კითხვები სიტყვათა თამაშზე
December 25, 2010 5 Comments
არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ არცთუ უკანასკნელი წვლილი მიმიძღვის ქართულ რსრ მოძრაობაში (რა? სად? როდის?) კალამბურსა და სიტყვათა თამაშზე აგებული კითხვების დანერგვაში. ამგვარი ტიპის კითხვები პაკეტში ძირითადად იშვიათი ხილის ფუნქციას ასრულებს და დიდია ცდუნება, კრებულში საუკეთესო ვუწოდოთ. ამ პოსტში გადავწყვიტე შემეკრიბა ოცი კითხვა, მეტწილად ქართულ ან ინგლისურ სიტყვათა თამაშზე აგებული, იმის საჩვენებლად, რომ ჩვენს ენაზეც თანაბარი წარმატებით შესაძლებელია ზმა.
1. ერთ-ერთი ინტერნეტ-ენციკლოპედიის თანახმად, ისტორიოგრაფიაში მოსაზრებები რიშელიეს მოღვაწეობის შესახებ “მკვეთრად” განსხვავდება ერთმანეთისგან. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით “მკვეთრად”.
პას.: კარდინალურად
წყარო: ბმული
2. [რიგდება მასალა]
Young and easily freudened
თქვენს წინაშეა ფრაზა ჯეიმს ჯოისის რომანიდან “ფინეგანის ქელეხი”. ფრაზა აღწერს შიზოფრენიით დაავადებულ გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.
პას.: Yung
კომ.: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened.
3. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! როგორც ცნობილია, ქრისტიანულ ეკლესიაში შობის დღესასწაული უძრავია. პამპლონაში გამართულ ყოველწლიურ სან–ფერმინას ფესტივალს ხშირად უწოდებენ შობის დღესასწაულს. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით შობის.
პას.: ხარების
4. რამდენიმე წლის წინ ფიდელ კასტრომ იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის უწოდა “მასხარა” და მისი გვარი საგანგებოდ არასწორად წარმოთქვა, ადგილი შეუცვალა რა მის გვარში ორ ასოს. დაასახელეთ კასტროს მიერ წარმოთქმული გვარი.
პას.: ბურლესკონი
კომ.: ბურლესკი ეწოდება კომიკური პოეზიის ჟანრს.
5. XVI საუკუნის ინგლისელი დრამატურგის კრისტოფერ მარლოუს ერთ-ერთ პიესის ბოროტი პერსონაჟის სახელი ითარგმნება, როგორც “ბოროტების ქმნელი”. დაასახელეთ 1469 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ეფუძნება ეს პერსონაჟი.
პას.: ნიკოლო მაკიაველი
კომ.: პერსონაჟს ეწოდება Machevill (ბოროტების მქმნელი – make-evil)
6. 1980-იანი წლების ბოლოს X-ის გარეგნობა შექმნეს მსახიობ ალისა მილანოს მიხედვით. არნო ბრეკერის 1939 წლის სკულპტურა “პარტია” კი ნამდვილი X-ის გარეგნობის კლასიკური ნიმუშია. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.
პას.: არიელი
კომ.: საუბარია ერთი მხრივ, დისნეის ცნობილი პერსონაჟ არიელზე, მეორე მხრივ არიელთა რასის წარმომადგენელზე.
7. ირლანდიურ მითოლოგიაში ახალგაზრდა გმირ ფიონ მაკ კუმჰაილს სიბრძნის თევზის შეწვის დროს სხეულზე შეესხა წვეთი ცხიმი. ამის გამო მის ცოდნას შეიძლება ეწოდოს იმგვარადვე, როგორც ზოგიერთი მოთამაშემ შეიძლება უწოდოს ამ კითხვას. დაწერეთ პასუხი ორი სიტყვით.
პას.: თითიდან გამოწოვილი
კომ.: ფიონ მაკ კუმჰაილი ცოდნის მისაღებად წოვდა იმ თითს, სადაც შეესხა წვეთი ცხიმი.
8. ერთ-ერთი სახუმარო ვებ-ლექსიკონის მიხედვით, გერმანიაში ყოველ წელს ტარდება ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფულიანი ადამიანები. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომლითაც, ლექსიკონის თანახმად, მოიხსენიება ეს ფესტივალი.
პას.: მანიფესტი
9. [რიგდება მასალა: ლუკას სახარებაში ოსტატთა ნიჭს აქვს სრულიად დამაჯერებელი სამეცნიერო საფუძველი, მაშინაც როცა იდუმალია.] წინადადებაში ერთ-ერთ სიტყვას ჩამოცილებული აქვს ორი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.
პას.: ლუკასის
კომ.: წინადადებაში საუბარია ჯედაი ოსტატებზე.
წყარო: ბმული, Caputo, John D. (2001). On Religion. London: Routledge. p. 87
10. ვკითხულობ ნელა და გარკვევით! დაასახელეთ ორი სიტყვით, ლათინურად ან ქართულად, ონსლოუს გრაფის საგვარეულო დევიზი.
პას.: იჩქარე ნელა (Festina Lente)
კომ.: დევიზი წარმოადგენს კალამბურს გრაფის გვარზე, on-slow ინგლისურად აღნიშნავს იმავე სიტყვებს.
11. მცირე ხნის წინ, გაზეთმა “გარდიანმა” გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულ სკოლებში ჩინური ენის (მანდარინის) შემოტანის შესახებ. სტატიის სათაური მიუთითებდა, რომ ამით ისიც კი იქნებოდა დაბნეული. დაასახელეთ იგი.
პას.: კონფუცი
კომ.: სტატიას ეწოდებოდა Confucius would be confused.
წყარო: ბმული
12. ყავის მწარმოებელი კომპანიის “მაქსველ ჰაუსის” დევიზია “კარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.
პას.: უკანასკნელი წვეთი
13. შექსპირის ტრაგედიაში პრინცი ჰამლეტი ამბობს რომ ბრუტუსისგან “სასტიკი” ქმედებაა კეისრის კაპიტოლიუმში კაპიტალური სხეულის მოკვლა. დაასახელეთ, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით “სასტიკი”.
პას.: ბრუტალური
კომ.: ჰამლეტი მიმართავს კალამბურს: ბრუტუსი – ბრუტალური, კაპიტოლიუმი – კაპიტალური.
14. მრავალთა შორის X-ად ითვლებიან პრინცი ოუაინ გლინდური და მორაგბე გარეტ ედვარდსი. X-ად შეიძლება ჩაითვალოს დროში მოგზაური და ჩარლზ ფოსტერ კეინი. დაასახელეთ X ორი სიტყვით.
პას.: უელსის გმირი
კომ.: საუბარია ერთი მხრივ, ქვეყანა უელსზე, მწერალ ჰერბერტ უელსზე და რეჟისორ ორსონ უელსზე.
15. ჟურნალ “ტაიმის” მიხედვით, ამ ფრანგის “ღვთიურმა ხელოვნებამ” 1960-იანი წლებიდან აალაპარაკა მსოფლიო. დაასახელეთ მისი გვარი.
პას.: გოდარი
კომ.: God Art – Godard
წყარო: ბმული
16. [რიგდება მასალა]
“Are you a god, X?”
სტენ საკაის კომიქსების წიგნში “უსაგი იოჯიმბო” ერთ-ერთი პერსონაჟი არის მონსტრი, რომელსაც მთავარი გმირი ეკითხება “შენ ღმერთი ხარ, X?”. დაასახელეთ მონსტრის სახელი, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა X-ით.
პას.: ზილა
კომ.: “Are you a god, Zylla?”. კომიქსების წიგნის სათაური და ავტორი მიუთითებს მათ იაპონურ წარმოშობაზე. გოდზილა კი ყველაზე ცნობილი იაპონელი მონსტრია.
17. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! 1826 წელს სკოლის მასწავლებელი კაეტანო რიპოლი იყო ინკვიციზიის უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლი. 2009 წელს რუსეთის ჰოკეის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში მრავალი მატჩის ბედი გადაწყდა თამაშის მიწურულს, ამის გამო ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ სტატია დაასათაურა შემდეგნაირად: უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლები. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვით დაკითხვის.
პას.: წამების
კომ.: პირველ შემთხვევაში წამება, მეორეში – წამები.
18. ერთ-ერთმა გერმანულმა არხმა ინტერვიუს დროს სთხოვა ცნობილი ამერიკელ რეჟისორს ეთქვა საკულტო სიტყვები თავისი ფილმიდან. სიტყვები მთარგმნელმა არასწორად თარგმნა, როგორც “4 მაისს თქვენთან ერთად”. დაასახელეთ ეს რეჟისორი.
პას.: ჯორჯ ლუკასი
კომ.: საკულტო ფრაზაა May the Force be with you. მთარგმნელმა გაიგო როგორც “May the 4th be with you”
წყარო: ბმული
19. 1843 წელს ინგლისელმა გენერალმა ჩარლზ ჯეიმს ნეპირმა დაიპყრო ერთ-ერთი აზიური რეგიონი. ამის აღსანიშნავად კალამბურების მოყვარულმა გენერალმა სამშობლოში გაგზავნა მოკლე შეტყობინება. მისი მნიშვნელობა ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “მე შევცოდე”. დაასახელეთ რეგიონი, რომელიც გენერალმა დაიპყრო.
პას.: სინდი
კომ.: ინგლისურად “მე შევცოდე” ითარგმნება, როგორც I have sinned. ჟღერს, როგორც “I have Sindh”, ანუ “მე მაქვს სინდი”.
წყარო: ბმული
20. ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, ოდრი ჰეპბერნის პატარა შავი კაბა არის ყველაზე ცნობილი X. დაასახელეთ დაახლოებით ძვ. წ. 570 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც აგრეთვე შეიძლება მოვიხსენიოთ, როგორც ყველაზე ცნობილი X.
პას.: პითაგორა
კომ.: ჟურნალ “გლამურის” მიხედვით, პატარა შავი კაბა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოსელი.

ნოსტალღია (როგორც შენ იტყოდი)
კარგი კითხვებია, ყოველ შემთხვევაში, მე მომწონს ასეთი კითხვები
თუმცა, უმრავლესობა ვერ გამოგვიცნია თავის დროზე
უელსზე კითხვა რო იყო, იქ ჯიმბო რად არ ჩასვი, ირაკლი?
ჯიმბო მაშინ მხოლოდ შინაურთა წრეში თუ იყო ცნობილი, მერე ცხოვრებამ გაამათხოვრა
ჯიმბოიე მათხოვარი
:ბებიაბებიარატომარზისჩვენთანერთადჯიმბოიემათხოვარი: