სუპერლიგის I ტური, ‘სარეჟისორო ვერსია’
October 11, 2010 1 Comment
ოფიციალურისგან განსხვავებით ამ ვარიანტში დამატებულია კითხვა, რომელიც დაგვიანების გამო ვეღარ მოხვდა საბოლოო პაკეტში. ჩემი მოკლე ჭკუით, ეს დაუსმელი კითხვა იყო საუკეთესო. პარადოქსია, მაგრამ იმ ერთადერთ კითხვას ცვლიდა, რომელიც ვერავინ გამოიცნო და ‘გაგრობდა’. ერთზე მეტი თუნდაც დამტესტავი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, პაკეტი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ.
10.10.10
I ტური
ავტორი: ირაკლი გუნია (48)
1. პირველ რიგში, შორი სალამი თამაშის მონაწილეებს!
უნგრელმა კომუნისტმა მატიაშ რაკოშიმ მისი სახელი უწოდა ტაქტიკას, რომლითაც კომუნისტურმა პარტიამ ხელისუფლებას ფენა-ფენა ჩამოაცილა, შეიძლება ითქვას ჩამოაჭრა, ოპოზიციური ძალები. დაასახელეთ იგი.
პას.: სალამი (სალიამი)
კომ.: სახელი ეწოდა ცნობილი უნგრული ძეხვი “ზამთრის სალამის” მიხედვით.
წყარო: ბმული, Safire, William, Safire’s Political Dictionary, Oxford University Press, 2008, p.639
2. იაპონელ X-ებს შეიძლება მივაკუთვნოთ მაცუო ბაშო და იოსა ბუსონი. იაპონელ Y-ებს კი “ნიკკო აის ბაქსის” (Nikkō Ice Bucks) წევრები. დაასახელეთ X და Y, თუ ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან.
პას.: ჰოკუისტი, ჰოკეისტი
3. ერთ-ერთ საიტზე განთავსებული ლუმინისცენტური ნათურების სარეკლამო სლოგანი ჟღერს შემდეგნაირად: X, ნაკლები ვატი. X არის ფრაზა, რომელიც გადმოცემით 1832 წლის 22 მარტს წარმოთქვა ერთმა პიროვნებამ. დაასახელეთ მისი გვარი.
პას.: გოეთე
კომ.: როგორც ცნობილია, გოეთეს უკანასკნელი სიტყვები იყო „მეტი სინათლე“.
4. მათ შორის გვხვდებიან ინდოჩინური, მალაიური, სუმატრული, ბენგალური, სამხრეთჩინური. დაახლოებით 1960-იანი წლებიდან მათ შეემატათ კიდევ ოთხი. დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პას.: აზიური ვეფხვები
კომ.: აზიურ ვეფხვებს უწოდებენ სინგაპურს, სამხრეთ კორეას, ტაივანს და ჰონგ კონგს.
5. [რიგდება მასალა]
ყურადღებით, მეხუთე კითხვა! შეიძლება ითქვას, რომ ამ სურათზე გამოსახული პატარა ბავშვი არის X. X-ს ზოგჯერ უწოდებენ ისრაელის მოქალაქე არაბებს. დაასახელეთ X ორი სიტყვით.
პას.: მეხუთე კოლონა
6. 1969 წლის მაისის ჟურნალ “ესკვაირის” ნომრის გარეკანზე ეწერა სიტყვები: „ამერიკული ავანგარდის სრული დაცემა და კოლაფსი“. გარეკანზე გამოსახული ადამიანი საკუთარ ნამუშევარში იძირება. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პას.: ენდი უორჰოლი
კომ.: იგი იძირება კემპბელის სუპში
წყარო: ბმული
7. კალათბურთის ლეგენდა ბილ რასელმა 1964 წელს ნბა-ს პლეი-ოფის ფინალში გამარჯვებისთვის მოიპოვა თავისი X. 1957 წელს გადაღებულ X-ში ცენტრალურ თემად ფიგურირებს სპორტის სხვა სახეობა. დაასახელეთ X ორი სიტყვით.
პას.: მეშვიდე ბეჭედი
კომ.: 1957 წელს გამოვიდა ინგმარ ბერგმანის “მეშვიდე ბეჭედი”, რომელშიც სიკვდილი რაინდს ჭადრაკს ეთამაშება. ნბა–ს ფინალის გამარჯვებულებს აძლევენ ბეჭდებს. ზმნა „ფიგურირებს“ და მეშვიდე კითხვა დამატებითი მინიშნებაა.
8. ამ ადამიანის დაკრძალვაზე ჩარლზ სპენსერმა ალუზიური მინიშნება გააკეთა მიცვალებულის სახელზე და განაცხადა, რომ იგი იყო ჩვენი დროის ყველაზე მონადირებადი ადამიანი. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პას.: პრინცესა დიანა (დიანა სპენსერი)
კომ.: რომაულ მითოლოგიაში დიანა ნადირობის ქალღმერთია. ჩარლზ სპენსერი დიანა სპენსერის ძმაა.
წყარო: ბმული
9. კომიქსების სერია ასტერიქსის ერთ-ერთ ნომერში გალებს უპირისპირდებიან გუთები (Goths) მეტრიკის და ტარტარიკის მეთაურობით. როდესაც ერთ-ერთი გუთი, სახელად X დალევს სასწაულმოქმედ ელექსირს, იგი წამოიძახებს, რომ ამიერიდან არის “გენერალი X”. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.
პას.: ელექტრიკი
კომ.: გუთების სახელი, როგორც მეთაურების სახელი გვიჩვენებს, მთავრდება იკ-ზე. გუთ ელექტრიკის სახელი ალუზიაა კომპანია “ჯენერალ ელექტრიკზე”.
10. 1945 წელს გამოჩენილ ამ ბერკშირელ პერსონაჟს პირველ ფრანგულ თარგმანში შეუცვალეს სახელი და უწოდეს კეისარი. დაასახელეთ პერსონაჟის ნამდვილი სახელი.
პას.: ნაპოლეონი
კომ.: ჯორჯ ორუელის “ცხოველთა ფერმიდან”, ბერკშირი ღორების ჯიშით არის ცნობილი.
11. [რიგდება მასალა]
თქვენს წინაშეა სურათი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ X. ერთხელ X გამოიწვია ჰეფესტოს მოუხერხებლობამ. დაასახელეთ X ორი სიტყვით.
პას.: ჰომერული ხარხარი
წყარო: ბმული
12. ვლ. ნაბოკოვის რომანის “საჩუქრის” შესახებ ერთ–ერთი მკვლევარი წერდა: პერსონაჟი თევდორე თავის გზას იწყებს X–ის ზედაპირზე ანუ ნაბოკოვის რომანის ფურცლებზე, მაგრამ დასასრულის მიახლოებისას, რომანის დასასრულისა და მისი მეორე დასაწყისის შუალედში, თევდორე გადაინაცვლებს Y-ის ზედაპირზე ანუ თავისივე წიგნის ფურცლებზე. დაასახელეთ 1790 წელს დაბადებული გერმანელი, რომელსაც მკვლევარი შემდეგ სტრიქონში ახსენებს.
პას.: აუგუსტ ფერდინანდ მობიუსი
კომ.: მკვლევარი რომანის სიუჟეტს ადარებს მობიუსის ლენტს.
13. ესპანურ ენაში ამ ფრანგული გვარით აღნიშნავენ ადამიანის სხეულზე არსებულ ქონიან ნაკეცებს. დაასახელეთ ეს ფრანგული გვარი.
პას.: მიშლენი
კომ.: ნაკეცები ესპანელებს აგონებთ კომპანია მიშლენის ცნობილ სიმბოლო ბიბენდუმს.
14. 1843 წელს ინგლისელმა გენერალმა ჩარლზ ჯეიმს ნეპირმა დაიპყრო ერთ-ერთი აზიური რეგიონი. ამის აღსანიშნავად კალამბურების მოყვარულმა გენერალმა სამშობლოში გაგზავნა მოკლე შეტყობინება. მისი მნიშვნელობა ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “მე შევცოდე”. დაასახელეთ რეგიონი, რომელიც გენერალმა დაიპყრო.
პას.: სინდი
კომ.: ინგლისურად “მე შევცოდე” ითარგმნება, როგორც I have sinned. ჟღერს, როგორც “I have Sindh”, ანუ “მე მაქვს სინდი”.
წყარო: ბმული
15. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადოლფ ჰიტლერს რამდენჯერმე მოუწია შეხვედრა ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტთან, რათა ეთხოვა ნაცისტური პარტიის აკრძალვის გაუქმება. ამ შეხვედრების აღწერისას, ჰიტლერი ახსენებდა ერთ-ერთ იტალიურ ტოპონიმს. დაასახელეთ ეს ტოპონიმი.
პას.: კანოსა
კომ.: ჰიტლერი თავს ადარებდა საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ მეოთხეს, რომელმაც თავი დაიმცირა და პაპს კანოსაში ეახლა. ბავარია ერთადერთი სრულად კათოლიკური მიწაა გერმანიაში.
წყარო: ბმული
16. X-ის Y 1939 წელს გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოებია, Y-ის X-ად კი ერთ-ერთ საიტზე ხუმრობით ახსნეს სიტყვა „ნაბახუსევი“. დაასახელეთ არა ნაწარმოები, არამედ Y-ის X.
პას.: მტევნების მრისხანება
17. დუბლინში მდებარე ირლანდიელი პატრიოტის ვულფ ტოუნის მასიურ ქანდაკებას ადგილობრივებმა მისცეს მეტსახელი, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება სხვა მონუმენტის სახელწოდებისგან. დაასახელეთ დუბლინში მდებარე ქანდაკების მეტსახელი.
პას.: ტოუნჰენჯი
18. “ნიუ იორკ პოსტის” 1988 წლის ერთ-ერთ ნომრის გარეკანზე ცნობილი ადამიანის იშვიათ ფოტოს თან ერთვოდა წარწერა: “დაგიჭირეთ, დამჭერო!”. დაასახელეთ ფოტოზე გამოსახული ადამიანი.
პას.: ჯერომ სელინჯერი
კომ.: ინგლისურად წარწერა ჟღერს, როგორც “GOTCHA CATCHER!”. მწერლის ცნობილი ნაწარმოების სახელწოდება ინგლისურად ჟღერს, როგორც “დამჭერი ჭვავის ყანაში”.
წყარო.: ბმული
19. აკაკი წერეთელი ხუმრობდა, რომ თუ გაზეთ “კვალს” კანს გააძრობდნენ, დარჩებოდა ეს ოთხი ასოსგან შემდგარი სიტყვა. დაასახელეთ აკაკისთვის ახლობელი ეს სიტყვა.
პას.: ვალი
კომ.: აკაკი საუბრობდა კანის გაძრობას ხუმრობით უწოდებდა ასო კანის ჩამოცილებას.
წყარო.: “კვალი”, 1893, #1, გვ. 2
20. [რიგდება მასალა]
თქვენს წინაშეა რიგითი სცენა ძველი რომაელების დროინდელი ერთ-ერთი ტომის ყოფიდან. სურათზე გამოსახულია, თუ როგორ წვავდნენ X-ში დამნაშავეებს X-ში. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.
პას.: გალია
კომ.: რომაელთა თანამედროვე ტომია გალები.
წყარო.: ბმული
21. 1966 წელს გამოშვებული ერთ-ერთი მუსიკალური ალბომის სახელწოდება შედგება ორი სიტყვისგან. მეორე სიტყვას პირველისგან მხოლოდ წინ დართული ერთი ასო განასხვავებს. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც გვიღიმის ალბომის გარეკანიდან.
პას.: მაილს დევისი
კომ.: ალბომის სახელწოდებაა Miles Smiles.
წყარო.: ბმული
22. ერთ-ერთი სახუმარო ვებ-ლექსიკონის მიხედვით, გერმანიაში ყოველ წელს ტარდება ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფულიანი ადამიანები. დაასახელეთ ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომლითაც, ლექსიკონის თანახმად, მოიხსენიება ეს ფესტივალი.
პას.: მანიფესტი
23. ჯოზეფ კემპბელი თავის წიგნში “გმირი ათასი სახით” (The Hero With A Thousand Faces) პარალელებს ავლებს ბიბლიურ იონასა და ბერძნული მითოლოგიის ამ პერსონაჟს შორის. კემპბელი მსგავსებას ამყარებს იმ ფაქტით, რომ ბერძნულად მათი სახელები ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პას.: იასონი
კომ.: იონას-იასონ, ორივე მათგანი მეზღვაური იყო და ორივე ურჩხულთან შესახვედრად იქნა გაწირული.
წყარო.: Campbell, Joseph (1988). The Hero With A Thousand Faces. Princeton University Press. pp. 90–95
24. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებებია! ერთ-ერთი ჟურნალის მიხედვით, პოლონური “აქცია” ცდილობს გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, კვლავ მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და მაყურებლის სიყვარული. სტატიას ეწოდება “აქციის რეაქცია”. დაასახელეთ სიტყვები, რომლებიც შეცვლილია სიტყვებით “აქცია” და “რეაქცია”.
პას.: ანიმაცია; რეანიმაცია
წყარო.: ბმული
25. კითხვის ავტორი ერთგან წააწყდა კალამბურს, თუ როგორ იტყოდა ჰიტლერი სიტყვებს “ვენი, ვიდი, ვიცი” საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ. აღადგინეთ ჰიტლერისეული ვარიანტი, თუ ორიგინალთან შედარებით მასში ერთი ასოა შეცვლილი.
პას.: ვენი, ვიდი, ვიში
წყარო.: ბმული
26. მეცნიერებმა ჭაობის კურდღლის ახალაღმოჩენილ სახეობას უწოდეს 1926 წელს დაბადებული ამერიკელის სახელი, ვინაიდან ეს ამერიკელი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია პოპულარიზებას უწევს ახალ კურდღლებს. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პას.: ჰიუ ჰეფნერი
კომ.: 1953 წელს ჰეფნერმა დააარსა ჟურნალი “ფლეიბოი”, სადაც ვხედავთ ახალ “კურდღლებს” (Playboy Bunny).
27. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! როგორც ცნობილია, ქრისტიანულ ეკლესიაში შობის დღესასწაული უძრავია. პამპლონაში გამართულ ყოველწლიურ სან–ფერმინას ფესტივალს ხშირად უწოდებენ შობის დღესასწაულს. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა შეცვალა სიტყვით შობის.
პას.: ხარების
28. [დასარიგებელი მასალა: ერთ-ერთი ბერძენი ისტორიკოსის ცნობით, ძვ. წ. 356 წელს ეფესოს ტაძრის ხანძარი გამოიწვია იმან, რომ არტემიდა ოლიმპიადას ესწრებოდა] მოცემულ წინადადებაში კითხვის ავტორმა გამოტოვა ერთი სიტყვა. აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა.
პას.: მშობიარობას
კომ.: ერთ-ერთი ბერძენი ისტორიკოსის ცნობით, ძვ. წ. 356 წელს ეფესოს ტაძრის ხანძარი გამოიწვია იმან, რომ არტემიდა ოლიმპიადას მშობიარობას ესწრებოდა. გადმოცემით ამავე დღეს დაიბადა ალექსანდრე მაკედონელი, რომლის დედას ერქვა ოლიმპიადა.
წყარო: ბმული
29. გადმოცემით, 1913 წელს სიკვდილის წინ ალფრედის უკანასკნელი სიტყვები იყო “გააძლიერეთ ჩემი მარჯვენა ფლანგი”. დაასახელეთ ალფრედის გვარი.
პას.: შლიფენი (ფონ შლიფენი)
კომ.: ამით მან უკანასკნელი კორექტივები შეიტანა თავის გეგმაში.
30. ბალზაკის რომანში “მამა გორიო” პერსონაჟი ვოტრენი არწმუნებს ახალგაზრდა ეჟენ დე რასტინიაკს, რომ მას მდიდარს გახდის, ასარგებლებს რა მოხუცის სიკვდილით, რომელიც არასოდეს შეხვედრია. ამასთან ვოტრენი წარმოთქვამს ფრაზას, რომელიც 1969 წლიდან გაცილებით ცნობილი გახდა სხვა მწერლის დამსახურებით. დაასახელეთ ეს მწერალი.
პას.: მარიო პიუზო
კომ.: ეს არის წინადადება, რომელზეც ძნელია უარის თქმა.
წყარო: ბმული
31. 50-იანი წლების ამერიკაში არსებობდა სტერეოტიპი, რომ ქალი კოლეჯში სასწავლებლად მიდიოდა სამი ასოსგან შემდგარი ამ ხარისხის მოსაპოვებლად. დაასახელეთ ეს ხარისხი.
პას.: Mrs
კომ.: იმისთვის, რომ გათხოვილიყვნენ და მათი სახელის წინ ყოფილიყო Mrs.
წყარო: ბმული
32. ამერიკელი მუსიკოსი ელ იანკოვიჩი თავის ერთ-ერთ სიმღერაში ხუმრობით ამბობს, რომ ეს ჰოლანდიელი არის მისი ფავორიტი ემსი. დაასახელეთ ამ ჰოლანდიელის გვარი.
პას.: ეშერი
კომ.: მორის კორნელიუს ეშერის სახელის ინიციალებია MC.
წყარო: ბმული
33. [რიგდება მასალა]
ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებებია! პირველ ფოტოზე, თქვენს წინაშეა 1832 წელს დაბადებული გუსტავი, რომლის გვარია “პირველი-მეორე”. მეორეზე სურათზე კი გამოსახულია ანიმაციურ ფილმ “რატატუის” პერსონაჟი, რომელსაც ეწოდება “მეორე-მესამე”. დაასახელეთ 1917 წლის 14 იანვარს დაბადებული ადამიანი, რომელსაც ეძახდნენ “მეექვსე-პირველს”.
პას.: ლადო ასათიანი
კომ.: საუბარია ნოტებზე. ფოტოებზე გამოსახულნი არიან გუსტავ დორე და თაგუნია რემი.
34. ერთ-ერთი სახალისო ლიტერატურული ვიქტორინის თანახმად, თეატრის ერთ-ერთი თანამშრომელი ამავე დროს შეიძლება იყოს ჰანაუში დაბადებული ორი ცნობილი ადამიანის მკვლევარი. დაასახელეთ ამ ორი ადამიანის გვარი.
პას.: გრიმი
კომ.: ჰანაუში დაიბადნენ იაკობ და ვილჰელმ გრიმები. საუბარია გრიმიორზე.
35. X-ის პრიზებს შორის ერთ-ერთი არის ლევ იაშინის სახელობის პრიზი. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ X-ის პრიზებს შორის არის ოქროს კამერაც. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.
პას.: კანი
კომ.: საუბარია ერთი მხრივ, ოლივერ კანის, მეორე მხრივ კი კანის კინო-ფესტივალის პრიზებზე.
36. ერთ-ერთ საიტზე ავტორი წააწყდა გარკვეული ფორმულის სახით მოცემულ ცნობილი მხატვრული ნაწარმოებების სახელებს, მაგალითად F451 არის “ფარენჰეიტი 451”. 2005 წელს გამოცემული ბესტსელერის ფორმულაში კი მოცემულია ორი კომპანიის სახელი და რიცხვი 0,5. დაასახელეთ არა ბესტსელერი, არამედ ორივე კომპანია.
პას.: HP, BP
კომ.: ბესტსელერია ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (Harry Potter and the Half-Blood Prince)
37. ჟურნალ “ტაიმის” მიხედვით, ამ ფრანგის “ღვთიურმა ხელოვნებამ” 1960-იანი წლებიდან აალაპარაკა მსოფლიო. დაასახელეთ მისი გვარი.
პას.: გოდარი
კომ.: God Art – Godard
წყარო: ბმული
38. გერმანელი პუბლიცისტის კარლ ბერნეს აზრით, მინისტრები პირდაპირ სახით ეფლობიან სიბინძურეში, ამიტომ ბერნე მინისტრებს ადარებდა X-ებს. დაასახელეთ X ერთი გერმანული წარმოშობის სიტყვით.
პას.: ბუტერბროდი
კომ.: ცნობილი კანონის მიხედვით, ბუტერბროდი ყოველთვის ეცემა კარაქით ქვემოთ.
წყარო: ბმული
39. ცნობილი ინგლისელი მოაზროვნის ფრენსის ბეკონის თანახმად, ამ ადამიანმა ხუმრობით დასვა კითხვა და აღარ დაელოდა პასუხს. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პას.: პილატე პონტოელი
კომ.: როგორც ცნობილია, პილატეს კითხვაზე “რა არის ჭეშმარიტება” პასუხი არ მიუღია.
წყარო: ბმული
40. XIX საუკუნეში ესპანელმა ინტელექტუალებმა დაამკვიდრეს ცნობილი ლათინური გამოთქმის ესპანური ანალოგი, რომელშიც ერთ-ერთი სიტყვა შეცვალეს სიტყვით “ხარები”. XX-ში გაჩნდა სხვა ანალოგი, რომელშიც იგივე სიტყვა შეიცვალა სიტყვით “ფეხბურთი”. დაასახელეთ ეს ლათინური გამოთქმა.
პას.: პური და სანახაობა
კომ.: სანახაობა შეცვალეს ჯერ “ხარებით”, შემდეგ “ფეხბურთით”.
წყარო: ბმული
41. სოციალური მიზეზის გამო, 1884 წელს პატარა მაქსიმილიანმა დაიწყო პარიკების ოსტატის შეგირდად მუშაობა. დაასახელეთ გვარი, რომლითაც იგი გახდა ცნობილი.
პას.: ფაქტორი
კომ.: კითხვაში ნახსენები იყო სიტყვა “მიზეზი”
წყარო: ბმული
42. 1980-იანი წლების ბოლოს X-ის გარეგნობა შექმნეს მსახიობ ალისა მილანოს მიხედვით. არნო ბრეკერის 1939 წლის სკულპტურა “პარტია” კი ნამდვილი X-ის გარეგნობის კლასიკური ნიმუშია. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.
პას.: არიელი
კომ.: საუბარია ერთი მხრივ, დისნეის ცნობილი პერსონაჟ არიელზე (რუსალოჩკა), მეორე მხრივ არიელთა რასის წარმომადგენელზე.
43. [რიგდება მასალა]
თქვენს წინაშეა ტაილანდის ერთ-ერთი ისტორიული მეფის რამ ჰანჰენგის გამოსახულება. სურათის სახელწოდება პრაქტიკულად ემთხვევა ერთი ესპანელის მეტსახელს. დაასახელეთ ეს ესპანელი.
პას.: რაფაელ ნადალი
კომ.: გამოსახულებას ეწოდება თიხის (თიხნარის) მეფე
44. მცირე ხნის წინ, გაზეთმა “გარდიანმა” გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულ სკოლებში ჩინური ენის (მანდარინის) შემოტანის შესახებ. სტატიის სათაური მიუთითებდა, რომ ამ ფაქტის გამო ისიც კი იქნებოდა დაბნეული. მითხარით მისი სახელი.
პას.: კონფუცი
კომ.: სტატიას ეწოდებოდა Confucius would be confused.
წყარო: ბმული
45. ერთხელ დისნეილენდში სტუმრობისას უკვე ექს-პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა პოლიტიკური მოსაზრების გამო უარი თქვა მოენახულებინა ამ პერსონაჟის ატრაქციონი. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პას.: დამბო
კომ.: დამბო სპილოა, შესაბამისად რესპუბლიკელთა სიმბოლო. ტრუმენი კი დემოკრატი იყო.
46. ერთ-ერთ საფეხბურთო სიმულატორში კომენტატორი ენდი გრეი მცველებისგან მარტოდმარტო მიტოვებულ მეკარეზე ხუმრობით აცხადებს, რომ მას უფრო მეტი აქვს დასაფარი, ვიდრე ერთ ისტორიულ ბრიტანელს. დაასახელეთ ეს ბრიტანელი.
პას.: ლედი გოდივა
წყარო: ბმული
47. ჯგუფ “ბითლზის” რამდენიმე სიმღერაში X ასრულებს Y-ს. შეიძლება ითქვას, რომ “ვარსკვლავური ომების” თავდაპირველ ეპიზოდებში X-მა აგრეთვე შეასრულა Y. დაასახელეთ X და Y.
პას.: ჰარისონი; სოლო
კომ.: ერთი მხრივ საუბარია ჯორჯ ჰარისონზე და მისი გიტარის სოლოზე, მეორე მხრივ ჰარისონ ფორდის მიერ შესრულებულ ჰან სოლოს როლზე.
48. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა! 1826 წელს სკოლის მასწავლებელი კაეტანო რიპოლი იყო ინკვიციზიის უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლი. 2009 წელს რუსეთის ჰოკეის ჩემპიონატის ერთ-ერთ ტურში მრავალი მატჩის ბედი გადაწყდა თამაშის მიწურულს, ამის გამო ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ სტატია დაასათაურა შემდეგნაირად: უკანასკნელი დაკითხვის მსხვერპლები. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც შეცვლილია სიტყვით დაკითხვის.
პას.: წამების
კომ.: პირველ შემთხვევაში წამება, მეორეში – წამები.






6 ze mgoni endi uorholia, dalshe mezareba wakitxva
))