ესქვაიროლოგია

თავის დროზე ფოტოგრაფ ჯორჯ ლოისს The New York Times ‘საჟურნალო ინდუსტრიაში ყველაზე დიდ პროვოკატორს’ უწოდებდა. სწორედ ის ქმნიდა მთელი დეკადა (1962 წლიდან 1972 წლამდე) მამაკაცთათვის განკუთვნილი ჟურნალ ‘ესქვაირის’ გარეკნებს, სადაც ხან ენდი უორჰოლს კემპბელის სოუსში ახრჩობდა, ხან სვეტლანა ალილუევას მამამისის ულვაშებს ახატავდა. დღეს დროის ის პერიოდი ამერიკული ჟურნალისტიკის ოქროს ერად არის შერაცხული,  80 წლის ჯორჯ ლოისი კი ყველანაირი დიდების დარბაზის წევრია, რაც კი გრაფიკულ ხელოვნებას ეხება.

ჯორჯ ლოისის სახელს ასევე მიაწერენ 80-იანებში MTV-ს აღმავლობას, ტომი ჰილფიგერის გამოჩენას, ნიკელოდეონის ლოგოს შექმნას, ბობ დილანის სიმღერებზე კლიპების გადაღებას. თუმცა მისი ყველაზე დიდ დამსახურებად სამუდამოდ დარჩება ჟურნალ ‘ესქვაირის’ გარეკნებიდან 60-იანების იკონოგრაფიის შექმნა და მისი სულის საუკეთესოდ გამოხატვა. როგორც ლოისი გვეუბნება, “‘შემოქმედებას თითქმის ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. შემოქმედებითი პროცესი, ჩვეულების ორიგინალურობით დამარცხება, აღემატება ყველაფერს.“

თემა: ლუზერი; გარეკანზე: ექს-ჩემპიონი ფლოიდ პატერსონი

თემა: ცუდი ომის წინათგრძნობა; გარეკანზე: ამერიკელი ჯარისკაცი

თემა: უძვირესი ფილმი ‘კლეოპატრა’; გარეკანზე: პოსტერი ლიზ ტეილორით და რიჩარდ ბარტონით

თემა: 60-იანების მოდა; გარეკანზე: მოდელი დოლორეს ვეტაჩი

თემა: შავი სანტა; გარეკანზე: ჩემპიონი ბოქსიორი სონი ლისტონი

თემა: დავიწყებული ინდიელები; გარეკანზე: ბელადი ჯონი დიდი ხე

თემა: ერის ტრავმა;  გარეკანზე: ჯფკ

თემა: ფემინიზმი; გარეკანზე: მსახიობი ვირნა ლიზი

თემა: ნეო-ნაციზმი; გარეკანზე: 76 წლის ადოლფი

თემა: ბიტლომანია; გარეკანზე: ტელე-წამყვანი ედ სალივანი, როგორც ხოჭო

თემა: გმირის სახე; გარეკანზე: ბობ დილანი, მალკოლმ იქსი, ფიდელ კასტრო, ჯონ ფიცჯერალდ კენედი

თემა: რწმენა სპორტში; გარეკანზე: ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე დარელ დესი

თემა: მეფის შემდგომ; გარეკანზე: ლინდონ ჯონსონი

თემა: ხატების დაცემა; გარეკანზე: ფრენკ სინატრა

თემა: გადამდგარი გმირი;  გარეკანზე: ჯო დი მაჯიო

თემა: ჩემპიონები; გარეკანზე: ფლოიდ პატერსონი და მუჰამედ ალი

თემა: ვიეტნამი; გარეკანზე: ამერიკელი ჯარისკაცის ჯონ სეკის სიტყვები

თემა: ახალი ამერიკელი ცოლი; გარეკანზე: დიასახლისი ბრონქსიდან

თემა: ისტორია ბავშვის თვალით; გარეკანზე: ლი ჰარვი ოსვალდი და ჯეკ რუბი

თემა: მზარდი ძალადობა; გარეკანზე: ურსულა ანდრესი
თემა: პაციფიზმი; გარეკანზე: ‘კამპუსის მეომარი’
თემა: მოულოდნელი პოპულარობა; გარეკანზე: სვეტლანა ალილუევა
თემა: გმირის ვნებანი; გარეკანზე: მუჰამედ ალი, როგორც წმინდა სებასტიანი
თემა: უკანასკნელი შანსი; გარეკანზე: რიჩარდ ნიქსონი

თემა: აპოთეოზი; გარეკანზე: ჯფკ, ბობი კენედი, მარტინ ლუთერ კინგი

თემა: ბლეფი; გარეკანზე: ცრუ ჰოვარდ ჰიუზი


თემა: ავანგარდის დაცემა; გარეკანზე: ენდი უორჰოლი კემპბელის სუპში

თემა: მორალის ცვლილება; გარეკანზე: სტრიპტიზიორი ენჯელ რეი

თემა: პატარა დიდი კაცი; გარეკანზე: დასტინ ჰოფმანი

თემა: კინო – ახალი კულტი; გარეკანზე: წმ. პატრიკის კათედრალი, როგორც კინოთეატრი

თემა: სიშიშვლე; გარეკანზე: ჯეკ ნიკოლსონი

ჯაზოლოგია

თამამად ვიტყვი, ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე, თუნდაც ჩამთვალონ ყველაზე დიდ სნობად – ჯაზი რომ არა, მე სხვაგვარი ადამიანი ვიქნებოდი. ერთ პოსტში ხუმრობით ვწერდი, რომ მრავალი ხნის წინ მცხოვრები ნიუ–ორლეანელი ტყისმჭრელის რისხვის ჯერაც მეშინია, რომელიც ყველას სიკვდილით ემუქრება, ვინც კი შუაღამეს ჯაზს არ მოუსმენს. სინამდვილეში, შუაღამით ჯაზის მოსმენა დღის საუკეთესო დასასრულია ალბათ, თითქოს სწორედ ამიტომაც დგება ღამის თორმეტი საათი. ვერცერთი ფოტო–ალბომი ვერ იტევს იმდენ მოგონებას, რამდენსაც გამორჩეული კომპოზიციების აკორდები. ბოლო ჩემი რამდენიმე წელი პაზლივით რომ დავშალო, თითოეულ ფრაგმენტს თავისი შესაბამისი კომპოზიცია მიესადაგება. ზოგიერთი ღვინოსავით ტკბილი, ნახევრად ტკბილი ან სულაც მშრალი. ჯაზი თუ უკვდავია, მაშინ მათ ვერავითარი ლეთას წყალით დავიწყება არ უწერიათ. შედეგი მაინც ყველგან ერთია, სადაც არ უნდა ვუსმენდე – თბილისური სახლის ჩემს კუთხეში, რიგის ღია კაფეში, სტოკჰოლმისკენ მიმავალი გემის ბარში, ბრიუსელის ქუჩებში (სადაც გამიმართლა და ოქტომბრის გაგანია ჯაზის სეზონში მოვხვდი), ტარტუს  ადგილობრივ რესტორან „ვილდეში“, სადაც პიანისტი უხეიროდ ცდილობს დიდი ბილ ევანსის მიბაძვას. შემდეგში დროის ეს მონაკვეთები დანარჩენ ფრაგმენტებს შეუერთდება, პაზლი კი უსასრულოდ ზრდას გააგრძელებს. ჩემთვის ჯაზი დროს არ აჩერებს, პირიქით აჩქარებს. ნამდვილი ნეტარება იქნებოდა, შემდეგი რამდენიმე თვე ერთ ასეთ გრძელ ღამედ რომ ქცეულიყო. ლორკასი არ იყოს, ეს არის ოცნება ნავივით მოტივტივე დროზე. თითოეულ ჯერზე უფრო ძნელია ჯაზის მოსმენის შეწყვეტა. აი ისე, ზოგჯერ დამშვიდობება რომ გიძნელდება ხოლმე ადამიანს. ეს ორი რამ ერთდროულიც ყოფილა ჩემთან.

როგორც ალესანდრო ბარიკო გაიძახოდა, რეგტაიმი ის მუსიკაა, ღმერთი რომ ცეკვავს, როდესაც არავინ ხედავს. თუ მან „დაბადა კაცი ხატად თვისსა“, მაშინ ეჭვიც არ მეპარება, როგორც მუსიკის პირველი დამფასებელი, ჩარლი პარკერს შორს რომ არ გაუშვებდა და თავისთან დაიტოვებდა. მერე რა, რომ ბერდი ყოვლად გამოუსწორებელი ნარკომანი იყო. ხულიო კორტასარი ხომ ამტკიცებდა, რომ სხვა არაფერი თუ არა ეს გულისამრევი სიმდაბლე და პიროვნული სიმშვენიერე მთლიანობაში ერთად წარმოქმნიდა იმ ენითაუწერელ ზეციურ ჰანგებს. თან ჭეშმარიტი ტენორ–საქსოფონისტის მეორე დიდი იპოსტასი ჯონ კოლტრეინიც გაუწევს სათანადო რეკომენდაციას ზეციურ კანცელარიაში, აფრო–ამერიკელთა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1971 წელს ტყუილად ხომ არ შერაცხა წმინდანად და შეიყვანა ნეტართა დასში.

სასტიკად ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ჯაზს შეიძლება მხოლოდ მოუსმინო. მაგალითად ჯეკ კერუაკი ცდილობდა იმგვარი სპონტანურობით ეწერა, როგორც ბიბოპის მამები დიზი გილესპი, ჩარლი პარკერი, ტელონიუს მონკი თავიანთ ინსტრუმენტებზე იმპროვიზირებდნენ. კერუაკს უამრავი ლექსიც წაუკითხავს მათი მუსიკის თანხლებით. „ჰარლემური რენესანსის“ პირველკაცმა ლენგსტონ ჰიუზმა მთელი შემოქმედება მიუძღვნა „ჯაზ–პოეზიას“ და ამით ახალ მიმდინარეობას დაუდო სათავე. ბორის ვიანს თავის ოცნებაში ვერნონ სალივანი ერქვა და ნიუ–ორლეანის ერთ–ერთ ჯაზ–ბენდში უკრავდა, არადა ამერიკის მატერიკზე ფეხიც არ ჰქონდა დადგმული. გასულ წელს კი გარდაიცვალა კაცი, რომელმაც შეძლო და ჯაზის დაუსრულებლად ცქერის საშუალება მოგვცა. ეს არის ჰერმან ლეონარდი, წარმოშობით რუმინელი ებრაელი, რომელმაც შეძლო და კადრებად საუკეთესოდ ასახა ჯაზის სული. სწორედ მისი ფოტოები წარმოქმნის ამ პოსტს.

დავასრულებ ისევ ბორის ვიანით: „მხოლოდ ორი ნამდვილი რამ არსებობს – სიყვარული, ყველანაირი, ქალების და მუსიკა, ნიუ–ორლეანის ან დიუკ ელინგტონის. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია, რადგან უშნოა.“

დიუკ ელინგტონი, პარიზი, თეატრი ოლიმპია, 1958

ჩარლი პარკერი, ნიუ–იორკი, კლუბი ბერდლენდი, 1949

სარა ვოონი, ნიუ–იორკი, კლუბი ბერდლენდი, 1949

დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1948

მაილს დევისი, მონტრე, 1991 (სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე)

ქვინსი ჯონსი, პარიზი, 1955

დექსტერ გორდონი, ნიუ–იორკი, 1948

ბილი ჰოლიდეი, ნიუ–იორკი, 1948

ჩეტ ბეიკერი, ნიუ–იორკი, 1956

სონი სტიტი, ნიუ–იორკი, 1953

არტ ტეიტუმი, ლოს–ანჯელესი, 1955

ეროლ გარნერი, ნიუ–იორკი, 1953

მაილს დევისი, კლუბი ბერდლენდი, ნიუ–იორკი, 1949

ელა ფიცჯერალდი და რეი ბრაუნი, ნიუ–იორკი, 1949

ჩარლი პარკერი და დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1949

დიუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი და დაიენ კეროლი, პარიზი, 1960

ქვინსი ჯონსი, პარიზი, 1950

ჯეიმს მუდი, ნიუ–იორკი, 1951

არტ ბლეიკი, პარიზი, 1958

ჩარლი პარკერი და “მეტრონომ ოლსტარი”, ნიუ–იორკი, 1949

ელა ფიცჯერალდი  დიუკ ელინგტონისა და ბენი გუდმენის წინაშე, ნიუ–იორკი, 1948

დიზი გილესპი, ნიუ–იორკი, 1955

ბილი ექსტაინი, პარიზი, 1963

ბადი რიჩი, ნიუ–იორკი, 1954

ფრენკ სინატრა, მონტე–კარლო, 1958

დიუკ ელინგტონი და ქალები, პარიზი, 1960

ტონი ბენეტი, ნიუ–იორკი, 1950

ოსკარ პეტიფორდი, ნიუ–იორკი, 1950

მაილს დევისი, მალიბუ, 1989

ლესტერ იანგის ქუდი, ნიუ–იორკი, 1948

 

პ.ს.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც რჩება კითხვა: იქნებ მხოლოდ მე მახსოვს?

 

 

 

 

 

 

ჯამპოლოგია

ფოტოგრაფ ფილიპ ჰალსმანის შემოქმედება გამორჩეულად მიყვარს, ისევე როგორც მისი მშობლიური ქალაქი, რომელსაც მცირე ხანში კიდევ ერთხელ ვესტუმრები. რიგელ ებრაელთა ხელმოკლე ოჯახში დაბადებულმა პორტრეტისტმა ფილიპს ჰალსმანსმა სახელსა და გვარს ბოლოში ასო–ბგერა ს ჩამოაცილა  და მეორე მსოფლიოს დროს ახლო მეგობრის, ალბერტ აინშტაინის დახმარებით შტატებს მიაშურა. აქ მას დიდი ხნით მოდური ჟურნალების გარეკნებზე ზრუნვა მოუწია. ამ პერიოდში ჰალსმანმა ფოტოგრაფიაში შემოიტანა სრულიად ახალი და უნიკალური სიტყვა – ჯამპოლოგია. “როდესაც ვინმეს ვთხოვ ახტომას, მას ყურადღება მთლიანად გადატანილი აქვს ახტომის მომენტზე, ამ დროს ნიღაბი ვარდება და რჩება ადამიანი თავისი ნამდვილი სახით”. წლების მანძილზე ჰალსმანი ამბობდა მხოლოდ ერთადერთი სიტყვას – “JUMP!” და თითქოს მთელი მსოფლიო ემორჩილებოდა მის ბრძანებას.

დალი ატომიკუს

რობერტ ოპენჰაიმერი, ბირთვული იარაღის მამა

რიჩარდ ნიქსონი, ორი შვილის მამა

ოდრი ჰეპბერნი

გრეის კელი

უინძორის პრინცესა და პრინცი

დენი კეი, ამერიკელი კომიკოსი და მომღერალი

მაიკ უოლასი, ჟურნალისტი, 60 წუთის შემქნელი

სოფი ლორენი

ედვარდ სტაიჰენი, ფოტოგრაფიის მეტრი

დონალდ ო’კონორი, მოცეკვავე და მსახიობი

ბენი გუდმენი, სვინგის მეფე

ჯინ სიბერგი, მსახიობი

ერთი დალი და სამი ქალი

ევა მარი სეინტი, მსახიობი

დიკ კლარკი, ტელე–წამყვანი

ბრიჯიტ ბარდო

ჰაროლდ ლოიდი, მსახიობი

დაიენ დორსი, მსახიობი და სექს–სიმბოლო

ჟიზელ მაკკენზი, მომღერალი

ოლდოს ჰაქსლი

თამარ თუმანიშვილი, იგივე თამარა თუმანოვა, ბალერინა

ადამ პაუელი, პოლიტიკოსი

მიურეი კემპტონი, გავლენიანი ამერიკელი ჟურნალისტი

ჯეინ მენსფილდი, მსახიობი და სექს–სიმბოლო

ედ სალივანი, ტელე–წამყვანი

ჯეკი გლისონი, კომიკოსი

ლინა ჰორნი, მომღერალი და მსახიობი

სალვადორ დალი

ფილ სილვერსი, კომიკოსი

ჯინა ლოლობრიჯიდა

უიჯი, ფოტორეპორტიორი, კრიმინალური ქრონიკის ოსტატი

მერს კანინგემი, დიდი ქორეოგრაფი

მერილინ მონრო

ბობ ჰოუპი, დიდი კომიკოსი

უოლტერ გროპიუსი, თანამედროვე არქიტექტურის ერთ–ერთი მამა და ბაუჰაუსის შემქნელი

ჟაკ ტატი

ელეანორ ფორდი, ფორდის დინასტიის წარმომადგენელი (პირველი, ვინც ახტა)

დინ მარტინი და ჯერი ლუისი, სამსახიობი წყვილი

ჯეკ დემფსი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში (1919–1926)

მორის შევალიე, მომღერალი

მოსამართლე ლორნედ ჰენდი

ჯოან ვუდვარდი

ოდრი ჰეპბერნი

კვლავ დალი

ჰატი ჟაკი, კომიკური მსახიობი

ადლაი სტივენსონი, პოლიტიკოსი

კოლეტ მარშანი, ფრანგი მოცეკვავე

თომას დიუი, ნიუ–იორკის გუბერნატორი

მარკ შაგალი

ენტონი ბერკინსი, მსახიობი

ჯონ სტეინბეკი

პიტერ უსტინოვი

გრუჩო მარქსი

ფილიპ ჰალსმანი და მერილინ მონრო

პენთოლოგია

პირველად ფოტოგრაფ ირვინგ პენის (1917–2009) შესახებ სხვადასხვა გამოცემებში მისი ნეკროლოგებიდან შევიტყვე. ამის შემდეგ ნელ–ნელა ჩამითრია მისმა შემოქმედებამ. ფოტოების მრავალფეროვნების მიუხედავად, ირვინგ პენი ჩემთვის მაინც განუმეორებელ პორტრეტისტად რჩება. ერთი ბლოგერი რომ დავიმოწმო, ცხონებული, საკუთარ ბლოგზე როიალს სადაც მომესურვება, იქ დავდგამ. შესაბამისად დაიდოს ირვინგ პენის ფოტოები ამ ბლოგზე, ერთი ადამიანის თვალისთვის მაინც იქნება საამო საქცერი.

პაბლო პიკასო

ტრუმენ კაპოტე

ს. ჯ. პერელმანი

ალფრედ ჰიჩკოკი

მარლენ დიტრიხი

ივ სენ ლორანი

ვუდი ალენი, როგორც ჩარლი ჩაპლინი

ვუდი ალენი, როგორც გრუჩო მარქსი (Vanity Fair–ის გარეკანი)

სიმონა დე ბოვუარი

სალვადორ დალი

იგორ სტრავინსკი

კოლეტი

ინგმარ ბერგმანი

ტენესი უილიამსი

ალ პაჩინო

ფრენსის ბეკონი

ეჟენ იონესკო

კეიტ მოსი

მარსელ დუშამი

ალბერტო ჯაკომეტი

ჯფკ

ჟან კოკტო

ხუან მირო და მისი ქალიშვილი

თ. ს. ელიოტი

მაილს დევისი

მაილს დევისი

თავად ირვინგ პენი

როგორ იქმნებოდნენ დისნეის პერსონაჟები

თქვენს წინაშეა უოლტ დისნეის სტუდიის ანიმატორთა ჩანახატი “ალადინის” პერსონაჟთა შექმნისას. ანიმატორთა ჩანაფიქრით, ყველა პერსონაჟს განსხვავებული გეომეტრიული ფიგურის ფორმა უნდა ჰქონოდა, რათა ამგვარად ვიზუალური მრავალფეროვნებისთვის მიეღწიათ. მაყურებელმა ყველაზე უკეთ იცის, რამდენად წარმატებული გამოდგა მათი ეს ჩანაფიქრი.

ეს კი ადამიანი, რომლის სახელი და გვარი ყველას ღრმა ბავშვობიდან ახსოვს, თავის ალტერ ეგოს სილუეტთან ერთად.

ბუნგა! ბუნგა!

1910 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე მარჯვნიდან რიგით მეორე ფერადკანიანი მამაკაცი მოგვიანებით ინგლისური ლიტერატურის ერთ–ერთი ყველაზე მქუხარე სახელი გახდა, მიუხედავად მისი სქესისა. ვირჯინია სტივენი ჯერ კიდევ არ იყო გადასული ქმრის ლეონარდ ვულფის გვარზე,  ამ ფოტოსთვის კი  ალბათ პირველად და უკანასკნელად დათანხმდა მაკიაჟს.

1936 წელს  პარიზში სრულ სიღატაკეში გარდაიცვალა შერეკილი ბრიტანელი ჰორას დე ვირ კოული. მან მთელი ცხოვრება და მემკვიდრეობით მიღებული ქონება ოინებს მიუძღვნა, ერთ–ერთ მათგანში კი სიყალბეთა მაესტრომ თვით ვირჯინია ვულფი ათამაშა წვერ–ულვაშა ვეზირის როლში. თავად ჰორას კოულის პიროვნება ცალკე პოსტს ნამდვილად იმსახურებს (მაგალითად მან ერთხელ თეატრში იმგვარად უყიდა ბილეთები თავის მელოტ მეგობრებს, რომ მათი თავებით ლოჟაში მსხდომი მაღალი საზოგადოება უცენზურო სიტყვას ხედავდა).

ერთხელაც კი ჰორას კოულმა გადაწყვიტა საჯაროდ გაემასხარავებინა სიამაყე სრულიად იმპერიისა, რომელშიც მზე ჯერ ზენიტში იყო და ჩასვლას არ აპირებდა. იმდროინდელი  სიამაყე კი იყო მეტროპოლიის ფლოტის ფლაგმანი სახაზო გემი “HMS Dreadnought” (“მისი უდიდებულესობის დრედნოუტი”), რომელზეც ვიცე–ადმირალის სიტყვებით ბუზიც კი ვერ შეფრინდებოდა ნებართვის გარეშე.

1910 წლის 7 თებერვალს დრედნოუტზე მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრისგან ხელდართული ტელეგრამა, რომელიც აბისინიის იმპერატორის (ნეგუსის, თანამედროვე ეთიოპია) და მისი დელეგაციის მოულოდნელად დაგეგმილ სტუმრობას იუწყებოდა. დოლბანდებში და ოქროთი მოვარაყებულ სამოსში გამოწყობილ სტუმრებს დახვედრა ნამდვილად მეფური მოუწყვეს _ საპატიო ყარაული, წითელი ხალიჩა, ზარბაზნის ზალპები, ჰიმნი კაპელის შესრულებით. კაპელმეისტერმა სიჩქარეში აბისინიის ჰიმნი ვერ მოძებნა, სამაგიეროდ ზანზიბარის სასულთნოს ისე გამოიყენა, რომ სტუმრებს მცირე იაღლიში არც კი შეუმჩნევიათ. ადმირალმა მეიმ თავმომწონედ გააცნო საზღვაო საბრძოლო ტექნიკის უახლოეს მიღწევები აბისინიელ პრინცებს, რომლებიც გაოცებისგან ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდნენ: ბუნგა! ბუნგა!

ბლეფი წარმატებით დასრულდა. ჰორას კოულმა მომდევნო კვირას მოცემული ფოტოები გაუგზავნა “დეილი მირორს” და საამაყო დრედნოუტი საერთო იმპერიული დაცინვის ობიექტად აქცია.

რამდენიმე წელიწადში, ეთიოპიის ნამდვილი იმპერატორი მენელიკ II ეწვია ბრიტანეთს. ნეგუსმა ისურვა ყველასგან ქებული ფლოტილიის ხილვა, თუმცა (როგორც ჩანს, თავის დაზღვევის მიზნით) მისდა გასაკვირად უარი ჰკადრეს. უცნაური ინგლისელები ამასაც არ დასჯერდნენ, იმპერატორის ამალას ვოიაჟის დროს ხშირად ბავშვების გუნდები ეკიდებოდნენ უცნაური შეძახილებით: ბუნგა! ბუნგა!

პ.ს.

1915 წელს ხსენებულმა დრედნოუტმა საბრძოლო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და გერმანული წყალქვეშა ხომალდი ჩაძირა. გემზე მოვიდა სხარტი ტელეგრამა უცნობი წყაროდან მოლოცვის სიტყვებით: “BUNGA BUNGA”.

სტრავინსკი, როგორც ნოტი

არნოლდ ნიუმანის ფოტოკამერის ობიექტივში მრავალი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი მოხვედრილა, თუმცა მის სავიზიტო ბარათად ხშირად მიიჩნევენ იმ ფოტოს, რომელიც თქვენს წინაშეა. 1946 წლის 1 დეკემბერს ნიუ–იორკში რიგითი რეპეტიციის დროს იგორ სტრავინსკის აბეზარმა ფოტოგრაფმა მყუდროება დაურღვია, რისი შედეგიც ქრესტომათიული ფოტო აღმოჩნდა.  ნიუმანის ჩანაფიქრით, როიალს დაყრდნობილი კომპოზიტორი და ფონად თეთრი კედელი ერთ დასრულებულ კომპოზიციას წარმოშობს, რომლის ფორმა აბსტრაქტულ მუსიკალურ ნოტს ქმნის.

ფეხები, რომელმაც შეცვალა მსოფლიო

როგორც ამბობენ, ბეტი გრეიბლი ფოტოსესიის დროს (1943) ორსულად იყო და ამიტომ აარჩია ამგვარი კუთხე ფოტოგრაფმა ფრენკ პოვოლნიმ.  ბეტი გრეიბლის ფეხები იმდროინდელ ჰოლივუდში უდავოდ ეტალონად იყო მიჩნეული. თავად მსახიობი ყველაზე მაღალ ჰონორარს იღებდა 300,000 დოლარის სახით, ხოლო ფილმები მისი მონაწილეობით არ თმობდნენ საწყის პოზიციებს კინოგაქირავებაში. ბეტი გრეიბლი კარგად აცნობიერებდა საკუთარი წარმატების ფორმულას და თავადაც ხშირად ამბობდა, რომ იგი შექმნეს მილიონ დოლარად დაზღვეულმა საკუთარმა ფეხებმა.

სტატისტიკის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყოველი მეხუთე თავმოყვარე ამერიკელი ჯარისკაცი თან დაატარებდა ბეტი გრეიბლის ამ ფოტო–ხატებას. 40–იანი წლების ლეგენდას პოზიციების დათმობა 50–იან წლებში მოუწია, როდესაც მერილინ მონრო იქცა “XX საუკუნე ფოქსის” და XX საუკუნის ახალ სექს–სიმბოლოდ.

მცირე ხნის წინ, ერთ–ერთ რადიო–ინტერვიუში უბერებელი ჰიუ ჰეფნერი გამოტყდა, რომ სკოლის მოსწავლეობისას სასთუმალქვეშ ინახავდა ბეტი გრეიბლის ფოტოს და ამ შთაგონების წყარომ უბიძგა მას დაეარსებინა ჟურნალი “ფლეიბოი”.

მხოლოდ ფოტო 2

ფოტო 1989 წლის მშფოთვარე პრაღაშია გადაღებული, ხავერდოვანი რევოლუციის ერთ–ერთი დემონსტრაციის დროს. დიდი ბელადის ბიუსტზე ჩამოკიდებული ფირფიტა გვამცნობს “Nič Netrvá Večne” – “არაფერია მარადიული”.

T.Hanks

ერთმა მახვილგონიერმა ნიუ–იორკელმა ერთი წერტილის დამატებით ამგვარად შეუცვალა მნიშვნელობა ბრუკლინში მდებარე ვინის პიცერიის ნაგვის ყუთზე მიწერილ უწყინარ სიტყვას.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.