიხედვით ცვლიდნენ მასში შემავალ სიტყვებს, გამოთქმა აზრობრივად არ შეცვლილა. მაგალითად, ბენგალიურ ენაზე ტრიადა ჟღერს, როგორც Sur, Sura, Sundari; ჰინდის ენაზე _ Kabab, Sharab aur Shabab; თურქულად At, Avrat, Silah; ბრიტანელი მეზღვაურების სლენგზე _ Rum, bum, and concertina. ეს ტრიადა გვხვდება მარტინ ლუთერის თეოლოგიურ ნაშრომში და გერმანიის ჰიმნის III ვარიანტში. 1869 წელს იოჰან შტრაუსმა შექმნა ასეთი სახელწოდების ვალსი. როგორ ჟღერს ეს ტრიადა ქართულ ენაში.
პას.: ღვინო, დუდუკი, ქალები

გიორგი ლომიძის ექვსეულმა გამოიცნო

3. 1797 წლის 11 ივნისს მეფის მდივანს მანუჩარ თუმანიშვილს მეტად სასიხარულო ამბავი მიუვიდა, რაც უმალ გავრცელდა თბილისში. თანამედროვეთა მოწმობით, იმ დღეს პარაკლისი გადაიხადეს ქალაქის თითქმის ყველა ეკლესიაში და 18 ზარბაზნის სროლით შადლუღიც ააგეს. ამ ამბავზე მაშინვე თბილისში პური გაიაფდა და დავიდა დაახ. 18 კაპიკზე ლიტრა. რა სასიხარულო ამბავი მოედო თბილისს 1797 წლის 11 ივნისს.
პას.: აღა-მაჰმად ხანის მკვლელობა

ირინა ფრუიძის ექვსეულმა გამოიცნო

4. 
XV საუკუნის ცნობილი ფლამანდრიელი ფერმწერის ჰუგო ვან დერ ჰუსის ყველაზე ცნობილ ტილოს წარმოადგენს “მწყემსთა თაყვანისცემა” (პორტინარის საკურთხეველი). თქვენ წინაშეა ამ ნაწარმოების ცენტრალური ფრაგმენტი. ვან დერ ჰუსისთვის დამახასიათებელია სათქმელის სიმბოლური ნიშნებით გადმოცემა, მაგალითად მარცხენა დაბალ კუთხეში გამოსახული სანდალი აღნიშნავს წმინდა მიწას, აქვილეგიის იისფერი ყვავილი _ ღვთისმშობლის დარდს, წითელი მიხაკი _ სამებას. რის სიმბოლიზებას ახდენს ტილოზე გამოსახული თავთავების ძნა?
პას.: სახელწოდება “ბეთლემი” (არამეულად _ “პურის სახლი”)

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

5. ეკატერინე ლოლაძის მოგონებებიდან: “ჩვენი მეზობელი იაქუხჩია ერთი დევივით კაცი, ღარიბი და ღატაკი იყო. რვა ბავშვი ჰყავდა, ხან სუფს ვუგზავნიდით, ხან პურებს, ხან ბავშვების გამონაცვალს. ერთხელ იაქუხჩია მოვიდა ჩემს ქმართან, რაღაც წერილი დააწერინა ნიჟეგოროდის იარმურკაზე გასაგზავნად. ორი თვე გავიდა, იაქუხჩია ისევ შემოვიდა ჩვენსა, დამიტოვა ორი თუმანი, შენს ქმარს გადაეცი დიდი მადლობითაო. მოვიდა ჩემი ქმარი და გაიკვირვა, საიდან იაქუხჩიას ორი თუმანიო. წაიყვანა იაქუხჩიამ და უჩვენა ერთი თონე, პირამდის ვერცხლით სავსე და ორი ერბოს ქილა ოქროთი სავსე. ის დღე იყო და იაქუხჩია გამდიდრდა, დიდ საქმეებს მოჰკიდა ხელი.” დაასახელეთ ეკატერინე ლოლაძის ქმრის სახელი და გვარი.
პას.: ლავრენტი არდაზიანი
კომენტარი: იაქუხჩია იყო სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის პროტოტიპი.

დავით რაფავას ექვსეულმა ვერ გამოიცნო

6. 1868 წელს ამონარიდი თავადი კონსტანტინე აბაშიძე წერდა თავის ნათესავს: “ამ ხუთის წინად სიხარულით გილოცავდით შენიანები შენი შვილის უცხო ქვეყნიდგან დაბრუნებას!… გვეგონა თუ ის მაშინ, ოჯახის სასიკეთოდ, ან ადვოკატობას დაიწყებდა და ან სამსახურში შევიდოდა. მაგრამ იმან-კი, მიუხედავად ჩამომავლობისა, მესტვირეობა დაიწყო და “პიიპუ-პიიპუს” გაიძახოდა. ეს რომ აღარ გაკმარა, ახლა კიდევ აუჩემებია რაღაც შავი ქვა და ჩხირკედელაობს, ქვეყანა საცინლად იგდებს. მაგრამ პირველი ხომ არ არის მაგის ახირებულობა?! სირცხვილია, შენიანებს თავი ვეღარ გამოგვიყვია ქვეყანაში.”
დაასახელეთ წერილის ადრესატის სახელი და გვარი.
პას.: როსტომ წერეთელი
კომენტარი: წერილში საუბარია აკაკის მიერ ჭიათურაში მარგანეცის მრეწველობის წამოწყებაზე.

გიორგი ლომიძის ექვსეულმა გამოიცნო

7. ცნობილი ქართველი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე შალვა დადიანი თავის მემუარებში წერდა: “ნინო ჩხეიძის ბენეფისი უნდა გაგვემართა ქუთაისში. რეჟისორმა ლადო მესხიშვილმა ამოურჩია კარეევის პიესა “საბედისწერო ნაბიჯი” და სათარგმნელად მე მომანდო. პიესაში ერთი სასიმღერო ლექსიც იყო და ამ სიმღერას ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ უთუოდ უნდა თარგმნილიყო. მეც გადავთარგმნე ტექსტი, მუსიკა მოურგო მსახიობმა კოტე სარჯველაძემ. ეს იყო და ეს, ასე გავრცელდა მელოდიაც და ჩემი ნათარგმნი ლექსიც.” დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ სარჯველაძემ ტექსტს ცნობილი რუსული რომანსის მელოდია, მაგრამ 1982 წელს აკადემიკოსმა ალექსეევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ რუსული რომანსის მელოდიასაც ქართული ფესვები აქვს და ის XI საუკუნის საგალობლიდან მოდის. მიმღერეთ თანამედროვე ქართული სიმღერა, რომლის ტექსტი ეკუთვნის შალვა დადიანს.
პას.: “მხოლოდ შენ ერთს”
კომენტარი: XI საუკუნეში გიორგი მთაწმინდელმა დაწერა საგალობელი “მწუხრის ჟამს”. ლეგენდის თანახმად, ის ინგლისურად თარგმნა თომას მურმა, შემდგომ კი ივანე კოზლოვმა გადაარუსულა და ალავიოვმა შექმნა რომანსი “Вечерний Звон”.

დავით ბაციკაძის ექვსეულმა გამოიცნო დარბაზის დახმარებით

8.
ბლიცი:
XVI საუკუნის იტალიელი ფერმწერი ჯუზეპე არჩიმბოლდო (1527-1593) ცნობილია ღრმააზროვანი და ფანტასტიკური პორტრეტებით, რომელთა შესაქმნელად ხშირად გამოიყენებდა ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების გამოსახულებებს. თქვენ წინაშეა სხვადასხვა პროფესიათა წარმომადგენლების პორტრეტები.
ა) დაასახელეთ პირველ სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

ბ) დაასახელეთ მეორე სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

გ) დაასახელეთ მესამე სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

პას.: ა) ბიბლიოთეკარი ბ) მზარეული გ) იურისტი

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა გამოიცნო

9. ყურადღება შავი ყუთი.

1910 წელს შვეიცარიაში დაისტამბა პოსტერი, რომელიც მხატვარმა ალბერტ განტნერმა დახატა. შავ ყუთში დევს ის, რის აკრძალვასაც ეძღვენოდა ეს პოსტერი. რა დევს შავ ყუთში.
პას.: აბსენტი
კომ.: აბსენტის მეტსახელია “მწვანე ფერია”

თემურ დანელიას ექვსეულმა გამოიცნო დარბაზის დახმარებით

10. [ყურადღება, შავი ყუთი]
აფხაზური ლეგენდა 1899 წლის “აკაკის კრებულიდან”: “ერთხელ სტუმარი ეწვია აფხაზ ქალს. ქალი ქმარს მოელოდა და მისთვის მშვენიერი მსუქანი კვერი ჰქონდა გაკეთებული. ქალმა კვერი ვეღარ გაიმეტა სტუმრისთვის, იქით განჯინაში შეინახა და სტუმარი სიმინდის ფქვილის ღომით და ყველით გაისტუმრა. როცა სტუმარი წავიდა, ქალი მივიდა, დაჰხედა თავის მოხარშულ-მომზადებულ კვერს და, ჰოი საკვირველებავ, მისი მოხარშული კვერი არსებად გადაქცეულიყო.”

ეს არსება ახლა შავ ყუთშია. რა არის შავ ყუთში?
პას.: კუ
კომ.: “ზევით და ქვევით ჯამები რომ ჰქონდა, ისინი გაძვალტყავებულიყვნენ და ზედა ჯამი ფარად დაჰხურებოდა ამ ცხოველს.”

კახა მაჩიტიძის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

11.
თქვენს წინაშეა შერვაშიძეთა საგვარეულო გერბი.
დაასახელეთ ორი ადამიანი, რომელთაც ეკუთვნით გერბზე გამოსახული ორი ქუდი.
პას.: კასტორი და პოლუქსი (ძმები დიოსკურები)
კომ.: ქალაქ სოხუმს ბერძნული კოლონიზაციის დროს ძმები დიოსკურების საპატივსაცემოდ ერქვა დიოსკურია. ისინი კვერცხიდან იშვნენ და კვერცხის კონუსის მქონე ქუდებს ატარებდნენ. ვარსკვლავები გერბზე აღნიშნავს ტყუპების თანავარსკვლავედს

ირინა ფრუიძის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

12.

თქვენს წინაშეა ცნობილი სიურეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის სურათი თავის ერთ-ერთ ნახატთან. სურათზე გამოსახულ პერსონაჟს მაგრიტი თავის ალტერ ეგოდ მიიჩნევდა და მასზე წერდა: “იგი არასოდეს არ არის სრულიად უჩინარი, მისი პორტრეტის ნახვა შეიძლება მისი სახის მიღმა. მისი მეცნიერული მიგნებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ქმედებები. იგი არაფრად აგდებს გზაზე შემხვედრ ავეჯს თუ კედლებს. ჩვენ ვერ ვხვდებით და ვერც ეჭვი შეგვაქვს მის შესაძლებლობებში.” დაასახელეთ ეს ცნობილი პერსონაჟი.
პას.: ფანტომასი

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

თბილისის ახალგაზრდული ლიგა, ეპიზოდი IV

1. [რიგდება მასალა]

Ohio Penitentiary

სწორედ ამგვარად ერქვა ციხეს, სადაც 1898-1901 წლებში სასჯელი მოიხადა 1862 წელს დაბადებულმა ადამიანმა. დაასახელეთ ეს ადამიანი.

პას.: ჰენრი

კომ.: ერთ-ერთი ვერსიით ციხის პირველი, შუა და ბოლო ორი ასოსგან ცნობილმა მწერალმა მიიღო თავისი ფსევდონიმი.

ლიტ.: ბმული

2. სლენგზე ნიკარაგუაში მაცხოვრებელს ეძახიან იმგვარად, როგორც ეწოდება 1988 წლის ფილმშიკანონის მაღლაგამოჩენილ პერსონაჟს. დაასახელეთ მსახიობი, რომელმაც ეს პერსონაჟი შეასრულა.

პას.: სტივენ სიგალი

კომ.: ფილმში სტივენ სიგალის გმირს ერქვა ნიკო.

ლიტ.: ბმული, ბმული

3. ჩაიწერეთ: b.ru. თქვენს წინაშეა ერთ-ერთ საბჭოთა სერიალისადმი მიძღვნილი ვებ-მისამართი, რომელსაც ჩამოკლებული აქვს პირველი სამი სიმბოლო. აღადგინეთ ვებ-მისამართში გამოტოვებული სამი სიმბოლო.

პას.: 221

კომ.: საიტი ეძღვნება “შერლოკ ჰოლმსისა და ექიმ უოტსონის თავგადასავალს”. 221ბ ცნობილი მისამართია.

ლიტ.: ბმული

4. ჩვ.წ. 62 წელს პართიული კავალერია შეესია რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებს. ერთი ვერსიით, ამან გავლენა მოახდინა ერთი ნაწარმოების პერსონაჟთა შექმნაზე. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პას.: აპოკალიფსი (გამოცხადება)

კომ.: ერთი ვერსიით, პართიელ მხედრებზეა დაფუძნებული “აპოკალიფსში” აღწერილი აპოკალიფსის მხედრები.

ლიტ.: ბმული

5. 1987 წელს 67 წლის ბრიტანელის ბავშვობის დაზღვეული სათამაშოები გადაეცა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკას, ბრიტანეთის პარლამენტმა კი მოითხოვა ამ ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება. დაასახელეთ ბრიტანელის სახელი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს სათამაშოები.

პას.: კრისტოფერ რობინი

კომ.: ალან მილნმა მისი სათამაშოები გააცოცხლა ვინი პუჰისა და სხვა მეგობრების სახით

ლიტ: .ბმული

6. ერთ-ერთი ინტერნეტ-ენციკლოპედიის თანახმად, ისტორიოგრაფიაში მოსაზრებები ცნობილი ფრანგი ისტორიული მოღვაწის მოღვაწეობის შესახებმკვეთრადგანსხვავდება ერთმანეთისგან. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვითმკვეთრად”.

პას.: კარდინალურად

კომ.: ფრანგი ისტორიული მოღვაწეა კარდინალი რიშელიე.

ლიტ.: ბმული

7. ქრისტეფორე კოლუმბს კარიბების ტომი ანთროპოფაგებად მიაჩნდა და მათ ძაღლებს ადარებდა. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ამგვარად დაამკვიდრა კოლუმბმა.

პას.: კანიბალი

კომ.: ლათინურად ძაღლი ჟღერს, როგორც Canis. კარიბების ტომის სახელწოდებიდან მომდინარეობს სიტყვაკანიბალი”. ანთროპოფაგი კანიბალის სინონიმია.

ლიტ.: ბმული, ბმული

8. ეს კავკასიელი თავის მოგონებებში წერდა, რომ მას უყვარდა დუელები, რომლის განვითარება მოულოდნელად შემოტრიალდებოდა და სურდა 90 წუთში მაინც ყოფილიყო ჯადოქარი. დაასახელეთ ეს კავკასიელი.

პას.: ტოფიკ ბახრამოვი

კომ.: მან ჩათვალა საკამათო გოლი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

ლიტ.: ბმული

9. [დასარიგებელი მასალა: 1396 წელს ნიკოპოლის ბრძოლისას ფრანგ ჯვაროსნებს გასაქცევად მოუწიათ გრძელი წვერის მოჭრა] წინადადებაში ამოღებულია ერთ-ერთი სიტყვა. დაასახელეთ გამოტოვებული სიტყვა.

პას: ფეხსაცმლის

კომ.: ფრანგთა პულანები მეტისმეტად გრძელი იყო და გაქცევისას ხელისშემშლელი იყო.

ლიტ: ბმული, Isaac Asimov’s Book of Facts. New York: Wings Books. pp. 113–114

10. შუასაუკუნეებში მათ მიანიჭეს სახელები: მუშა, მცველი, მღვდელი, დედოფლის ექიმი, ვაჭარი, სასტუმროს პატრონი, მჭედელი, მოთამაშე. დაასახელეთ მათი საერთო სახელი.

პას.: პაიკი

ლიტ.: ბმული

11. 1972 წელს ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების ეკრანიზაციისას შემქმნელებმა გამოიყენეს რადიო-კონტროლირებადი პლანერები (საფრენი აპარატები). ნაწარმოების ავტორმა უჩივლა კინო-კომპანიას დაუდევრობისთვის. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.

პას.: რიჩარდ ბახი

კომ.: თოლიების ნაცვლად გამოიყენეს პლანერები.

ლიტ.: ბმული

12. ამას წინათ ჟურნალ Stern-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამის მომხრეა ყოველმე-7 გერმანელი განურჩევლად მხარისა. ერთ-ერთი სატირული ჟურნალის რედაქტორი მას ითხოვდა სამუშაო ადგილების მომატების მიზნით. დაასახელეთ იგი სამი სიტყვით.

პას.: ბერლინის კედლის აღდგენა

ლიტ.: ბმული, ბმული

13. როკ-ჯგუფ The Velvet Underground-ის ამ ფანმა ერთხელ უთხრა ჯგუფის ლიდერს ლუ რიდს, რომ მის გამო იგი იყო პრეზიდენტი. დაასახელეთ ევროპული სახელმწიფოს ეს ყოფილი პრეზიდენტი.

პას.: ვაცლავ ჰაველი

კომ.: The Velvet Underground ითარგმნება, როგორც `ხავერდოვანი მიწისქვეშეთი~. გავრცელებული ვერსიით, ჯგუფის სახელიდან მომდინარეობს ტერმინი `ხავერდოვანი რევოლუცია~.

ლიტ.: ბმული, ბმული

14. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა კალათბურთელ ჯერი ვესტის ფოტო. მისი კარიერის ერთ-ერთი აღმწერი სტატია დასათაურებული იყო -თი დაწყებული სამი სიტყვით. ორი მათგანია ლეგენდა და ლეიკერსი, დაასახელეთ მესამე.

პას.: ლოგო

კომ.: ფოტოზე კარგად ჩანს ვესტის დამახასიათებელი მოძრაობა, რაც ნბა- ცნობილ ლოგოზე არის გადატანილი. მისი მეტსახელი აგრეთვე არისლოგო”.

ლიტ.: ბმული, ბმული

15. ბიბისის კომენტატორმა ერთხელ წამოიძახა, რომ პოლ გასქოინმა საფეხბურთო მოედანი გადააქცია X-ად. იცხაკ რაბინმა კი განაცხადა, რომ იგი ისურვებდა X-ის ჩაძირვას. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: გაზას სექტორი (ღაზას სექტორი)

კომ.: გაზა პოლ გასქოინის მეტსახელია, გაზას სექტორი კი ებრაელი პოლიტიკოსების მუდმივი თავის ტკივილია.

ლიტ.: ბმული,ბმული

თბილისის ახალგაზრდული ლიგა, ეპიზოდი III

1. ერთ-ერთი ვერსიით, ამ სიტყვის წარმოშობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ XIX საუკუნეში ამერიკელ ჯარისკაცებს ეცვათ მწვანე უნიფორმა. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პას.: გრინგო

კომ.: ამ ვერსიით, მექსიკელები ყვიროდნენ “Green go!” (“მწვანეებო, წადით”).

წყარო: ბმული

2. 1908 წელს გარდაცვლილი ლონდონელი ერლის ჰენრი კადოგანის გერბზე გამოსახული იყო ლომი, ხოლო დოღში მისი ცხენები ლურჯ ფერში იმოსებოდნენ. დაასახელეთ ადგილი, რომლის ვისკონტი იყო ჰენრი კადოგანი.

პას.: ჩელსი

კომ.: იგი იყო არისტოკრატთა კლუბ ჩელსის I პრეზიდენტი, რაც აისახა გუნდის სიმბოლიკაში.

წყარო: ბმული

3. რამდენიმე წლის წინ ფიდელ კასტრომ იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის უწოდა “მასხარა” და მისი გვარი საგანგებოდ არასწორად წარმოთქვა, ადგილი შეუცვალა რა მის გვარში ორ ასოს. დაასახელეთ კასტროს მიერ წარმოთქმული გვარი.

პას.: ბურლესკონი

კომ.: ბურლესკი ეწოდება კომიკური პოეზიის ჟანრს.

წყარო: ბმული, ბმული

4. [რიგდება მასალა]

Prelude in Planetary Particle Imaging

Miniature Imaging Optics

Electron Measurements – In-situ and Lightweight

თქვენს წინაშეა შვედეთის კოსმიური კორპორაციის მიერ შექმნილი მიკროთანამგზავრის ინსტრუმენტთა სახელწოდებები. დაასახელეთ პიროვნება, რომლის სახელი ეწოდება თავად მიკროთანამგზავრს.

პას.: ასტრიდ ლინდგრენი

კომ.: ინსტრუმენტთა ინიციალები შეადგენს ასტრიდ ლინდგრენის ცნობილ გმირებს: პეპის, ემილის და მიოს.

წყარო: ბმული

5. 1839 ამ ადამიანისთვის გამოდგა კარგი წელი, რადგან მან გამოიგონა კაუჩუკის ვულკანიზაციის მეთოდი. დაასახელეთ მისი გვარი.

პას.: გუდიარი

კომ.: საბურავების მწარმოებელ კომპანიას სახელწოდება ეწოდა გამომგონებლის გვარის საპატივსაცემოდ, რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “კარგი წელი”.

წყარო: ბმული

6. 1812-1814 წლების ევროპაში ჯარების მსვლელობას ლევ ტოლსტოი ადარებდა X-ის მოძრაობას. X ფიგურირებს 1988 წელს გამოქვეყნებული რომანის სათაურში. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: ქანქარა

კომ.: 1988 წელს გამოვიდა უმბერტო ეკოს რომანი “ფუკოს ქანქარა”.

წყარო: ბმული, ბმული

7. ვიკიპედიის პაროდიის, უნციკლოპედიის მიხედვით, ჰიპებს მოსწონდათ მწერალ ლავკრაფტის შემოქმედება და და სძულდათ თამაში ვორკრაფტი. დაასახელეთ, უნციკლოპედიის თანახმად, როგორ ჟღერდა, მათი ერთ-ერთი ლოზუნგი.

პას.: Make Lovecraft, Not Warcraft

კომ.: და არა Make Love, Not War.

წყარო: ბმული

8. მწერალ კაროლ დუგლასის მიხედვით ამ სკანდალური რეპუტაციის მქონე ქალის შესაძლო მამა იყო ბოჰემური სტილით ცნობილი და ოპერების მოყვარული ლუდვიგ I. დაასახელეთ ეს ქალი.

პას.: ირენ ადლერი

კომ.: ირენ ადლერი ჩნდება მოთხრობაში “სკანდალი ბოჰემიაში”, იგი ოპერის მომღერალი იყო. ჰოლმსი კი მოიხსენიებდა სიტყვებით  “ეს ქალი”.

ლიტ.: ბმული

9. 1994 წლის ამ ფილმის თავდაპირველ სცენარს ეწოდებოდა “კალაჰარის მეფე” და შთაგონებული იყო შექსპირის ჰამლეტით. დაასახელეთ ფილმის სახელწოდება.

პას.: მეფე ლომი

კომ.: როგორც ჰამლეტში, აქაც ბიძა კლავს მამას.

წყარო: ბმული

10. იტალიურ გრაფიტიში ამ სიტყვის ნაცვლად გამოიყენებენ ასო-ბგერა W-ს. ეს სიტყვა ორჯერ გვხვდება ვივალდის მუსიკისადმი მიძღვნილ საიტის დასახელებაში. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პას.: ვივა (Viva)

კომ.: საიტს ეწოდება vivavivaldi.com

ლიტ.: ბმული, ბმული

11. ერიხ მილკემ, რომელიც 1984 წელს გდრ-ის უშიშროების მინისტრი იყო, საგანგებოდ მოაწყო სამინისტროს სართულები ისე, რომ მისი ოთახი ამ ნომრის ყოფილიყო. დაასახელეთ ეს ნომერი.

პას.: 101

კომ.: ორუელის რომანში `1984~ ოთახი 101 სიყვარულის სამინისტროს წამების ოთახია.

წყარო.: ბმული

12. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა კარიკატურა ინგლისური ვიკიპედიიდან, მისი შეუმოწმებელი სახელწოდებაა “არკადიელი პროტესტანტი”. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვით “არკადიელი”.

პას.: ვიკიპედიელი

კომ.: ვიკიპედიაში შეუმოწმებელ სიტყვებს თან ახლავს სიტყვები: Citation Needed.

ლიტ.: ბმული, ბმული

13. ცნობილი იტალიელი მწერალი გაბრიელე დ’ანუნციო წერდა ჯოვანი ანიელის, რომ ეს სიტყვა იტალიურ ენაში უნდა ყოფილიყო მდედრობითი სქესის. ამის მიზეზად დ’ანუნციო ასახელებდა, რომ მას აქვს გრაციოზულობა, მობილურობა, მოხიბლვის სისწრაფე, აგრეთვე ქალებისთვის უცხო მოსმენის უნარი. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პას.: ავტომობილი

კომ.: ჯოვანი ანიელი იყო ფიატის დამაარსებელი.

წყარო: ბმული

14. [რიგდება მასალა: ლუკას სახარებაში ოსტატთა ნიჭს აქვს სრულიად დამაჯერებელი სამეცნიერო საფუძველი, მაშინაც როცა იდუმალია.] წინადადებაში ერთ-ერთ სიტყვას ჩამოცილებული აქვს უკანასკნელი ორი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პას.: ლუკასის

კომ.: წინადადებაში საუბარია ჯედაი ოსტატებზე.

წყარო: ბმული, Caputo, John D. (2001). On Religion. London: Routledge. p. 87

15. ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, ოდრი ჰეპბერნის პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი X. დაასახელეთ დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც აგრეთვე შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც ყველაზე ცნობილი X.

პას.: პითაგორა

კომ.: ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსელი.

წყარო: ბმული, ბმული

თბილისის ახალგაზრდული ლიგა, ეპიზოდი I

6 მარტს შედგა თბილისის ახალგაზრდული ლიგის I ტური. სუპერ–ლიგის პაკეტი საგანგებოდ შედარებით მარტივი კითხვებით შევადგინე, რათა გუნდებს რეგულარული ჩემპიონატში მსუბუქი სტარტის აღების საშუალება მისცემოდათ. გთავაზობთ I ტურის პაკეტს:

1. 1789–1797 წლებში აბიგაილ ადამსი, სანამ გახდებოდა მეორე პირველი X, იყო პირველი მეორე X. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პასუხი: ლედი

 

კომენტარი: აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტის ცოლს ეწოდება მეორე ლედი, ჯონ ადამსი იყო პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

2. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ტილო. დაასახელეთ ტილოს სახელწოდება სამი სიტყვით.

პასუხი: აპოკალიფსის ოთხი მხედარი

3. თავის მოთხრობაში ო’ჰენრი წერდა, რომ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს ჰიპოტენუზის ადგილი ეკავა. დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ო’ჰენრი იხსენიებს იმავე აბზაცში.

პასუხი: სასიყვარულო სამკუთხედი

4. ერთ-ერთ წერილში გრიგოლ ორბელიანი ერთმანეთს ადარებდა თავისი დროის ორ მხედარმთავარს და წერდა, რომ ორივე მათგანს ჰყავდა საკუთარი მურატი. დაასახელეთ ორივე მხედარმთავარი.

პასუხი: შამილი, ნაპოლეონი

კომენტარი: იგულისხმება, ერთი მხრივ, ჰაჯი-მურატი, მეორე მხრივ _ იოაჰიმ მიურატი. ორივე მათგანმა ერთი ხანი უღალატა თავის ხელისუფალს.

5. მას ეძახდნენ “ანგელოზს მოხრილი ფეხებით”. ბავშვობაში კი დედამისმა უთხრა, რომ იმდენ ჩიტს იჭერდა, რომ თვითონაც ჩიტად გადაიქცეოდა. დაასახელეთ იგი.

პასუხი: გარინჩა

კომენტარი: გარინჩა “პატარა ჩიტს” ნიშნავს.

6. როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.

პასუხი: ჯერი

კომენტარი: 1940 წელს გამოჩნდა ცნობილი ანთროპომორფული თაგვი ჯერი.

7. შექსპირის ტრაგედიაში პრინცი ჰამლეტი ამბობს რომ ბრუტუსისგან “სასტიკი” ქმედებაა კაპიტოლიუმში კაპიტალური სხეულის მოკვლა. დაასახელეთ, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით “სასტიკი”.

პასუხი: ბრუტალური

კომენტარი: ჰამლეტი მიმართავს კალამბურს: ბრუტუსი _ ბრუტალური, კაპიტოლიუმი _ კაპიტალური.

8. ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება.

პასუხი: ექიმი ვატსონი

კომენტარი: ექიმი ვატსონი ავღანეთში ბრიტანული არმიას ემსახურებოდა.

9. 1988 წელს გამოცემული ამ ადამიანის ავტობიოგრაფიის კოდური სახელწოდება იყო ნილ არმსტრონგი, პირველი მთვარეზე მოსიარულე. დაასახელეთ ეს ადამიანი.

პასუხი: მაიკლ ჯექსონი

კომენტარი: ავტობიოგრაფიას ეწოდებოდა “Moonwalk”.

10. მათი რიცხვი ისრაელში 700-ს აღემატება და მათ ებრაელები შომრონიმს ეძახიან. მათ სახელს ეძახიან ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებს. დაასახელეთ ეპითეტი, რომელიც გამოიყენეს მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის მიმართ.

პასუხი: კეთილი

კომენტარი: საუბარია სამარიტელებზე და სახარებისეულ ცნობილ პერსონაჟზე.

11. [რიგდება მასალა] Young and easily freudened

თქვენს წინაშეა ჯეიმს ჯოისის რომან “ფინეგანის სამძიმარიდან” ამოღებული ფრაზა, რომელიც აღწერს ფსიქიკური პრობლემების მქონე გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პასუხი: Yung

კომენტარი: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened.

12. 1403 წელს ვენეციასთან მდებარე სანტა მარია დი ნაზარეთის კუნძულზე გაიხსნა განსაკუთრებული ტიპის საავადმყოფო. დაასახელეთ ბიბლიური პერსონაჟი, რომლის სახელს ატარებდა საავადმყოფო.

პასუხი: ლაზარე

კომენტარი: ამ კუნძულზე გაიხსნა პირველი ლაზარეთი.

13. ალპებში ნადირობის შემდეგ ავსტრიელმა მწერალმა ფელიქს ზალტენმა დაწერა წიგნი, რომლის ქვესათაურია “ცხოვრება ტყეში”. იგი ნაცისტურ გერმანიაში აიკრძალა, რადგან ალეგორიულად ებრაელთა დევნას გამოხატავდა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი.

პასუხი: ბემბი

14. ვკითხულობ ნელა და გარკვევით! დაასახელეთ ორი სიტყვით, ლათინურად ან ქართულად, ონსლოუს გრაფის საგვარეულო დევიზი.

პასუხი: იჩქარე ნელა (Festina Lente)

კომენტარი: დევიზი წარმოადგენს კალამბურს გრაფის გვარზე, on-slow ინგლისურად აღნიშნავს იმავე სიტყვებს.

15. ყავის მწარმოებელი კომპანიის “მაქსველ ჰაუსის” დევიზია “კარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პასუხი: უკანასკნელი წვეთი (ბოლო წვეთი)

მოკლე კითხვები

მიყვარს კითხვების წერა ინტელექტუალური თამაშისთვის რა? სად? როდის? და კიდევ უფრო მიყვარს კითხვების წერის პროცესი (არანაკლებ მიყვარს ამის ანაზღაურებაც). თავიდან ვიფიქრე საუკეთესო კითხვების ამორჩევა, მაგრამ პრეტენზიულად მივუდექი და ოცი ჩემთვის მოსაწონი ვერ შევარჩიე, ამიტომ გადავწყვიტე ამერჩია ერთწინადადებიანი სხარტი კითხვები. ზოგადად, მოკლე კითხვებზე თამაში ყოველთვის მიზიდავდა და ყოველთვის მიკვირდა, რომ ქართველი ავტორები რამდენიმე სტრიქონის და ზედმეტი ინფორმაციის გარეშე ვერ ახერხებდნენ კითხვის ჩამოყალიბებას. როდესაც კითხვების წერა დავიწყე, გადავწყვიტე მეცადა ერთ წინადადებაში კითხვის მოქცევა. ცხადია, მოკლე კითხვები შეიძლება საუკეთესო არ იყოს, მაგრამ მისი ლაკონიურობა თამაშს გაცილებით დინამიურს ხდის. ასეთ კითხვაში მაქსიმალურად შემცირებულია სიტყვების რაოდენობა და მოთამაშე თითოეულ მათგანს აქცევს ყურადღებას. გთავაზობთ სხვადასხვა ტურნირებში დასმულ ამგვარი ტიპის ჩემს ოც კითხვას, რომელთა შესახებ აზრს უდიდესი ინტერესით მოვისმენ.

1. დაასახელეთ მოკვდავი, რომელსაც XVII საუკუნის საფრანგეთში გამოსახავდნენ კარებზე არასასურველი სტუმრებისგან თავის დასაცავად.
პას.: მედუზა გორგონა
კომ.: ერთადერთი მოკვდავი დებიდან.

2. ბავშვობაში, როდესაც მან დაინახა მეფე ფრედერიკ VI, მოულოდნელად წამოიძახა: “კი, მაგრამ ის მხოლოდ ადამიანია!”. დაასახელეთ ეს პიროვნება.
პას.: ჰანს-ქრისტიან ანდერსენი
კომ.: მოგვიანებით მან დაწერა “ახალი ტანსაცმელი მეფისათვის”, სადაც ბავშვს ათქმევინა: “კი, მაგრამ მეფე შიშველია.”

3. დაასახელეთ გერმანული ქალაქი, სადაც 2005 წელს ტუალეტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.
პას.: მიუნხენი
კომ.: დამნაშავეა ოქტობერფესტი.

4. იულია ვინოგრადოვა ერთ-ერთ ლექსში მას უწოდებს ჯოჯოხეთურ მანქანას, რომელიც აჩქარების შემთხვევაში ცეცხლოვან წრეს და კუდიან კომეტას ემსგავსება. დაასახელეთ იგი ორი სიტყვით.
პას.: ეშმაკის ბორბალი

5. კუნძულ მონსერატს ეძახიან “კარიბის ზღვის ზურმუხტს”. დაასახელეთ ქვეყანა, საიდანაც დევნილებმა კუნძულზე დააარსეს პირველი დასახლება.
პას.: ირლანდია
კომ.: ზურმუხტი მწვანე ფერისაა. კუნძულს მეტსახელი ეწოდა ირლანდიელების გამო.

6. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც რაფაელის ფრესკაზე “ათენის სკოლა” განმარტოებით კიბეებზე გდია.
პას.: დიოგენე
კომ.: დიოგენე თავს ძაღლს ადარებდა და ძაღლურ ცხოვრებას მისდევდა.

7. ვლადიმერ ვისოცკი ერთ-ერთ თავის ლექსში სპორტის ამ სახეობის პირველ წარმომადგენლად მიიჩნევს ანთეოსის მძლეველ ჰერაკლეს. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.
პას.: ძალოსნობა
კომ.: როგორც ცნობილია, ანთეოსი ძალას მიწიდან იღებდა, ამიტომ ჰერაკლემ იგი მიწიდან აიტაცა და ჰაერში დაამარცხა.

8. დაასახელეთ ქალაქი, რომლის მისადგომებს 1792 წელს შეისწავლიდა წარმოშობით ჰოლანდიურ ქალაქ კუვერდენიდან მყოფი ინგლისელი მეზღვაური.
პას.: ვანკუვერი
კომ.: ჰოლანდიურად “კუვერდენიდან” გამოითქმის “ვან კუვერდენ”, აქედან გვარი და სახელწოდება “ვანკუვერი”.

9. ვუდი ალენის ცრუ კინოვერსიით, იგი წარმოიშვა ბეფ-ველინგტონის შემქნელთან შეჯიბრების გამო. დაასახელეთ იგი.
პას.: ნაპოლეონი
კომ: საუბარია ნამცხვარ ნაპოლეონზე.

10. ერთ-ერთი მცდარი ვერსიით, ამ ქალაქის მეტსახელის წარმოშობა დაკავშირებულია საროსკიპოსთან, რომელშიც მუშაობდა მეძავი სახელად ევა. დაასახელეთ ქალაქი.
პას.: ნიუ-იორკი
კომ.: მისი მეტსახელია “დიდი ვაშლი”, რაც ასე უყვარდა ევას.

11. სოფიაში ყოველი ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობის გვერდით დგას მისი ნახევარმეტრიანი ზუსტი ასლი. ვისთვის არის განკუთვნილი ზუსტი ასლი?
პას.: ბრმებისთვის
კომ.: ბრმები ამით ნათლად იქმნიან წარმოდგენას შენობის შესახებ.

12. დაასახელეთ აზიური სახელმწიფო, რომლის პირველი პირი 2006 წლის სექტემბერში თეთრ სახლს ეწვია საერთაშორისო იმიჯის შესაცვლელად.
პას.: ყაზახეთი
კომ.: ყველაფერი ჟურნალისტ ბორატ საგდიევის ბრალია.

13. 1914 წელს სილეზიაში გერმანიის მთავარი ბინის ოფიცერთა საერთო სასადილო აგენტმა X-21-მა გამოიყენა არადანიშნულებისამებრ. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პას. : მატა ჰარი
კომ. : მაგიდაზე მან შეასრულა თავისი ცნობილი ცეკვა.

14. ყურადღებით, კითხვა თავისუფალია ზედმეტი სიტყვებისგან! დაასახელეთ აფრიკული სახელმწიფო, სადაც მდებარეობენ ქალაქები ბიუკენენი, ჰარპერი და არტინგტონი.
პას. : ლიბერია
კომ. : ლიბერია _ თავისუფლების ქვეყანაა. ქალაქებს ეწოდებათ იმ ამერიკელი პოლიტიკოსების გვარები, რომელთაც წვლილი მიუძღვით ლიბერიის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.

15. დაასახელეთ კლასიკური ლიტერატურის გმირი, რომლის პროტოტიპს რუსული ვიკიპედიის თანახმად მაურიციო ერქვა.
პას.: ოტელო
კომ.: სახელი “მაურიციოს” შემოკლებული ფორმაა “მაურო”, რაც იტალიურად მავრს ნიშნავს.

16. თომას მანის რომანის “ჯადოსნური მთის” ერთ-ერთი გმირი პანაშვიდის დროს ითხოვს ეროტიკას. დაასახელეთ კომპოზიტორი, რომელსაც იგი ამ დროს ახსენებს.
პას.: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
კომ.: თომას მანის პერსონაჟს ეროტიკა ეშლება ეროიკაში (“გმირული სიმფონია”), რაც ბეთჰოვენის მესამე სიმფონიის სახელწოდებაა.

17. ნიკოლაი კარამზინმა თავისი თანამედროვე არქიტექტორი ვასილი ბაჟენოვი შეადარა პლატონს და ერთ ლონდონელს. დაასახელეთ ლონდონელის სახელი და გვარი.
პას.: თომას მორი
კომ.: კარამზინს არქიტექტორის იდეები უტოპიად მიაჩნდა, რომელიც პლატონის რესპუბლიკას აგონებდა.

18. დაასახელეთ კუნძული, სადაც ერთი ადამიანის მტკიცებით გააკეთეს კოლოსალური ნახტომი.
პას.: როდოსი
კომ.: საუბარია ეზოპეს ცნობილ გმირზე, რომელსაც უთხრეს “აქაც როდოსია, აქაც გადახტი”. როდოსზე კი მდებარეობდა კოლოსი.

19. დაასახელეთ მულტიმედიური კომპანიის Harpo Productions მფლობელის სახელი და გვარი.
პას.: ოპრა უინფრი.
კომ.: Harpo უკუღმა იკითხება, როგორც Oprah.

20. ნოამ ხომსკის აზრით, ისრაელს სჭირს მისი კომპლექსი, რომელიც არაბული ქვეყნების განადგურებასთან ერთად თავად ისრაელსაც დაღუპავს. დაასახელეთ იგი.
პას.: სამსონი
კომ.: ბრმა სამსონმა ფილისტიმელები (პალესტინელთა წინაპრები) დახოცა, თუმცა თავადაც დაიღუპა.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.