ვერდი – ციცინათელას მელოდიის უცნობი ავტორი?
July 17, 2010 7 Comments
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქართული მელოდიებით გაჟღენთილია პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედება. კლასიკური მუსიკის ჭეშმარიტ ტრფიალს შეხსენება არ სჭირდება, რომ “მაკნატუნაში” არაბულ ცეკვებს ჩვენი იავნანის მელოდიები უდევს საფუძვლად. პეტრე ილიას ძე ხშირად სტუმრობდა თავის ძმას, თბილისის ვიცე–გუბერნატორ ანატოლი ჩაიკოვსკის, და სოლოლაკში (დღეს მისი სახელობის ქუჩის 12 ნომერში) იდებდა ბინას.
ჩაიკოვსკისგან განსხვავებით, ჯუზეპე ვერდი არასოდეს ყოფილა საქართველოში, თუმცა XIX საუკუნის საქართველოში მისი საოპერო არიები არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ჩვენში. ჟერმონის არია Di Provenza il Mar, il Suol “ტრავიატადან” არის იმგვარი შემთხვევა, რომელზეც ჭეშმარიტი მელომანები და ლოჯიონისტები (ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ნებისმიერი ღირებული ოპერის ზეპირად ცოდნაზე) ბევრს ფიქრობენ და არასოდეს ლაპარაკობენ.
დიახ, შესაძლოა ამჯერად ქართველებმა გამოვიჩინეთ პლაგიატორობის უნარი და მელოდია მოვპარეთ სვებედნიერ დონ ჯუზეპეს. ამაში გასარკვევად გთავაზობთ სახელგანთქმული იტალიელი საოპერო ბარიტონის რენატო ბრუსონის მიერ შესრულებულ ჟერმონის არიას და ქეთი მელუას მიერ ნამღერ “ჩემო ციცინათელას”.

საინტერესო ხო იყო, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო იქნებოდა გუშინ რო არ მოგეყოლა ამის შესახებ
ირაკლი განმანათლებელი
)
შენ ახლა სერიოზულად დაწერე ეს?
მოპარულია
სირცხვილია, ნუ ამბობ მაინც
an musikaSi var dunduki an saertod ar gavs es ori simgera ertmanets
საინტერესოაა