სვებედნიერ ბრაქიდაქტილთა კლუბი
July 1, 2010 10 Comments
ვინც მიცნობს, სავარაუდოდ იცნობს ჩემს ცერა თითსაც, რომლის გამოისობით ჭირის დღესავით მძულს სმს–ის აკრეფა. ამის გამო კომპლექსი არასოდეს მქონია (ან არ ვიმჩნევ, რომ არ მქონია). ახლახანს, ინტერნეტში ხეტიალისას გადავაწყდი ჩემნაირ სვებედნიერთა კლუბს, რომელიც ათასი ჯურის ბრაქიდაქტილს აერთიანებს. დიახ, ასე გვიწოდებენ ბუნებისგან გამორჩეულთ სამეცნიერო ლათინურისა ენითა. შორს აღარ არის ის დრო, როდესაც ყველა ბრაქიდაქტილთა მიერ მსოფლიოს ბატონობაზე და შეთქმულების თეორიაზე ალაპარაკდება.
![]()
მათგან შევიტყვე, რომ ჩვენს ცერას არ უწერია გადაშენება. ბოშა მკითხავები მას “მკვლელის თითს” უწოდებენ, პროფესიონალი გოლფის მოთამაშენი კი თითის სწორედ ამგვარ ფორმაციას ნატრულობენ. აქვე გამაცნეს კლუბის ორი საპატიო წევრი, რომელთაგან ერთი (საბედნიეროდ) უკვე გამოგვეცალა თითებიდან.
გაეცანით ორ თანაკლუბელს, რომელთა გლამურს ზედმეტი წარდგენა არ ესაჭიროება: ალექსანდრე სოლჟენიცინი და მეგან ფოქსი.
მაშ, ბრაქიდაქტილნო ყველა ქვეყნისა (განსაკუთრებით მეგან), შევერთდეთ!


უფ, შენ აი ის, წითელ კაბაში როა, ეგ იყო და რა უჭირს კლუბს
)) აი, თავიდან ვერ მოიცილებდი კლუბში თაყვანისმცემლებს :დ
უფ, შენ აი ის, წითელ კაბაში როა, ეგ იყო და რა უჭირს კლუბს
)) აი, თავიდან ვერ მოიცილებდი თაყვანისმცემლებს :დ
დამავიწყდა მეთქვა, რომ ფოტოზე მეგანი ბრაქიდაქტილთა შეკრებაზეა გადაღებული მავან ფერეიდნელთან ერთად
დარწმუნებული ვარ, მსგავსი სახის წერილი სოლჟენიცინს რო დაეწერა, შენ და მეგან ფოქსს მოგიხსენიებდათ
))
მეგან ფოქსი კი მარტო მე მომიხსენიებდა, ოლოლო
ან მხოლოდ სოლჟენიცინს
მაგდენი რა იცის მეგანმა, თუ კაცი ხარ
კარგა ხანია სოლჟენიცინზე მინდა პოსტის დაწერა _ გულგრილად ვერ ვუვლი გვერდს მის ივან დენისოვიჩს, მაგრამ ახლა დავფიქრდი პოსტს პროფილი ხომ არ შევუცვალო-მეთქი
მეგანი რომ ეხუტება, ის კაცი ვინ არის?
მე ვარ