რესერეს გეტო
December 29, 2010 18 Comments
შენდობას ვთხოვ არაკლუბელ მკითხველს, რადგან მოცემული პოსტი ძალზედ ვიწროსპეციფიკურია
ალტერნატიული ისტორია, 1942 წელი, ამიერკავკასიის რეიხს–კომისარიატი, ნაცისტების მიერ ოკუპირებული თბილისი. გერმანელმა დაპყრობლები საქართველოს დედაქალაქში გადააწყდნენ მათთვის აქამდე უცნობ სექტას, რომლებიც საკუთარ თავს გაურკვეველი კლუბის წევრებად რაცხავდნენ. ყველა სექტანტი ნაცისტებმა ქალაქის ბოლოში მოწყობილ საგანგებოდ მავთულხლართებით გამოყოფილ რესერეს გეტოში მოათავსა. დღევანდელ დღესაც კი, გეტოს განსახლების ადგილას, ვარკეთილში, სახლობენ იმდროინდელი მკვიდრების შთამომავალნი. ტყუილად გაგიკვირდათ, ვარკეთილი ხომ საუკუნეების მანძილზე მიიჩნეოდა იმ მადნის წყაროდ, რომლიდანაც განუწყვეტლივ მარაგდებოდა სექტა.
სექტის წევრებს სხვა რა დარჩენოდათ, იმის გარდა, რომ შეგუებოდნენ ახალ ლიანდაგებს. სამწუხაროდ ზოგიერთს არ გაუმართლა და ნაცისტების ტყვიას დაეძგერა. მაგალითად ელიაჰ ლეჟოვიცმა თავისთვის საბედისწერო პროფესია – ასოთამწყობობა აირჩია და მორიგი შეცდომა უფროსობამ უკვე აღარ აპატია. გაგინ ვაილი კი სექტის ორთოდოქსულ ფრთას მიეკუთვნებოდა, რომელიც ქუდს და წვერს გამუდმებით ატარებდა, ამიტომ მისი შეწყალება არავის თავში არ მოსვლია. როგორც ამბობენ, ტრებლინკაში დახვრეტის წინ გაგინის უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „ეს რა სისტემის იარაღია? … და კალიბრი?“
ზოგმა ადვილად აუბა მხარი გეტოს ცხოვრებას. სექტის ყოფილმა იდეოლოგმა, ვაჰუდი ელერდიაჰუმ მასთან ყოველგვარი კავშირი უარყო, სახელი გადაირქვა და ადგილობრივებისგან შემდგარ საპოლიციო შენაერთს ჩაუდგა სათავეში. აქ ჩარიცხვას მთელი გულით ლამობდა ფედორ ტიუტჩევის შემოქმედების ყოფილი მკვლევარი, წარმოშობით ოდესელი ნივკა აგლიაკოვი. გეტოს საზღვრებს გასცდა კონტრაბანდისტი ლევი ცაგერსტამის სახელი, იგი რუსული წარმოების საქონლით ვაჭრობდა და იმდენად შორს წავიდა, რომ საკუთარ სახელსაც კი აწერდა ეტიკეტს. რესერეს გეტოს რუტინულ ყოველდღიურობას მუსიკალური ფონივით თან ერთვოდა ორი გამოჩენილი ორატორის დაპირისპირება. ერთი მხრივ, დიდი პოლემიკის პატარა გიგანტი, არშილ გოგორი, მეორე მხრივ დიდგვარონი სექტანტი, ‘მწიგნ–იობარად’ წოდებული სენდერ ფონ თარხმან–მორავჩიკი. რესერეს გეტოში განურჩევლად ყველა, დიდი თუ პატარა, იცნობდა სახელოვან გიორგუშ ბაქრაკს, წლობის მანძილზე კეთილშობილ ქალიშვილთა პანსიონატის ხელმღვანელს. მას არაერთი შემოთავაზების მიუხედავად არ დაუტოვება გეტო და თავისი აღსაზრდელები.
გეტო რა გეტოა აჯანყების გარეშე. რესერეს გეტოშიც გადაწყვიტეს თავისი გაუტეხელი ბუნება წარმოეჩინათ დამპყრობლებისთვის. მათ შორის იარაღის ხმარება თითქმის არავინ იცოდა (თითქმის, არშილ!), ამიტომ პირი შეკრეს და გეტოს პირობებში საყვარელი საქმიანობის – თამაშის – ჩვენება გადაწყვიტეს. სამზადისი დიდხანს გაგრძელდა, დარბაზის შოვნა მაშინაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მათ შემხედვარე თვით ვაჰუდი ელერდიაჰუს გული მოუბრუნდა და ხუთი ყუთი კითხვებით მოამარაგა, ნივკა აგლიაკოვს არავინ სთხოვა, თუმცა მანაც წაამატა, უარის თქმა ვერ გამოდიოდა. ლევი ცაგერსტამმაც სულ ნარჩევი კონტრაბანდული საქონელი შესთავაზა. თამაში შედგა, ბატონებო! დიახ, მტერმა შეიძლება დროებით იმძლავრა მათზე, მაგრამ ვერ შესძლო გაეტეხა მათი სული. თამაშის კულმინაციის დროს გაისმა ვაჰუდის სიტყვები: „ჰა, ერთ მაგიდასთან ექვს კაცზე მეტი ნუ დასხდებით“.
პოსტის სცენარში გარკვეული შტრიხების შემოტანისთვის ავტორი განსაკუთრებულ მადლობას მოახსენებს გიორგი კაკაბაძეს, მადლიერი ერისგან “გუდმენად” წოდებულს


super
p.s.
)
to be continued…
(back to the future-shi rom iwereboda ise
you rock, man
ძალიან მაგარი იყო ! =) ყოჩაღ =)
აუუუ, გუნიააა
)
თავიდან კითხვა რო დავიწყე, მეთქი რაღაც დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით წერსთქო და სახელები ვერც გავშიფრეე:) რო მივხვდი მერე გამეცინა ძალიან
ისე ამ სექტაში ბევრი მნიშვნელოვანია პირია კიდევ, ვინც უნდა აღგეწერა. დიდი არქიფო სუთური (გეორგიუს მოსიკი) ბალაში გორგილი და ა.შ. შენც მნიშვნელოვანი ფოგურა ხარ და უნდა გესაუბრა საკუთარ თავზე,, როგოც მესამე პირზე ::P
aferum vejo aferum
me erti momenti momewona gansakutrebit, xma magla ver gamovtqvam
ბრავო! მაგარია ძალიან
)
შევამჩნიე, ფორუმის მარგალიტები გააპარე ამ პალიმფსტეტში.
უფლება მ ო ს ილი ხარ, მომავალშიც გამოიყენო ჩემი მიგნებები ეგზომ საინტერესო რემინისცენციებში, ვინძლო თავისი ჯორჯ ორუელი იპოვოს ქართულმა მწერლობამ.
ყოჩაღ, ირაკლი, მე მომეწონა; თუმცაღა, რატომ ფიქრობ ამდენს სექტაზე, არ გენანება ტვინის უჯრედები?!
განტვირთვაა ერთგვარი
უღრმესი მადლობა ყველას
უტიოსლესი იყო
ბიჯო, შენ ჩამორჩი აქაურ ტრენდებს, თორემ სხვა, ახალი სექტაც არი უკვე
ღამეებს რომ ათენებენ და რომ ოძეკობენ
სწორად აღნისნეთ კოლეგავ
molodec! magar!
საღოლ საააღოლ
ძალიან ბევრი ვიხალისე
გუნიალურია!
kargad vicine, mshvenieri parodia iyo
gunia she ghado
უკვე ველოდები მესამეს
))