კითხვები სიტყვათა თამაშზე

არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ არცთუ უკანასკნელი წვლილი მიმიძღვის ქართულ რსრ მოძრაობაში (რა? სად? როდის?) კალამბურსა და სიტყვათა თამაშზე აგებული კითხვების დანერგვაში. ამგვარი ტიპის კითხვები პაკეტში ძირითადად იშვიათი ხილის ფუნქციას ასრულებს და დიდია ცდუნება, კრებულში საუკეთესო ვუწოდოთ. ამ პოსტში გადავწყვიტე შემეკრიბა ოცი კითხვა, მეტწილად ქართულ ან ინგლისურ სიტყვათა თამაშზე აგებული, იმის საჩვენებლად, რომ ჩვენს ენაზეც თანაბარი წარმატებით შესაძლებელია ზმა.

1. ერთ-ერთი ინტერნეტ-ენციკლოპედიის თანახმად, ისტორიოგრაფიაში მოსაზრებები რიშელიეს მოღვაწეობის შესახებ “მკვეთრად” განსხვავდება ერთმანეთისგან. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით “მკვეთრად”.

პას.: კარდინალურად

წყარო: ბმული

2. [რიგდება მასალა]

Young and easily freudened

თქვენს წინაშეა ფრაზა ჯეიმს ჯოისის რომანიდან “ფინეგანის ქელეხი”. ფრაზა აღწერს შიზოფრენიით დაავადებულ გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პას.: Yung

კომ.: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened.

წყარო: ბმული, ბმული

3. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! როგორც ცნობილია, ქრისტიანულ ეკლესიაში შობის დღესასწაული უძრავია.  პამპლონაში გამართულ ყოველწლიურ სან–ფერმინას ფესტივალს ხშირად უწოდებენ შობის დღესასწაულს. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით შობის.

პას.: ხარების

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

4. რამდენიმე წლის წინ ფიდელ კასტრომ იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის უწოდა “მასხარა” და მისი გვარი საგანგებოდ არასწორად წარმოთქვა, ადგილი შეუცვალა რა მის გვარში ორ ასოს. დაასახელეთ კასტროს მიერ წარმოთქმული გვარი.

პას.: ბურლესკონი

კომ.: ბურლესკი ეწოდება კომიკური პოეზიის ჟანრს.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

5. XVI საუკუნის ინგლისელი დრამატურგის კრისტოფერ მარლოუს ერთ-ერთ პიესის ბოროტი პერსონაჟის სახელი ითარგმნება, როგორც “ბოროტების ქმნელი”. დაასახელეთ 1469 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ეფუძნება ეს პერსონაჟი.

პას.: ნიკოლო მაკიაველი

კომ.: პერსონაჟს ეწოდება Machevill (ბოროტების მქმნელი  – make-evil)

6. 1980-იანი წლების ბოლოს X-ის გარეგნობა შექმნეს მსახიობ ალისა მილანოს მიხედვით. არნო ბრეკერის 1939 წლის სკულპტურა “პარტია” კი ნამდვილი X-ის გარეგნობის კლასიკური ნიმუშია. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: არიელი

კომ.: საუბარია ერთი მხრივ, დისნეის ცნობილი პერსონაჟ არიელზე, მეორე მხრივ არიელთა რასის წარმომადგენელზე.

წყარო: ბმული, ბმული

7. ირლანდიურ მითოლოგიაში ახალგაზრდა გმირ ფიონ მაკ კუმჰაილს სიბრძნის თევზის შეწვის დროს სხეულზე შეესხა წვეთი ცხიმი. ამის გამო მის ცოდნას შეიძლება ეწოდოს იმგვარადვე, როგორც ზოგიერთი მოთამაშემ შეიძლება უწოდოს ამ კითხვას. დაწერეთ პასუხი ორი სიტყვით.

პას.: თითიდან გამოწოვილი

კომ.: ფიონ მაკ კუმჰაილი ცოდნის მისაღებად წოვდა იმ თითს, სადაც შეესხა წვეთი ცხიმი.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

8. ერთ-ერთი სახუმარო ვებ-ლექსიკონის მიხედვით, გერმანიაში ყოველ წელს ტარდება ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფულიანი ადამიანები. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომლითაც, ლექსიკონის თანახმად, მოიხსენიება ეს ფესტივალი.

პას.: მანიფესტი

წყარო.: ბმული, ბმული

9. [რიგდება მასალა: ლუკას სახარებაში ოსტატთა ნიჭს აქვს სრულიად დამაჯერებელი სამეცნიერო საფუძველი, მაშინაც როცა იდუმალია.] წინადადებაში ერთ-ერთ სიტყვას ჩამოცილებული აქვს ორი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პას.: ლუკასის

კომ.: წინადადებაში საუბარია ჯედაი ოსტატებზე.

წყარო: ბმული,  Caputo, John D. (2001). On Religion. London: Routledge. p. 87

10. ვკითხულობ ნელა და გარკვევით! დაასახელეთ ორი სიტყვით, ლათინურად ან ქართულად, ონსლოუს გრაფის საგვარეულო დევიზი.

პას.: იჩქარე ნელა (Festina Lente)

კომ.: დევიზი წარმოადგენს კალამბურს გრაფის გვარზე, on-slow ინგლისურად აღნიშნავს იმავე სიტყვებს.

წყარო: ბმული, ბმული

11. მცირე ხნის წინ, გაზეთმა “გარდიანმა” გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულ სკოლებში ჩინური ენის (მანდარინის) შემოტანის შესახებ. სტატიის სათაური მიუთითებდა, რომ ამით ისიც კი იქნებოდა დაბნეული. დაასახელეთ იგი.

პას.: კონფუცი

კომ.: სტატიას ეწოდებოდა Confucius would be confused.

წყარო: ბმული

12. ყავის მწარმოებელი კომპანიის “მაქსველ ჰაუსის” დევიზია “კარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: უკანასკნელი წვეთი

წყარო: ბმული, ბმული

13. შექსპირის ტრაგედიაში პრინცი ჰამლეტი ამბობს რომ ბრუტუსისგან “სასტიკი” ქმედებაა კეისრის კაპიტოლიუმში კაპიტალური სხეულის მოკვლა. დაასახელეთ, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით “სასტიკი”.

პას.: ბრუტალური

კომ.: ჰამლეტი მიმართავს კალამბურს: ბრუტუსი – ბრუტალური, კაპიტოლიუმი – კაპიტალური.

წყარო: ბმული, ბმული

14. მრავალთა შორის X-ად ითვლებიან პრინცი ოუაინ გლინდური და მორაგბე გარეტ ედვარდსი. X-ად შეიძლება ჩაითვალოს დროში მოგზაური და ჩარლზ ფოსტერ კეინი. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: უელსის გმირი

კომ.: საუბარია ერთი მხრივ, ქვეყანა უელსზე, მწერალ ჰერბერტ უელსზე და რეჟისორ ორსონ უელსზე.

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

15. ჟურნალ “ტაიმის” მიხედვით, ამ ფრანგის “ღვთიურმა ხელოვნებამ” 1960-იანი წლებიდან აალაპარაკა მსოფლიო. დაასახელეთ მისი გვარი.

პას.: გოდარი

კომ.: God Art – Godard

წყარო: ბმული

16. [რიგდება მასალა]

“Are you a god, X?”

სტენ საკაის კომიქსების წიგნში “უსაგი იოჯიმბო” ერთ-ერთი პერსონაჟი არის მონსტრი, რომელსაც მთავარი გმირი ეკითხება “შენ ღმერთი ხარ, X?”. დაასახელეთ მონსტრის სახელი, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა X-ით.

პას.: ზილა

კომ.: “Are you a god, Zylla?”. კომიქსების წიგნის სათაური და ავტორი მიუთითებს მათ იაპონურ წარმოშობაზე. გოდზილა კი ყველაზე ცნობილი იაპონელი მონსტრია.

წყარო: ბმული, ბმული

17. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! 1826 წელს სკოლის მასწავლებელი კაეტანო რიპოლი იყო ინკვიციზიის უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლი. 2009 წელს რუსეთის ჰოკეის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში მრავალი მატჩის ბედი გადაწყდა თამაშის მიწურულს, ამის გამო ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ სტატია დაასათაურა შემდეგნაირად: უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლები. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვით დაკითხვის.

პას.: წამების

კომ.: პირველ შემთხვევაში წამება, მეორეში – წამები.

წყარო: ბმული, ბმული

18. ერთ-ერთმა გერმანულმა არხმა ინტერვიუს დროს სთხოვა ცნობილი ამერიკელ რეჟისორს ეთქვა საკულტო სიტყვები თავისი ფილმიდან. სიტყვები მთარგმნელმა არასწორად თარგმნა, როგორც “4 მაისს თქვენთან ერთად”. დაასახელეთ ეს რეჟისორი.

პას.: ჯორჯ ლუკასი

კომ.: საკულტო ფრაზაა May the Force be with you. მთარგმნელმა გაიგო როგორც “May the 4th be with you”

წყარო: ბმული

19. 1843 წელს ინგლისელმა გენერალმა ჩარლზ ჯეიმს ნეპირმა დაიპყრო ერთ-ერთი აზიური რეგიონი. ამის აღსანიშნავად კალამბურების მოყვარულმა გენერალმა სამშობლოში გაგზავნა მოკლე შეტყობინება. მისი მნიშვნელობა ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “მე შევცოდე”. დაასახელეთ რეგიონი, რომელიც გენერალმა დაიპყრო.

პას.: სინდი

კომ.: ინგლისურად “მე შევცოდე” ითარგმნება, როგორც I have sinned. ჟღერს, როგორც “I have Sindh”, ანუ “მე მაქვს სინდი”.

წყარო: ბმული

20. ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, ოდრი ჰეპბერნის პატარა შავი კაბა არის ყველაზე ცნობილი X. დაასახელეთ დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც აგრეთვე შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც ყველაზე ცნობილი X.

პას.: პითაგორა

კომ.: ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსელი.

წყარო: ბმული, ბმული

სუპერლიგის I ტური, ‘სარეჟისორო ვერსია’

ოფიციალურისგან განსხვავებით ამ ვარიანტში დამატებულია კითხვა, რომელიც დაგვიანების გამო ვეღარ მოხვდა საბოლოო პაკეტში. ჩემი მოკლე ჭკუით, ეს დაუსმელი კითხვა იყო საუკეთესო. პარადოქსია, მაგრამ იმ ერთადერთ კითხვას ცვლიდა, რომელიც ვერავინ გამოიცნო და ‘გაგრობდა’. ერთზე მეტი თუნდაც დამტესტავი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, პაკეტი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ.

10.10.10
I ტური
ავტორი: ირაკლი გუნია (48)

1. პირველ რიგში, შორი სალამი თამაშის მონაწილეებს!

უნგრელმა კომუნისტმა მატიაშ რაკოშიმ მისი სახელი უწოდა ტაქტიკას, რომლითაც კომუნისტურმა პარტიამ ხელისუფლებას ფენა-ფენა ჩამოაცილა, შეიძლება ითქვას ჩამოაჭრა, ოპოზიციური ძალები. დაასახელეთ იგი.

პას.: სალამი (სალიამი)

კომ.: სახელი ეწოდა ცნობილი უნგრული ძეხვი “ზამთრის სალამის” მიხედვით.

წყარო: ბმული, Safire, William, Safire’s Political Dictionary, Oxford University Press, 2008, p.639

2. იაპონელ X-ებს შეიძლება მივაკუთვნოთ მაცუო ბაშო და იოსა ბუსონი. იაპონელ Y-ებს კი “ნიკკო აის ბაქსის” (Nikkō Ice Bucks) წევრები. დაასახელეთ X და Y, თუ ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან.

პას.: ჰოკუისტი, ჰოკეისტი

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

3. ერთ-ერთ საიტზე განთავსებული ლუმინისცენტური ნათურების სარეკლამო სლოგანი ჟღერს შემდეგნაირად: X, ნაკლები ვატი. X არის ფრაზა, რომელიც გადმოცემით 1832 წლის 22 მარტს წარმოთქვა ერთმა პიროვნებამ. დაასახელეთ მისი გვარი.

პას.: გოეთე

კომ.: როგორც ცნობილია, გოეთეს უკანასკნელი სიტყვები იყო „მეტი სინათლე“.

წყარო: ბმული, ბმული

4. მათ შორის გვხვდებიან ინდოჩინური, მალაიური, სუმატრული, ბენგალური, სამხრეთჩინური. დაახლოებით 1960-იანი წლებიდან მათ შეემატათ კიდევ ოთხი. დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.

პას.: აზიური ვეფხვები

კომ.: აზიურ ვეფხვებს უწოდებენ სინგაპურს, სამხრეთ კორეას, ტაივანს და ჰონგ კონგს.

წყარო: ბმული, ბმული

5. [რიგდება მასალა]

ყურადღებით, მეხუთე კითხვა! შეიძლება ითქვას, რომ ამ სურათზე გამოსახული პატარა ბავშვი არის X. X-ს ზოგჯერ უწოდებენ ისრაელის მოქალაქე არაბებს. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: მეხუთე კოლონა

წყარო: ბმული, ბმული

6. 1969 წლის მაისის ჟურნალ “ესკვაირის” ნომრის გარეკანზე ეწერა სიტყვები: „ამერიკული ავანგარდის სრული დაცემა და კოლაფსი“. გარეკანზე გამოსახული ადამიანი საკუთარ ნამუშევარში იძირება. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.

პას.: ენდი უორჰოლი

კომ.: იგი იძირება კემპბელის სუპში

წყარო: ბმული

7. კალათბურთის ლეგენდა ბილ რასელმა 1964 წელს ნბა-ს პლეი-ოფის ფინალში გამარჯვებისთვის მოიპოვა თავისი X. 1957 წელს გადაღებულ X-ში ცენტრალურ თემად ფიგურირებს სპორტის სხვა სახეობა. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: მეშვიდე ბეჭედი

კომ.: 1957 წელს გამოვიდა ინგმარ ბერგმანის “მეშვიდე ბეჭედი”, რომელშიც სიკვდილი რაინდს ჭადრაკს ეთამაშება. ნბა–ს ფინალის გამარჯვებულებს აძლევენ ბეჭდებს. ზმნა „ფიგურირებს“ და მეშვიდე კითხვა დამატებითი მინიშნებაა.

წყარო: ბმული, ბმული

8. ამ ადამიანის დაკრძალვაზე ჩარლზ სპენსერმა ალუზიური მინიშნება გააკეთა მიცვალებულის სახელზე და განაცხადა, რომ იგი იყო ჩვენი დროის ყველაზე მონადირებადი ადამიანი. დაასახელეთ ეს ადამიანი.

პას.: პრინცესა დიანა (დიანა სპენსერი)

კომ.: რომაულ მითოლოგიაში დიანა ნადირობის ქალღმერთია. ჩარლზ სპენსერი დიანა სპენსერის ძმაა.

წყარო: ბმული

9. კომიქსების სერია ასტერიქსის ერთ-ერთ ნომერში გალებს უპირისპირდებიან გუთები (Goths) მეტრიკის და ტარტარიკის მეთაურობით. როდესაც ერთ-ერთი გუთი, სახელად X დალევს სასწაულმოქმედ ელექსირს, იგი წამოიძახებს, რომ ამიერიდან არის “გენერალი X”. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: ელექტრიკი

კომ.: გუთების სახელი, როგორც მეთაურების სახელი გვიჩვენებს, მთავრდება იკ-ზე. გუთ ელექტრიკის სახელი ალუზიაა კომპანია “ჯენერალ ელექტრიკზე”.

წყარო: ბმული, ბმული

10. 1945 წელს გამოჩენილ ამ ბერკშირელ პერსონაჟს პირველ ფრანგულ თარგმანში შეუცვალეს სახელი და უწოდეს კეისარი. დაასახელეთ პერსონაჟის ნამდვილი სახელი.

პას.: ნაპოლეონი

კომ.: ჯორჯ ორუელის “ცხოველთა ფერმიდან”, ბერკშირი ღორების ჯიშით არის ცნობილი.

წყარო: ბმული, ბმული

11. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა სურათი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ X. ერთხელ X გამოიწვია ჰეფესტოს მოუხერხებლობამ. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: ჰომერული ხარხარი

წყარო: ბმული

12. ვლ. ნაბოკოვის რომანის “საჩუქრის” შესახებ ერთ–ერთი მკვლევარი წერდა: პერსონაჟი თევდორე თავის გზას იწყებს X–ის ზედაპირზე ანუ ნაბოკოვის რომანის ფურცლებზე, მაგრამ დასასრულის მიახლოებისას, რომანის დასასრულისა და მისი მეორე დასაწყისის შუალედში, თევდორე გადაინაცვლებს Y-ის ზედაპირზე ანუ თავისივე წიგნის ფურცლებზე. დაასახელეთ 1790 წელს დაბადებული გერმანელი, რომელსაც მკვლევარი შემდეგ სტრიქონში ახსენებს.

პას.: აუგუსტ ფერდინანდ მობიუსი

კომ.: მკვლევარი რომანის სიუჟეტს ადარებს მობიუსის ლენტს.

წყარო: ბმული, ბმული

13. ესპანურ ენაში ამ ფრანგული გვარით აღნიშნავენ ადამიანის სხეულზე არსებულ ქონიან ნაკეცებს. დაასახელეთ ეს ფრანგული გვარი.

პას.: მიშლენი

კომ.: ნაკეცები ესპანელებს აგონებთ კომპანია მიშლენის ცნობილ სიმბოლო ბიბენდუმს.

წყარო: ბმული, ბმული

14. 1843 წელს ინგლისელმა გენერალმა ჩარლზ ჯეიმს ნეპირმა დაიპყრო ერთ-ერთი აზიური რეგიონი. ამის აღსანიშნავად კალამბურების მოყვარულმა გენერალმა სამშობლოში გაგზავნა მოკლე შეტყობინება. მისი მნიშვნელობა ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “მე შევცოდე”. დაასახელეთ რეგიონი, რომელიც გენერალმა დაიპყრო.

პას.: სინდი

კომ.: ინგლისურად “მე შევცოდე” ითარგმნება, როგორც I have sinned. ჟღერს, როგორც “I have Sindh”, ანუ “მე მაქვს სინდი”.

წყარო: ბმული

15. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადოლფ ჰიტლერს რამდენჯერმე მოუწია შეხვედრა ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტთან, რათა ეთხოვა ნაცისტური პარტიის აკრძალვის გაუქმება. ამ შეხვედრების აღწერისას, ჰიტლერი ახსენებდა ერთ-ერთ იტალიურ ტოპონიმს. დაასახელეთ ეს ტოპონიმი.

პას.: კანოსა

კომ.: ჰიტლერი თავს ადარებდა საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ მეოთხეს, რომელმაც თავი დაიმცირა და პაპს კანოსაში ეახლა. ბავარია ერთადერთი სრულად კათოლიკური მიწაა გერმანიაში.

წყარო: ბმული

16. X-ის Y 1939 წელს გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოებია, Y-ის X-ად კი ერთ-ერთ საიტზე ხუმრობით ახსნეს სიტყვა „ნაბახუსევი“. დაასახელეთ არა ნაწარმოები, არამედ Y-ის X.

პას.: მტევნების მრისხანება

წყარო.: ბმული, ბმული

17. დუბლინში მდებარე ირლანდიელი პატრიოტის ვულფ ტოუნის მასიურ ქანდაკებას ადგილობრივებმა მისცეს მეტსახელი, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება სხვა მონუმენტის სახელწოდებისგან. დაასახელეთ დუბლინში მდებარე ქანდაკების მეტსახელი.

პას.: ტოუნჰენჯი

წყარო.: ბმული, ბმული

18. “ნიუ იორკ პოსტის” 1988 წლის ერთ-ერთ ნომრის გარეკანზე ცნობილი ადამიანის იშვიათ ფოტოს თან ერთვოდა წარწერა: “დაგიჭირეთ, დამჭერო!”. დაასახელეთ ფოტოზე გამოსახული ადამიანი.

პას.: ჯერომ სელინჯერი

კომ.: ინგლისურად წარწერა ჟღერს, როგორც “GOTCHA CATCHER!”. მწერლის ცნობილი ნაწარმოების სახელწოდება ინგლისურად ჟღერს, როგორც “დამჭერი ჭვავის ყანაში”.

წყარო.: ბმული

19. აკაკი წერეთელი ხუმრობდა, რომ თუ გაზეთ “კვალს” კანს გააძრობდნენ, დარჩებოდა ეს ოთხი ასოსგან შემდგარი სიტყვა. დაასახელეთ აკაკისთვის ახლობელი ეს სიტყვა.

პას.: ვალი

კომ.: აკაკი საუბრობდა კანის გაძრობას ხუმრობით უწოდებდა ასო კანის ჩამოცილებას.

წყარო.: “კვალი”, 1893, #1, გვ. 2

20. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა რიგითი სცენა ძველი რომაელების დროინდელი ერთ-ერთი ტომის ყოფიდან. სურათზე გამოსახულია, თუ როგორ წვავდნენ X-ში დამნაშავეებს X-ში. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: გალია

კომ.: რომაელთა თანამედროვე ტომია გალები.

წყარო.: ბმული

21. 1966 წელს გამოშვებული ერთ-ერთი მუსიკალური ალბომის სახელწოდება შედგება ორი სიტყვისგან. მეორე სიტყვას პირველისგან მხოლოდ წინ დართული ერთი ასო განასხვავებს. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც გვიღიმის ალბომის გარეკანიდან.

პას.: მაილს დევისი

კომ.: ალბომის სახელწოდებაა Miles Smiles.

წყარო.: ბმული

22. ერთ-ერთი სახუმარო ვებ-ლექსიკონის მიხედვით, გერმანიაში ყოველ წელს ტარდება ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფულიანი ადამიანები. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომლითაც, ლექსიკონის თანახმად, მოიხსენიება ეს ფესტივალი.

პას.: მანიფესტი

წყარო.: ბმული, ბმული

23. ჯოზეფ კემპბელი თავის წიგნში “გმირი ათასი სახით” (The Hero With A Thousand Faces) პარალელებს ავლებს ბიბლიურ იონასა და ბერძნული მითოლოგიის ამ პერსონაჟს შორის. კემპბელი მსგავსებას ამყარებს იმ ფაქტით, რომ ბერძნულად მათი სახელები ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

პას.: იასონი

კომ.: იონას-იასონ, ორივე მათგანი მეზღვაური იყო და ორივე ურჩხულთან შესახვედრად იქნა გაწირული.

წყარო.: Campbell, Joseph (1988). The Hero With A Thousand Faces. Princeton University Press. pp. 90–95

24. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებებია! ერთ-ერთი ჟურნალის მიხედვით, პოლონური “აქცია” ცდილობს გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, კვლავ მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და მაყურებლის სიყვარული. სტატიას ეწოდება “აქციის რეაქცია”. დაასახელეთ სიტყვები, რომლებიც შეცვლილია სიტყვებით “აქცია” და “რეაქცია”.

პას.: ანიმაცია; რეანიმაცია

წყარო.: ბმული

25. კითხვის ავტორი ერთგან წააწყდა კალამბურს, თუ როგორ იტყოდა ჰიტლერი სიტყვებს “ვენი, ვიდი, ვიცი” საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ. აღადგინეთ ჰიტლერისეული ვარიანტი, თუ ორიგინალთან შედარებით მასში ერთი ასოა შეცვლილი.

პას.: ვენი, ვიდი, ვიში

წყარო.: ბმული

26. მეცნიერებმა ჭაობის კურდღლის ახალაღმოჩენილ სახეობას უწოდეს 1926 წელს დაბადებული ამერიკელის სახელი, ვინაიდან ეს ამერიკელი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია პოპულარიზებას უწევს ახალ კურდღლებს. დაასახელეთ ეს ადამიანი.

პას.: ჰიუ ჰეფნერი

კომ.: 1953 წელს ჰეფნერმა დააარსა ჟურნალი “ფლეიბოი”, სადაც ვხედავთ ახალ “კურდღლებს” (Playboy Bunny).

წყარო: ბმული, ბმული

27.  ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! როგორც ცნობილია, ქრისტიანულ ეკლესიაში შობის დღესასწაული უძრავია.  პამპლონაში გამართულ ყოველწლიურ სან–ფერმინას ფესტივალს ხშირად უწოდებენ შობის დღესასწაულს. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით შობის.

პას.: ხარების

წყარო: ბმული, ბმული, ბმული

28. [დასარიგებელი მასალა: ერთ-ერთი ბერძენი ისტორიკოსის ცნობით, ძვ. წ. 356 წელს ეფესოს ტაძრის ხანძარი გამოიწვია იმან, რომ არტემიდა ოლიმპიადას ესწრებოდა] მოცემულ წინადადებაში კითხვის ავტორმა გამოტოვა ერთი სიტყვა. აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა.

პას.: მშობიარობას

კომ.: ერთ-ერთი ბერძენი ისტორიკოსის ცნობით, ძვ. წ. 356 წელს ეფესოს ტაძრის ხანძარი გამოიწვია იმან, რომ არტემიდა ოლიმპიადას მშობიარობას ესწრებოდა. გადმოცემით ამავე დღეს დაიბადა ალექსანდრე მაკედონელი, რომლის დედას ერქვა ოლიმპიადა.

წყარო: ბმული

29. გადმოცემით, 1913 წელს სიკვდილის წინ ალფრედის უკანასკნელი სიტყვები იყო “გააძლიერეთ ჩემი მარჯვენა ფლანგი”. დაასახელეთ ალფრედის გვარი.

პას.: შლიფენი (ფონ შლიფენი)

კომ.: ამით მან უკანასკნელი კორექტივები შეიტანა თავის გეგმაში.

წყარო: ბმული, ბმული

30. ბალზაკის რომანში “მამა გორიო” პერსონაჟი ვოტრენი არწმუნებს ახალგაზრდა ეჟენ დე რასტინიაკს, რომ მას მდიდარს გახდის, ასარგებლებს რა მოხუცის სიკვდილით, რომელიც არასოდეს შეხვედრია. ამასთან ვოტრენი წარმოთქვამს ფრაზას, რომელიც 1969 წლიდან გაცილებით ცნობილი გახდა სხვა მწერლის დამსახურებით. დაასახელეთ ეს მწერალი.

პას.: მარიო პიუზო

კომ.: ეს არის წინადადება, რომელზეც ძნელია უარის თქმა.

წყარო: ბმული

31. 50-იანი წლების ამერიკაში არსებობდა სტერეოტიპი, რომ ქალი კოლეჯში სასწავლებლად მიდიოდა სამი ასოსგან შემდგარი ამ ხარისხის მოსაპოვებლად. დაასახელეთ ეს ხარისხი.

პას.: Mrs

კომ.: იმისთვის, რომ გათხოვილიყვნენ და მათი სახელის წინ ყოფილიყო Mrs.

წყარო: ბმული

32. ამერიკელი მუსიკოსი ელ იანკოვიჩი თავის ერთ-ერთ სიმღერაში ხუმრობით ამბობს, რომ ეს ჰოლანდიელი არის მისი ფავორიტი ემსი. დაასახელეთ ამ ჰოლანდიელის გვარი.

პას.: ეშერი

კომ.: მორის კორნელიუს ეშერის სახელის ინიციალებია MC.

წყარო: ბმული

33. [რიგდება მასალა]

ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებებია! პირველ ფოტოზე, თქვენს წინაშეა 1832 წელს დაბადებული გუსტავი, რომლის გვარია “პირველი-მეორე”. მეორეზე სურათზე კი გამოსახულია ანიმაციურ ფილმ “რატატუის” პერსონაჟი, რომელსაც ეწოდება “მეორე-მესამე”. დაასახელეთ 1917 წლის 14 იანვარს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ეძახდნენ “მეექვსე-პირველს”.

პას.: ლადო ასათიანი

კომ.: საუბარია ნოტებზე. ფოტოებზე გამოსახულნი არიან გუსტავ დორე და თაგუნია რემი.

წყარო: ბმული, ბმული

34. ერთ-ერთი სახალისო ლიტერატურული ვიქტორინის თანახმად, თეატრის ერთ-ერთი თანამშრომელი ამავე დროს შეიძლება იყოს ჰანაუში დაბადებული ორი ცნობილი ადამიანის მკვლევარი. დაასახელეთ ამ ორი ადამიანის გვარი.

პას.: გრიმი

კომ.: ჰანაუში დაიბადნენ იაკობ და ვილჰელმ გრიმები. საუბარია გრიმიორზე.

წყარო: ბმული, ბმული

35. X-ის პრიზებს შორის ერთ-ერთი არის ლევ იაშინის სახელობის პრიზი. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ X-ის პრიზებს შორის არის ოქროს კამერაც. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: კანი

კომ.: საუბარია ერთი მხრივ, ოლივერ კანის, მეორე მხრივ კი კანის კინო-ფესტივალის პრიზებზე.

წყარო: ბმული, ბმული

36. ერთ-ერთ საიტზე ავტორი წააწყდა გარკვეული ფორმულის სახით მოცემულ ცნობილი მხატვრული ნაწარმოებების სახელებს, მაგალითად F451 არის “ფარენჰეიტი 451”. 2005 წელს გამოცემული ბესტსელერის ფორმულაში კი მოცემულია ორი კომპანიის სახელი და რიცხვი 0,5. დაასახელეთ არა ბესტსელერი, არამედ ორივე კომპანია.

პას.: HP, BP

კომ.: ბესტსელერია ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (Harry Potter and the Half-Blood Prince)

წყარო.: ბმული, ბმული

37. ჟურნალ “ტაიმის” მიხედვით, ამ ფრანგის “ღვთიურმა ხელოვნებამ” 1960-იანი წლებიდან აალაპარაკა მსოფლიო. დაასახელეთ მისი გვარი.

პას.: გოდარი

კომ.: God Art – Godard

წყარო: ბმული

38. გერმანელი პუბლიცისტის კარლ ბერნეს აზრით, მინისტრები პირდაპირ სახით ეფლობიან სიბინძურეში, ამიტომ ბერნე მინისტრებს ადარებდა X-ებს. დაასახელეთ X ერთი გერმანული წარმოშობის სიტყვით.

პას.: ბუტერბროდი

კომ.: ცნობილი კანონის მიხედვით, ბუტერბროდი ყოველთვის ეცემა კარაქით ქვემოთ.

წყარო: ბმული

39. ცნობილი ინგლისელი მოაზროვნის ფრენსის ბეკონის თანახმად, ამ ადამიანმა ხუმრობით დასვა კითხვა და აღარ დაელოდა პასუხს. დაასახელეთ ეს ადამიანი.

პას.: პილატე პონტოელი

კომ.: როგორც ცნობილია, პილატეს კითხვაზე “რა არის ჭეშმარიტება” პასუხი არ მიუღია.

წყარო: ბმული

40. XIX საუკუნეში ესპანელმა ინტელექტუალებმა დაამკვიდრეს ცნობილი ლათინური გამოთქმის ესპანური ანალოგი, რომელშიც ერთ-ერთი სიტყვა შეცვალეს სიტყვით “ხარები”. XX-ში გაჩნდა სხვა ანალოგი, რომელშიც იგივე სიტყვა შეიცვალა სიტყვით “ფეხბურთი”. დაასახელეთ ეს ლათინური გამოთქმა.

პას.: პური და სანახაობა

კომ.: სანახაობა შეცვალეს ჯერ “ხარებით”, შემდეგ “ფეხბურთით”.

წყარო: ბმული

41. სოციალური მიზეზის გამო, 1884 წელს პატარა მაქსიმილიანმა დაიწყო პარიკების ოსტატის შეგირდად მუშაობა. დაასახელეთ გვარი, რომლითაც იგი გახდა ცნობილი.

პას.: ფაქტორი

კომ.: კითხვაში ნახსენები იყო სიტყვა “მიზეზი”

წყარო: ბმული

42. 1980-იანი წლების ბოლოს X-ის გარეგნობა შექმნეს მსახიობ ალისა მილანოს მიხედვით. არნო ბრეკერის 1939 წლის სკულპტურა “პარტია” კი ნამდვილი X-ის გარეგნობის კლასიკური ნიმუშია. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: არიელი

კომ.: საუბარია ერთი მხრივ, დისნეის ცნობილი პერსონაჟ არიელზე (რუსალოჩკა), მეორე მხრივ არიელთა რასის წარმომადგენელზე.

წყარო: ბმული, ბმული

43. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა ტაილანდის ერთ-ერთი ისტორიული მეფის რამ ჰანჰენგის გამოსახულება. სურათის სახელწოდება პრაქტიკულად ემთხვევა ერთი ესპანელის მეტსახელს. დაასახელეთ ეს ესპანელი.

პას.: რაფაელ ნადალი

კომ.: გამოსახულებას ეწოდება თიხის (თიხნარის) მეფე

წყარო: ბმული, ბმული

44. მცირე ხნის წინ, გაზეთმა “გარდიანმა” გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულ სკოლებში ჩინური ენის (მანდარინის) შემოტანის შესახებ. სტატიის სათაური მიუთითებდა, რომ ამ ფაქტის გამო ისიც კი იქნებოდა დაბნეული. მითხარით მისი სახელი.

პას.: კონფუცი

კომ.: სტატიას ეწოდებოდა Confucius would be confused.

წყარო: ბმული

45. ერთხელ დისნეილენდში სტუმრობისას უკვე ექს-პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა პოლიტიკური მოსაზრების გამო უარი თქვა მოენახულებინა ამ პერსონაჟის ატრაქციონი. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

პას.: დამბო

კომ.: დამბო სპილოა, შესაბამისად რესპუბლიკელთა სიმბოლო. ტრუმენი კი დემოკრატი იყო.

წყარო: ბმული, ბმული

46. ერთ-ერთ საფეხბურთო სიმულატორში კომენტატორი ენდი გრეი მცველებისგან მარტოდმარტო მიტოვებულ მეკარეზე ხუმრობით აცხადებს, რომ მას უფრო მეტი აქვს დასაფარი, ვიდრე ერთ ისტორიულ ბრიტანელს. დაასახელეთ ეს ბრიტანელი.

პას.: ლედი გოდივა

წყარო: ბმული

47. ჯგუფ “ბითლზის” რამდენიმე სიმღერაში X ასრულებს Y-ს. შეიძლება ითქვას, რომ “ვარსკვლავური ომების” თავდაპირველ ეპიზოდებში X-მა აგრეთვე შეასრულა Y. დაასახელეთ X და Y.

პას.: ჰარისონი; სოლო

კომ.: ერთი მხრივ საუბარია ჯორჯ ჰარისონზე და მისი გიტარის სოლოზე, მეორე მხრივ ჰარისონ ფორდის მიერ შესრულებულ ჰან სოლოს როლზე.

წყარო: ბმული, ბმული

48. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! 1826 წელს სკოლის მასწავლებელი კაეტანო რიპოლი იყო ინკვიციზიის უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლი. 2009 წელს რუსეთის ჰოკეის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში მრავალი მატჩის ბედი გადაწყდა თამაშის მიწურულს, ამის გამო ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ სტატია დაასათაურა შემდეგნაირად: უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლები. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვით დაკითხვის.

პას.: წამების

კომ.: პირველ შემთხვევაში წამება, მეორეში – წამები.

წყარო: ბმული, ბმული

საფეხბურთო კითხვა №4

თქვენს წინაშეა ერთ–ერთი ევროპული ქალაქის გეგმა. ქალაქის გამუქებული ნაწილის სახელწოდება ემთხვევა 1964 წელს დაბადებული ევროპის ჩემპიონი ფეხბურთელის ერთ–ერთ მეტსახელს.  დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.

პასუხი: მარკო ვან ბასტენი

კომენტარი: ქალაქია ვენეცია თავისი არხებით და კუნძულებით, გამუქებული ნაწილი _ ცნობილი სან–მარკო. მარკო ვან ბასტენი კი 1988 წელს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად გახდა ევროპის ჩემპიონი.

საფეხბურთო კითხვა №3

თქვენს წინაშეა ამერიკელი ფეხბურთელი კლაუდიო რეინა. დაასახელეთ 1941 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად ადარებდნენ რეინას.

პასუხი: კაპიტანი ამერიკა

კომენტარი: სურათზე კლაუდიო რეინა გამოსახულია კაპიტნის სამკლავურით. 1941 წელს პირველად გამოჩნდა კომიქსების ცნობილი პერსონაჟი კაპიტანი ამერიკა.

საფეხბურთო კითხვა №2

გადმოცემით, 1906 წელს ბოკა ხუნიორსის რამდენიმე არგენტინელი მოთამაშე ლა ბოკას პორტში გარკვეული მიზეზით ელოდებოდა გემს, რომელიც აღმოჩნდა “დროტნინგ სოფია”. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშიც იყო აღნიშნული გემი.

პასუხი: შვედეთი

კომენტარი: 1906 წლამდე ბოკა ხუნიორსი თეთრ–შავ ფერებში იმოსებოდა. ერთ–ერთ მატჩისას კი მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ანალოგიურ ფერებში აღმოჩნდნენ. გადმოცემით, ბოკას ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს  მშობლიურ პორტში დალოდებოდნენ პირველ გემს და ამის მიხედვით შეერჩიათ ახალი ფერები.

საფეხბურთო კითხვა №1

თქვენს წინაშეა იაპონური ანიმეს პერსონაჟი კუმკუმი. დაასახელეთ 1988 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში პერსონაჟს გარეგნულად ამსგავსებდნენ.

პასუხი: სერხიო “კუნ” აგუერო

კომენტარი: პერსონაჟ კუმკუმის სახელიდან მომდინარეობს აგუეროს მეტსახელი “კუნი”.

თბილისის ახალგაზრდული ლიგა, ეპიზოდი V

დამთავრდა თბილისის ახალგაზრდული ლიგის პირველი სეზონი. აქვე უღრმეს მადლობას გადავუხდი გიორგი ბაქრაძეს, რომლის ხელში გადაიარა თითოეულმა კითხვამ და დაუზარებლად მეხმარებოდა მათ დახვეწაში.

1. ჩაიწერეთ: X _ X დირიჟორი.

ამგვარადაა დასათაურებული ერთ-ერთ ქართულ სპორტულ ჟურნალში მოთავსებულ სტატია, რომელიც ეძღვნება დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელის ვალდირ პერეირას კარიერას, დაასახელეთ ერთი სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა X-ით.

პას.: დიდი

კომ.: დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელი ვალდირ პერეირა ჩვენთვის უფრო ცნობილია, როგორც დიდი. კითხვაში ნახსენებია თავად პასუხიც.

ლიტ.: საფეხბურთო კიდობანი, №1, 1999, გვ. 39

2. პატარა ტონიოს ოქროს კულულების გამო ეძახდნენ “მზის მეფეს”, ახალგაზრდობისას კი მთვარეულს, რადგან დიდხანს უყურებდა ვარსკვლავებიან ცას. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.

პას.: სენტ-ეგზიუპერი

ლიტ.: ბმული, ბმული

3.      სერიალ “ბრძოლის ველი: გალაქტიკის” ერთ-ერთი პერსონაჟი ადამიანობას სისუსტედ მიიჩნევს და ოცნებობს, რომ გახდეს ნამდვილი რობოტი. იგი თავის შემქნელებს საყვედურობს ადამიანური ფორმის მიცემისთვის. სერიალში ამ გმირს მოიხსენიებენენ, როგორც X–ის საპირისპიროს. დაასახელეთ X, თუ იგი არის 1883 წელს გამოჩენილი პერსონაჟი.

პას.: პინოქიო

ლიტ.: ბმული

4. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა ავჭალაში კლდეზე მდებარე ეკლესია. დაასახელეთ წმინდანი, რომლის სახელსაც ატარებს იგი.

პას.: პეტრე

კომ.: ეკლესია წარმოადგენს ალუზიას მაცხოვრის სიტყვებზე: “შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი”. სახელი “პეტრე” ნიშნავს “კლდეს”.

ლიტ.: ბმული, ირაკლი გუნია, მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები, თბ., 2002


5. ჟურნალ Newsweek-ის 1982 წლის აპრილის ნომრის გარეკანზე, ფოლკლენდის ომთან დაკავშირებით, გამოსახული იყო არგენტინის აგრესიის პასუხად მომავალი ბრიტანული კრეისერი. გარეკანს თან ახლდა რამდენიმე წლის წინ გამოსული ნაწარმოების სახელწოდება. აღადგინეთ ეს სახელწოდება.

პას.: იმპერიის საპასუხო დარტყმა

კომ.: 1980 წელს გამოვიდა “ვარსკვლავური ომების” მე-5 ეპიზოდი.

ლიტ.: ბმული, ბმული

6. ერთ-ერთი თანამედროვე ლიტერატურული მოძრაობის სახელწოდება ემთხვევა ცნობილი დასახლების სახელს. ამ მოძრაობის წარმომადგენლის მწერალ ალბერტო ფუგეტის თქმით, ეს შემთხვევითობაა და მოძრაობის სახელით შეიძლება დახასიათდეს თანამედროვე სამყარო _ მაკდონალდსებით, მაკინტოშებით და კონდომინიუმებით შემდგარი. დაასახელეთ ამ მოძრაობის სახელი.

პას.: მაკონდო

კომ.: ალბერტო ფუგეტის თქმით, სახელწოდებას არავითარი კავშირი არ აქვს მაგიური რეალიზმის ცნობილი წარმომადგენლის გაბრიელ გარსია მარკესის მიერ შექმნილ სოფელ მაკონდოსთან.

ლიტ.: ბმული

7.  XVI საუკუნეში მოღვაწე ინგლისელის ჯონ დის პირად შიფრზე, რომლითაც მას საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა სამეფო კართან, გამოსახული იყო ორი პატარა o და დიდი L. დაასახელეთ მწერალი, რომლის პერსონაჟის ერთ-ერთ პროტოტიპად ითვლება ჯონ დი.

პას: იან ფლემინგი

კომ:

ლიტ: ბმული, ბმული

8. ამერიკელი მწერლის ჯეკ ჰერერის ცნობილი წიგნი მარიხუანის სარგებლობას ეხება და იგი აშიშვლებს აშშ-ს ხელისუფლების მცდელობას დამალოს მისი დადებითი თვისებები. წიგნის სათაური წარმოადგენს ფრაზას, რომელიც პირველად გამოჩნდა 1837 წლის ნაწარმოებში. აღადგინეთ წიგნის სახელწოდება.

პას.: მეფე შიშველია

ჩათვლა: იმპერატორი შიშველია

კომ.: სათაურით ალეგორიულად გადმოცემულია მარიხუანის ზემოქმედება და აშშ-ს ხელისუფლების პოლიტიკა.

ლიტ.: ბმული, ბმული

9. კითხვა–დუპლეტი

1) [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა 1974 წელს გამართული ბრიტანული თანამეგობრობის თამაშების ლოგო. დაასახელეთ სახელმწიფო, სადაც ჩატარდა თამაშები.

პას.: ახალი ზელანდია

კომ.: სხვადასხვა მხრიდან იკითხება ასოები N და  Z.

2) [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა 2002 წელს გამართული ბრიტანული თანამეგობრობის თამაშების ლოგო, რომელიც გაიმართა დიდ ბრიტანეთში. დაასახელეთ ქალაქი, სადაც ჩატარდა ეს თამაშები.

პას.: მანჩესტერი

კომ.: ხელების გაერთიანებით მიიღება ასო M.

ლიტ.: ბმული, ბმული

10. კომიქს “ფოქსტროტის” ერთ-ერთ სერიაში მთავარი გმირები თასიდან იღებენ ნაჩოს (მექსიკურ ჩიპსს). ჯერ ერთ ნაჩოს, კიდევ ერთს, შემდეგ ორს და უფრო მეტს ყოველ ჯერზე. დაასახელეთ იტალიელი, რომელსაც ამ დროს იხსენიებენ.

პას.: ფიბონაჩი

კომ.: გმირები იღებენ ნაჩოს ფიბონაჩის მიმდევრობის მიხედვით. ნაჩო მინიშნებაა იტალიელის გვარზე.

ლიტ.: ბმული

11. 1617 წელს შოტლანდიელმა მათემატიკოსმა ჯონ ნეპერმა X–ად გამოიყენა წმ. ანდრიას ჯვარი. ლაიბნიცი წერდა, რომ არ მოსწონდა ამგვარი X, რადგან იგი ძალიან წააგავდა X-ს. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: გამრავლების ნიშანი

კომ.: შოტლანდიელმა მათემატიკოსმა გამრავლების ნიშნად გამოიყენა შოტლანდიური წმ. ანდრიას ჯვარი.

ლიტ.: ბმული, ბმული, ბმული

12.     გაზეთ The Christian Science Monitor-ის ერთ-ერთი ნომრის სტატიაში მოცემული იყო არეული ფაქტები ედგარ ალან პოს ცხოვრებიდან, სტატიის სათაურში გვხვდება საგანგებოდ დეფისით გამოყოფილი ფრანგული წარმოშობის სიტყვა. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პას.: პოპური

კომ.: სტატიის სათაურში სიტყვა მოცემული იყო, როგორც Poe-pourri.

ლიტ.: ბმული

13. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა მსახიობ ელზა ლანჩესტერის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ფრანკენშტაინის საცოლე ამავე სახელწოდების ფილმიდან. 1960-იან წლებში თმის ამგვარ სტილს ატარებდა ვინმე მარგარეტ ვიგუმი. დაასახელეთ მარგარეტ ვიგუმის ქმრის სახელი.

პას.: ჰომერი

კომ.: მარგარეთ ვიგუმი არის მეტ გრონინგის დედა, რომელმაც შექმნა “სიმპსონები” და მარჯ და ჰომერ სიმპსონები დააფუძნა საკუთარ მშობლებზე.

ლიტ.: ბმული, ბმული, ბმული

14. ცნობილი ამერიკელი პიანისტ ეროლ გარნერისთვის X ასრულებდა საფორტეპიანო სკამის ბალიშის მაგივრობას. იოსიფ ბროდსკის ერთ-ერთ ლექსში კი გმირს ახსენებენ ქალაქზე, რომლის X-შიც იგი აღარ არის. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: სატელეფონო წიგნი (სატელეფონო ცნობარი)

ლიტ.: ბმული, ბმული

15. ნაპოლეონური ომების დროს ინგლისელთა ბანაკში ყოველ დილით ხშირად აღმოაჩენდნენ დეზერტირობის ფაქტებს. დაასახელეთ გამოთქმა, რომელიც ერთი ვერსიით აქედან მომდინარეობს.

პას.: წასვლა ინგლისურად

ლიტ.: ბმული

TV რა? სად? როდის?

გადავწყვიტე ერთად შემეკრიბა თამაშის სატელევიზიო ფორმატში დასმული ყველა ჩემი კითხვა. სიმართლე რომ ვთქვა, აქედან ყველა არ მომწონს. სტატისტიკა უაღრესად საინტერესოა, ჯერჯერობით სრული ბალანსია: ექვსჯერ მოაზროვნეებმა გამოიცნეს, ამდენჯერმე კი შეცდნენ. იმედი მაქვს, ამ მხრივ ბოლოდროინდელი ტენდენცია შენარჩუნდება.

1. 1104 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის განსაზღვრა საეკლესიო თანამდებობებზე ხელდასმის მინიმალური ასაკი. მაგალითად, ეპისკოპოსთათვის ასაკი შეადგენდა 35 წელს, მღვდელთათვის _ 30 წელს, დიაკონთათვის _ 25 წელს. რა საეკლესიო საქმიანობის მინიმალურ ასაკად განსაზღვრა კრებამ 8 წელი?
პას.: საეკლესიო წიგნის წამკითხველი (დასაშვებია წიგნის წამკითხველი).

დავით რაფავას ექვსეულმა ვერ გამოიცნო

2. ეს ლინგვისტური ტრიადა იმდენადაა გავრცელებული მსოფლიოს ხალხთა მეტყველებაში, რომ გარკვეულ ენობრივ კლიშედაც კი გადაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ერები თავიანთი ხასიათის მიხედვით ცვლიდნენ მასში შემავალ სიტყვებს, გამოთქმა აზრობრივად არ შეცვლილა. მაგალითად, ბენგალიურ ენაზე ტრიადა ჟღერს, როგორც Sur, Sura, Sundari; ჰინდის ენაზე _ Kabab, Sharab aur Shabab; თურქულად At, Avrat, Silah; ბრიტანელი მეზღვაურების სლენგზე _ Rum, bum, and concertina. ეს ტრიადა გვხვდება მარტინ ლუთერის თეოლოგიურ ნაშრომში და გერმანიის ჰიმნის III ვარიანტში. 1869 წელს იოჰან შტრაუსმა შექმნა ასეთი სახელწოდების ვალსი. როგორ ჟღერს ეს ტრიადა ქართულ ენაში.
პას.: ღვინო, დუდუკი, ქალები

გიორგი ლომიძის ექვსეულმა გამოიცნო

3. 1797 წლის 11 ივნისს მეფის მდივანს მანუჩარ თუმანიშვილს მეტად სასიხარულო ამბავი მიუვიდა, რაც უმალ გავრცელდა თბილისში. თანამედროვეთა მოწმობით, იმ დღეს პარაკლისი გადაიხადეს ქალაქის თითქმის ყველა ეკლესიაში და 18 ზარბაზნის სროლით შადლუღიც ააგეს. ამ ამბავზე მაშინვე თბილისში პური გაიაფდა და დავიდა დაახ. 18 კაპიკზე ლიტრა. რა სასიხარულო ამბავი მოედო თბილისს 1797 წლის 11 ივნისს.
პას.: აღა-მაჰმად ხანის მკვლელობა

ირინა ფრუიძის ექვსეულმა გამოიცნო

4. 
XV საუკუნის ცნობილი ფლამანდრიელი ფერმწერის ჰუგო ვან დერ ჰუსის ყველაზე ცნობილ ტილოს წარმოადგენს “მწყემსთა თაყვანისცემა” (პორტინარის საკურთხეველი). თქვენ წინაშეა ამ ნაწარმოების ცენტრალური ფრაგმენტი. ვან დერ ჰუსისთვის დამახასიათებელია სათქმელის სიმბოლური ნიშნებით გადმოცემა, მაგალითად მარცხენა დაბალ კუთხეში გამოსახული სანდალი აღნიშნავს წმინდა მიწას, აქვილეგიის იისფერი ყვავილი _ ღვთისმშობლის დარდს, წითელი მიხაკი _ სამებას. რის სიმბოლიზებას ახდენს ტილოზე გამოსახული თავთავების ძნა?
პას.: სახელწოდება “ბეთლემი” (არამეულად _ “პურის სახლი”)

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

5. ეკატერინე ლოლაძის მოგონებებიდან: “ჩვენი მეზობელი იაქუხჩია ერთი დევივით კაცი, ღარიბი და ღატაკი იყო. რვა ბავშვი ჰყავდა, ხან სუფს ვუგზავნიდით, ხან პურებს, ხან ბავშვების გამონაცვალს. ერთხელ იაქუხჩია მოვიდა ჩემს ქმართან, რაღაც წერილი დააწერინა ნიჟეგოროდის იარმურკაზე გასაგზავნად. ორი თვე გავიდა, იაქუხჩია ისევ შემოვიდა ჩვენსა, დამიტოვა ორი თუმანი, შენს ქმარს გადაეცი დიდი მადლობითაო. მოვიდა ჩემი ქმარი და გაიკვირვა, საიდან იაქუხჩიას ორი თუმანიო. წაიყვანა იაქუხჩიამ და უჩვენა ერთი თონე, პირამდის ვერცხლით სავსე და ორი ერბოს ქილა ოქროთი სავსე. ის დღე იყო და იაქუხჩია გამდიდრდა, დიდ საქმეებს მოჰკიდა ხელი.” დაასახელეთ ეკატერინე ლოლაძის ქმრის სახელი და გვარი.
პას.: ლავრენტი არდაზიანი
კომენტარი: იაქუხჩია იყო სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის პროტოტიპი.

დავით რაფავას ექვსეულმა ვერ გამოიცნო

6. 1868 წელს ამონარიდი თავადი კონსტანტინე აბაშიძე წერდა თავის ნათესავს: “ამ ხუთის წინად სიხარულით გილოცავდით შენიანები შენი შვილის უცხო ქვეყნიდგან დაბრუნებას!… გვეგონა თუ ის მაშინ, ოჯახის სასიკეთოდ, ან ადვოკატობას დაიწყებდა და ან სამსახურში შევიდოდა. მაგრამ იმან-კი, მიუხედავად ჩამომავლობისა, მესტვირეობა დაიწყო და “პიიპუ-პიიპუს” გაიძახოდა. ეს რომ აღარ გაკმარა, ახლა კიდევ აუჩემებია რაღაც შავი ქვა და ჩხირკედელაობს, ქვეყანა საცინლად იგდებს. მაგრამ პირველი ხომ არ არის მაგის ახირებულობა?! სირცხვილია, შენიანებს თავი ვეღარ გამოგვიყვია ქვეყანაში.”
დაასახელეთ წერილის ადრესატის სახელი და გვარი.
პას.: როსტომ წერეთელი
კომენტარი: წერილში საუბარია აკაკის მიერ ჭიათურაში მარგანეცის მრეწველობის წამოწყებაზე.

გიორგი ლომიძის ექვსეულმა გამოიცნო

7. ცნობილი ქართველი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე შალვა დადიანი თავის მემუარებში წერდა: “ნინო ჩხეიძის ბენეფისი უნდა გაგვემართა ქუთაისში. რეჟისორმა ლადო მესხიშვილმა ამოურჩია კარეევის პიესა “საბედისწერო ნაბიჯი” და სათარგმნელად მე მომანდო. პიესაში ერთი სასიმღერო ლექსიც იყო და ამ სიმღერას ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ უთუოდ უნდა თარგმნილიყო. მეც გადავთარგმნე ტექსტი, მუსიკა მოურგო მსახიობმა კოტე სარჯველაძემ. ეს იყო და ეს, ასე გავრცელდა მელოდიაც და ჩემი ნათარგმნი ლექსიც.” დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ სარჯველაძემ ტექსტს ცნობილი რუსული რომანსის მელოდია, მაგრამ 1982 წელს აკადემიკოსმა ალექსეევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ რუსული რომანსის მელოდიასაც ქართული ფესვები აქვს და ის XI საუკუნის საგალობლიდან მოდის. მიმღერეთ თანამედროვე ქართული სიმღერა, რომლის ტექსტი ეკუთვნის შალვა დადიანს.
პას.: “მხოლოდ შენ ერთს”
კომენტარი: XI საუკუნეში გიორგი მთაწმინდელმა დაწერა საგალობელი “მწუხრის ჟამს”. ლეგენდის თანახმად, ის ინგლისურად თარგმნა თომას მურმა, შემდგომ კი ივანე კოზლოვმა გადაარუსულა და ალავიოვმა შექმნა რომანსი “Вечерний Звон”.

დავით ბაციკაძის ექვსეულმა გამოიცნო დარბაზის დახმარებით

8.
ბლიცი:
XVI საუკუნის იტალიელი ფერმწერი ჯუზეპე არჩიმბოლდო (1527-1593) ცნობილია ღრმააზროვანი და ფანტასტიკური პორტრეტებით, რომელთა შესაქმნელად ხშირად გამოიყენებდა ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების გამოსახულებებს. თქვენ წინაშეა სხვადასხვა პროფესიათა წარმომადგენლების პორტრეტები.
ა) დაასახელეთ პირველ სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

ბ) დაასახელეთ მეორე სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

გ) დაასახელეთ მესამე სურათზე გამოსახული პროფესიის წარმომადგენელი.

პას.: ა) ბიბლიოთეკარი ბ) მზარეული გ) იურისტი

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა გამოიცნო

9. ყურადღება შავი ყუთი.

1910 წელს შვეიცარიაში დაისტამბა პოსტერი, რომელიც მხატვარმა ალბერტ განტნერმა დახატა. შავ ყუთში დევს ის, რის აკრძალვასაც ეძღვენოდა ეს პოსტერი. რა დევს შავ ყუთში.
პას.: აბსენტი
კომ.: აბსენტის მეტსახელია “მწვანე ფერია”

თემურ დანელიას ექვსეულმა გამოიცნო დარბაზის დახმარებით

10. [ყურადღება, შავი ყუთი]
აფხაზური ლეგენდა 1899 წლის “აკაკის კრებულიდან”: “ერთხელ სტუმარი ეწვია აფხაზ ქალს. ქალი ქმარს მოელოდა და მისთვის მშვენიერი მსუქანი კვერი ჰქონდა გაკეთებული. ქალმა კვერი ვეღარ გაიმეტა სტუმრისთვის, იქით განჯინაში შეინახა და სტუმარი სიმინდის ფქვილის ღომით და ყველით გაისტუმრა. როცა სტუმარი წავიდა, ქალი მივიდა, დაჰხედა თავის მოხარშულ-მომზადებულ კვერს და, ჰოი საკვირველებავ, მისი მოხარშული კვერი არსებად გადაქცეულიყო.”

ეს არსება ახლა შავ ყუთშია. რა არის შავ ყუთში?
პას.: კუ
კომ.: “ზევით და ქვევით ჯამები რომ ჰქონდა, ისინი გაძვალტყავებულიყვნენ და ზედა ჯამი ფარად დაჰხურებოდა ამ ცხოველს.”

კახა მაჩიტიძის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

11.
თქვენს წინაშეა შერვაშიძეთა საგვარეულო გერბი.
დაასახელეთ ორი ადამიანი, რომელთაც ეკუთვნით გერბზე გამოსახული ორი ქუდი.
პას.: კასტორი და პოლუქსი (ძმები დიოსკურები)
კომ.: ქალაქ სოხუმს ბერძნული კოლონიზაციის დროს ძმები დიოსკურების საპატივსაცემოდ ერქვა დიოსკურია. ისინი კვერცხიდან იშვნენ და კვერცხის კონუსის მქონე ქუდებს ატარებდნენ. ვარსკვლავები გერბზე აღნიშნავს ტყუპების თანავარსკვლავედს

ირინა ფრუიძის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

12.

თქვენს წინაშეა ცნობილი სიურეალისტი მხატვრის რენე მაგრიტის სურათი თავის ერთ-ერთ ნახატთან. სურათზე გამოსახულ პერსონაჟს მაგრიტი თავის ალტერ ეგოდ მიიჩნევდა და მასზე წერდა: “იგი არასოდეს არ არის სრულიად უჩინარი, მისი პორტრეტის ნახვა შეიძლება მისი სახის მიღმა. მისი მეცნიერული მიგნებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ქმედებები. იგი არაფრად აგდებს გზაზე შემხვედრ ავეჯს თუ კედლებს. ჩვენ ვერ ვხვდებით და ვერც ეჭვი შეგვაქვს მის შესაძლებლობებში.” დაასახელეთ ეს ცნობილი პერსონაჟი.
პას.: ფანტომასი

ოთარ საბაშვილის ექვსეულმა ვერ გამოიცნო

თბილისის ახალგაზრდული ლიგა, ეპიზოდი IV

1. [რიგდება მასალა]

Ohio Penitentiary

სწორედ ამგვარად ერქვა ციხეს, სადაც 1898-1901 წლებში სასჯელი მოიხადა 1862 წელს დაბადებულმა ადამიანმა. დაასახელეთ ეს ადამიანი.

პას.: ჰენრი

კომ.: ერთ-ერთი ვერსიით ციხის პირველი, შუა და ბოლო ორი ასოსგან ცნობილმა მწერალმა მიიღო თავისი ფსევდონიმი.

ლიტ.: ბმული

2. სლენგზე ნიკარაგუაში მაცხოვრებელს ეძახიან იმგვარად, როგორც ეწოდება 1988 წლის ფილმშიკანონის მაღლაგამოჩენილ პერსონაჟს. დაასახელეთ მსახიობი, რომელმაც ეს პერსონაჟი შეასრულა.

პას.: სტივენ სიგალი

კომ.: ფილმში სტივენ სიგალის გმირს ერქვა ნიკო.

ლიტ.: ბმული, ბმული

3. ჩაიწერეთ: b.ru. თქვენს წინაშეა ერთ-ერთ საბჭოთა სერიალისადმი მიძღვნილი ვებ-მისამართი, რომელსაც ჩამოკლებული აქვს პირველი სამი სიმბოლო. აღადგინეთ ვებ-მისამართში გამოტოვებული სამი სიმბოლო.

პას.: 221

კომ.: საიტი ეძღვნება “შერლოკ ჰოლმსისა და ექიმ უოტსონის თავგადასავალს”. 221ბ ცნობილი მისამართია.

ლიტ.: ბმული

4. ჩვ.წ. 62 წელს პართიული კავალერია შეესია რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრებს. ერთი ვერსიით, ამან გავლენა მოახდინა ერთი ნაწარმოების პერსონაჟთა შექმნაზე. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პას.: აპოკალიფსი (გამოცხადება)

კომ.: ერთი ვერსიით, პართიელ მხედრებზეა დაფუძნებული “აპოკალიფსში” აღწერილი აპოკალიფსის მხედრები.

ლიტ.: ბმული

5. 1987 წელს 67 წლის ბრიტანელის ბავშვობის დაზღვეული სათამაშოები გადაეცა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკას, ბრიტანეთის პარლამენტმა კი მოითხოვა ამ ეროვნული საგანძურის სამშობლოში დაბრუნება. დაასახელეთ ბრიტანელის სახელი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს სათამაშოები.

პას.: კრისტოფერ რობინი

კომ.: ალან მილნმა მისი სათამაშოები გააცოცხლა ვინი პუჰისა და სხვა მეგობრების სახით

ლიტ: .ბმული

6. ერთ-ერთი ინტერნეტ-ენციკლოპედიის თანახმად, ისტორიოგრაფიაში მოსაზრებები ცნობილი ფრანგი ისტორიული მოღვაწის მოღვაწეობის შესახებმკვეთრადგანსხვავდება ერთმანეთისგან. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვითმკვეთრად”.

პას.: კარდინალურად

კომ.: ფრანგი ისტორიული მოღვაწეა კარდინალი რიშელიე.

ლიტ.: ბმული

7. ქრისტეფორე კოლუმბს კარიბების ტომი ანთროპოფაგებად მიაჩნდა და მათ ძაღლებს ადარებდა. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ამგვარად დაამკვიდრა კოლუმბმა.

პას.: კანიბალი

კომ.: ლათინურად ძაღლი ჟღერს, როგორც Canis. კარიბების ტომის სახელწოდებიდან მომდინარეობს სიტყვაკანიბალი”. ანთროპოფაგი კანიბალის სინონიმია.

ლიტ.: ბმული, ბმული

8. ეს კავკასიელი თავის მოგონებებში წერდა, რომ მას უყვარდა დუელები, რომლის განვითარება მოულოდნელად შემოტრიალდებოდა და სურდა 90 წუთში მაინც ყოფილიყო ჯადოქარი. დაასახელეთ ეს კავკასიელი.

პას.: ტოფიკ ბახრამოვი

კომ.: მან ჩათვალა საკამათო გოლი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

ლიტ.: ბმული

9. [დასარიგებელი მასალა: 1396 წელს ნიკოპოლის ბრძოლისას ფრანგ ჯვაროსნებს გასაქცევად მოუწიათ გრძელი წვერის მოჭრა] წინადადებაში ამოღებულია ერთ-ერთი სიტყვა. დაასახელეთ გამოტოვებული სიტყვა.

პას: ფეხსაცმლის

კომ.: ფრანგთა პულანები მეტისმეტად გრძელი იყო და გაქცევისას ხელისშემშლელი იყო.

ლიტ: ბმული, Isaac Asimov’s Book of Facts. New York: Wings Books. pp. 113–114

10. შუასაუკუნეებში მათ მიანიჭეს სახელები: მუშა, მცველი, მღვდელი, დედოფლის ექიმი, ვაჭარი, სასტუმროს პატრონი, მჭედელი, მოთამაშე. დაასახელეთ მათი საერთო სახელი.

პას.: პაიკი

ლიტ.: ბმული

11. 1972 წელს ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების ეკრანიზაციისას შემქმნელებმა გამოიყენეს რადიო-კონტროლირებადი პლანერები (საფრენი აპარატები). ნაწარმოების ავტორმა უჩივლა კინო-კომპანიას დაუდევრობისთვის. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.

პას.: რიჩარდ ბახი

კომ.: თოლიების ნაცვლად გამოიყენეს პლანერები.

ლიტ.: ბმული

12. ამას წინათ ჟურნალ Stern-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამის მომხრეა ყოველმე-7 გერმანელი განურჩევლად მხარისა. ერთ-ერთი სატირული ჟურნალის რედაქტორი მას ითხოვდა სამუშაო ადგილების მომატების მიზნით. დაასახელეთ იგი სამი სიტყვით.

პას.: ბერლინის კედლის აღდგენა

ლიტ.: ბმული, ბმული

13. როკ-ჯგუფ The Velvet Underground-ის ამ ფანმა ერთხელ უთხრა ჯგუფის ლიდერს ლუ რიდს, რომ მის გამო იგი იყო პრეზიდენტი. დაასახელეთ ევროპული სახელმწიფოს ეს ყოფილი პრეზიდენტი.

პას.: ვაცლავ ჰაველი

კომ.: The Velvet Underground ითარგმნება, როგორც `ხავერდოვანი მიწისქვეშეთი~. გავრცელებული ვერსიით, ჯგუფის სახელიდან მომდინარეობს ტერმინი `ხავერდოვანი რევოლუცია~.

ლიტ.: ბმული, ბმული

14. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა კალათბურთელ ჯერი ვესტის ფოტო. მისი კარიერის ერთ-ერთი აღმწერი სტატია დასათაურებული იყო -თი დაწყებული სამი სიტყვით. ორი მათგანია ლეგენდა და ლეიკერსი, დაასახელეთ მესამე.

პას.: ლოგო

კომ.: ფოტოზე კარგად ჩანს ვესტის დამახასიათებელი მოძრაობა, რაც ნბა- ცნობილ ლოგოზე არის გადატანილი. მისი მეტსახელი აგრეთვე არისლოგო”.

ლიტ.: ბმული, ბმული

15. ბიბისის კომენტატორმა ერთხელ წამოიძახა, რომ პოლ გასქოინმა საფეხბურთო მოედანი გადააქცია X-ად. იცხაკ რაბინმა კი განაცხადა, რომ იგი ისურვებდა X-ის ჩაძირვას. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პას.: გაზას სექტორი (ღაზას სექტორი)

კომ.: გაზა პოლ გასქოინის მეტსახელია, გაზას სექტორი კი ებრაელი პოლიტიკოსების მუდმივი თავის ტკივილია.

ლიტ.: ბმული,ბმული

თბილისის ახალგაზრდული ლიგა, ეპიზოდი III

1. ერთ-ერთი ვერსიით, ამ სიტყვის წარმოშობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ XIX საუკუნეში ამერიკელ ჯარისკაცებს ეცვათ მწვანე უნიფორმა. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პას.: გრინგო

კომ.: ამ ვერსიით, მექსიკელები ყვიროდნენ “Green go!” (“მწვანეებო, წადით”).

წყარო: ბმული

2. 1908 წელს გარდაცვლილი ლონდონელი ერლის ჰენრი კადოგანის გერბზე გამოსახული იყო ლომი, ხოლო დოღში მისი ცხენები ლურჯ ფერში იმოსებოდნენ. დაასახელეთ ადგილი, რომლის ვისკონტი იყო ჰენრი კადოგანი.

პას.: ჩელსი

კომ.: იგი იყო არისტოკრატთა კლუბ ჩელსის I პრეზიდენტი, რაც აისახა გუნდის სიმბოლიკაში.

წყარო: ბმული

3. რამდენიმე წლის წინ ფიდელ კასტრომ იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის უწოდა “მასხარა” და მისი გვარი საგანგებოდ არასწორად წარმოთქვა, ადგილი შეუცვალა რა მის გვარში ორ ასოს. დაასახელეთ კასტროს მიერ წარმოთქმული გვარი.

პას.: ბურლესკონი

კომ.: ბურლესკი ეწოდება კომიკური პოეზიის ჟანრს.

წყარო: ბმული, ბმული

4. [რიგდება მასალა]

Prelude in Planetary Particle Imaging

Miniature Imaging Optics

Electron Measurements – In-situ and Lightweight

თქვენს წინაშეა შვედეთის კოსმიური კორპორაციის მიერ შექმნილი მიკროთანამგზავრის ინსტრუმენტთა სახელწოდებები. დაასახელეთ პიროვნება, რომლის სახელი ეწოდება თავად მიკროთანამგზავრს.

პას.: ასტრიდ ლინდგრენი

კომ.: ინსტრუმენტთა ინიციალები შეადგენს ასტრიდ ლინდგრენის ცნობილ გმირებს: პეპის, ემილის და მიოს.

წყარო: ბმული

5. 1839 ამ ადამიანისთვის გამოდგა კარგი წელი, რადგან მან გამოიგონა კაუჩუკის ვულკანიზაციის მეთოდი. დაასახელეთ მისი გვარი.

პას.: გუდიარი

კომ.: საბურავების მწარმოებელ კომპანიას სახელწოდება ეწოდა გამომგონებლის გვარის საპატივსაცემოდ, რომელიც ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “კარგი წელი”.

წყარო: ბმული

6. 1812-1814 წლების ევროპაში ჯარების მსვლელობას ლევ ტოლსტოი ადარებდა X-ის მოძრაობას. X ფიგურირებს 1988 წელს გამოქვეყნებული რომანის სათაურში. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პას.: ქანქარა

კომ.: 1988 წელს გამოვიდა უმბერტო ეკოს რომანი “ფუკოს ქანქარა”.

წყარო: ბმული, ბმული

7. ვიკიპედიის პაროდიის, უნციკლოპედიის მიხედვით, ჰიპებს მოსწონდათ მწერალ ლავკრაფტის შემოქმედება და და სძულდათ თამაში ვორკრაფტი. დაასახელეთ, უნციკლოპედიის თანახმად, როგორ ჟღერდა, მათი ერთ-ერთი ლოზუნგი.

პას.: Make Lovecraft, Not Warcraft

კომ.: და არა Make Love, Not War.

წყარო: ბმული

8. მწერალ კაროლ დუგლასის მიხედვით ამ სკანდალური რეპუტაციის მქონე ქალის შესაძლო მამა იყო ბოჰემური სტილით ცნობილი და ოპერების მოყვარული ლუდვიგ I. დაასახელეთ ეს ქალი.

პას.: ირენ ადლერი

კომ.: ირენ ადლერი ჩნდება მოთხრობაში “სკანდალი ბოჰემიაში”, იგი ოპერის მომღერალი იყო. ჰოლმსი კი მოიხსენიებდა სიტყვებით  “ეს ქალი”.

ლიტ.: ბმული

9. 1994 წლის ამ ფილმის თავდაპირველ სცენარს ეწოდებოდა “კალაჰარის მეფე” და შთაგონებული იყო შექსპირის ჰამლეტით. დაასახელეთ ფილმის სახელწოდება.

პას.: მეფე ლომი

კომ.: როგორც ჰამლეტში, აქაც ბიძა კლავს მამას.

წყარო: ბმული

10. იტალიურ გრაფიტიში ამ სიტყვის ნაცვლად გამოიყენებენ ასო-ბგერა W-ს. ეს სიტყვა ორჯერ გვხვდება ვივალდის მუსიკისადმი მიძღვნილ საიტის დასახელებაში. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პას.: ვივა (Viva)

კომ.: საიტს ეწოდება vivavivaldi.com

ლიტ.: ბმული, ბმული

11. ერიხ მილკემ, რომელიც 1984 წელს გდრ-ის უშიშროების მინისტრი იყო, საგანგებოდ მოაწყო სამინისტროს სართულები ისე, რომ მისი ოთახი ამ ნომრის ყოფილიყო. დაასახელეთ ეს ნომერი.

პას.: 101

კომ.: ორუელის რომანში `1984~ ოთახი 101 სიყვარულის სამინისტროს წამების ოთახია.

წყარო.: ბმული

12. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა კარიკატურა ინგლისური ვიკიპედიიდან, მისი შეუმოწმებელი სახელწოდებაა “არკადიელი პროტესტანტი”. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვით “არკადიელი”.

პას.: ვიკიპედიელი

კომ.: ვიკიპედიაში შეუმოწმებელ სიტყვებს თან ახლავს სიტყვები: Citation Needed.

ლიტ.: ბმული, ბმული

13. ცნობილი იტალიელი მწერალი გაბრიელე დ’ანუნციო წერდა ჯოვანი ანიელის, რომ ეს სიტყვა იტალიურ ენაში უნდა ყოფილიყო მდედრობითი სქესის. ამის მიზეზად დ’ანუნციო ასახელებდა, რომ მას აქვს გრაციოზულობა, მობილურობა, მოხიბლვის სისწრაფე, აგრეთვე ქალებისთვის უცხო მოსმენის უნარი. დაასახელეთ ეს სიტყვა.

პას.: ავტომობილი

კომ.: ჯოვანი ანიელი იყო ფიატის დამაარსებელი.

წყარო: ბმული

14. [რიგდება მასალა: ლუკას სახარებაში ოსტატთა ნიჭს აქვს სრულიად დამაჯერებელი სამეცნიერო საფუძველი, მაშინაც როცა იდუმალია.] წინადადებაში ერთ-ერთ სიტყვას ჩამოცილებული აქვს უკანასკნელი ორი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პას.: ლუკასის

კომ.: წინადადებაში საუბარია ჯედაი ოსტატებზე.

წყარო: ბმული, Caputo, John D. (2001). On Religion. London: Routledge. p. 87

15. ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, ოდრი ჰეპბერნის პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი X. დაასახელეთ დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც აგრეთვე შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც ყველაზე ცნობილი X.

პას.: პითაგორა

კომ.: ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსელი.

წყარო: ბმული, ბმული

Follow

Get every new post delivered to your Inbox.