თბილისის ახალგაზრდული ლიგა, ეპიზოდი I

6 მარტს შედგა თბილისის ახალგაზრდული ლიგის I ტური. სუპერ–ლიგის პაკეტი საგანგებოდ შედარებით მარტივი კითხვებით შევადგინე, რათა გუნდებს რეგულარული ჩემპიონატში მსუბუქი სტარტის აღების საშუალება მისცემოდათ. გთავაზობთ I ტურის პაკეტს:

1. 1789–1797 წლებში აბიგაილ ადამსი, სანამ გახდებოდა მეორე პირველი X, იყო პირველი მეორე X. დაასახელეთ X ერთი სიტყვით.

პასუხი: ლედი

 

კომენტარი: აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტის ცოლს ეწოდება მეორე ლედი, ჯონ ადამსი იყო პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

2. [რიგდება მასალა]

თქვენს წინაშეა თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ტილო. დაასახელეთ ტილოს სახელწოდება სამი სიტყვით.

პასუხი: აპოკალიფსის ოთხი მხედარი

3. თავის მოთხრობაში ო’ჰენრი წერდა, რომ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს ჰიპოტენუზის ადგილი ეკავა. დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ო’ჰენრი იხსენიებს იმავე აბზაცში.

პასუხი: სასიყვარულო სამკუთხედი

4. ერთ-ერთ წერილში გრიგოლ ორბელიანი ერთმანეთს ადარებდა თავისი დროის ორ მხედარმთავარს და წერდა, რომ ორივე მათგანს ჰყავდა საკუთარი მურატი. დაასახელეთ ორივე მხედარმთავარი.

პასუხი: შამილი, ნაპოლეონი

კომენტარი: იგულისხმება, ერთი მხრივ, ჰაჯი-მურატი, მეორე მხრივ _ იოაჰიმ მიურატი. ორივე მათგანმა ერთი ხანი უღალატა თავის ხელისუფალს.

5. მას ეძახდნენ “ანგელოზს მოხრილი ფეხებით”. ბავშვობაში კი დედამისმა უთხრა, რომ იმდენ ჩიტს იჭერდა, რომ თვითონაც ჩიტად გადაიქცეოდა. დაასახელეთ იგი.

პასუხი: გარინჩა

კომენტარი: გარინჩა “პატარა ჩიტს” ნიშნავს.

6. როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.

პასუხი: ჯერი

კომენტარი: 1940 წელს გამოჩნდა ცნობილი ანთროპომორფული თაგვი ჯერი.

7. შექსპირის ტრაგედიაში პრინცი ჰამლეტი ამბობს რომ ბრუტუსისგან “სასტიკი” ქმედებაა კაპიტოლიუმში კაპიტალური სხეულის მოკვლა. დაასახელეთ, რომელი სიტყვაა შეცვლილი სიტყვით “სასტიკი”.

პასუხი: ბრუტალური

კომენტარი: ჰამლეტი მიმართავს კალამბურს: ბრუტუსი _ ბრუტალური, კაპიტოლიუმი _ კაპიტალური.

8. ბეტმენის ასისტენტ ალფრედ პენივორტს ბრიტანული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა და ამასთან სამედიცინო დახმარებას უწევდა სუპერ-გმირს. დაასახელეთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც იგი ამგვარად ეფუძნება.

პასუხი: ექიმი ვატსონი

კომენტარი: ექიმი ვატსონი ავღანეთში ბრიტანული არმიას ემსახურებოდა.

9. 1988 წელს გამოცემული ამ ადამიანის ავტობიოგრაფიის კოდური სახელწოდება იყო ნილ არმსტრონგი, პირველი მთვარეზე მოსიარულე. დაასახელეთ ეს ადამიანი.

პასუხი: მაიკლ ჯექსონი

კომენტარი: ავტობიოგრაფიას ეწოდებოდა “Moonwalk”.

10. მათი რიცხვი ისრაელში 700-ს აღემატება და მათ ებრაელები შომრონიმს ეძახიან. მათ სახელს ეძახიან ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებს. დაასახელეთ ეპითეტი, რომელიც გამოიყენეს მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის მიმართ.

პასუხი: კეთილი

კომენტარი: საუბარია სამარიტელებზე და სახარებისეულ ცნობილ პერსონაჟზე.

11. [რიგდება მასალა] Young and easily freudened

თქვენს წინაშეა ჯეიმს ჯოისის რომან “ფინეგანის სამძიმარიდან” ამოღებული ფრაზა, რომელიც აღწერს ფსიქიკური პრობლემების მქონე გოგონას. ფრაზაში ერთ-ერთ სიტყვას კითხვის ავტორმა ჩაუმატა ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა თავდაპირველი ვარიანტით.

პასუხი: Yung

კომენტარი: ჯოისმა გამოიყენა სიტყვათა თამაში. Young-ის (“ახალგაზრდა”) ჩაწერა Yung, frightened (“შეშინებული”) მაგივრად ჩაწერა freudened.

12. 1403 წელს ვენეციასთან მდებარე სანტა მარია დი ნაზარეთის კუნძულზე გაიხსნა განსაკუთრებული ტიპის საავადმყოფო. დაასახელეთ ბიბლიური პერსონაჟი, რომლის სახელს ატარებდა საავადმყოფო.

პასუხი: ლაზარე

კომენტარი: ამ კუნძულზე გაიხსნა პირველი ლაზარეთი.

13. ალპებში ნადირობის შემდეგ ავსტრიელმა მწერალმა ფელიქს ზალტენმა დაწერა წიგნი, რომლის ქვესათაურია “ცხოვრება ტყეში”. იგი ნაცისტურ გერმანიაში აიკრძალა, რადგან ალეგორიულად ებრაელთა დევნას გამოხატავდა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი.

პასუხი: ბემბი

14. ვკითხულობ ნელა და გარკვევით! დაასახელეთ ორი სიტყვით, ლათინურად ან ქართულად, ონსლოუს გრაფის საგვარეულო დევიზი.

პასუხი: იჩქარე ნელა (Festina Lente)

კომენტარი: დევიზი წარმოადგენს კალამბურს გრაფის გვარზე, on-slow ინგლისურად აღნიშნავს იმავე სიტყვებს.

15. ყავის მწარმოებელი კომპანიის “მაქსველ ჰაუსის” დევიზია “კარგია X-მდე”. ერთ-ერთი სპორტული მიმოხილვის მიხედვით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელის დასათხოვნად ჰონდურასთან მარცხი აღმოჩნდა X. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

პასუხი: უკანასკნელი წვეთი (ბოლო წვეთი)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.