Exodus
შესავალი არასოდეს მიზიდავდა. აღარ მახსოვს, ბოლოს როდის მოვინუსხე წინასიტყვაობით იმ წიგნებში, რომლებიც წამიკითხავს ან თავს ვაქნევ, რომ წამიკითხავს. თითქოს არსებობს ავტორთა მსოფლიო შეთქმულება, რომ წინათქმაში გამოჩენილი ფსევდო–ორიგინალობით დაიმსახურონ მკითხველთა კეთილგანწყობა (ამის რიგით ილუსტრაციას გაეცანით ამ წამს). ერთხელაც ვისწავლე ჭკუა და კითხვა სარჩევიდან დავიწყე და შესავალი ბოლოსთვის მოვიტოვე, რათა მას ჩარჩოებში არ მოვექციე.
“როცა მეზობელ კორპუსთან მცხოვრებმა, ხალხის მოწყალების მოლოდინში მყოფმა ძაღლმაც კი საკუთარი ბლოგი გააკეთა, გადავწყვიტე ზრდილობის გამო მაინც მოვქცეულიყავი ანალოგიურად” _ დაწერა ერთმა ჩემმა მეგობარმა, ცხონებულმა. მე კი ბლოგის გაკეთება მას მერე გადავწყვიტე, რაც მისი სიტყვები წავიკითხე. არ გეგონოთ (უკვე გავკადნიერდი და მრავლობით რიცხვს ვიყენებ), რომ ბეჯითად შევასრულებ აპელესისეულ სიტყვებს “არც ერთი დღე უხაზოდ”. ბლოგზე წერას მაშინ შევწყვეტ, როცა სასეიროს ვეღარ ვნახავ.
მოკლედ, Nessun Dorma ყოველ ახალ პოსტამდე.

nwnw.. Shen da gorgiladze aw da maradis ukuniti ukunisamde! )))