თავისუფლება გვინეა–ბისაუში
February 15, 2010 7 Comments
აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე გვინეა-ბისაუს სახელმწიფოს ხშირად ეძახიან მსოფლიოში პირველ ნარკო-ქვეყანას. გვინეა-ბისაუს მოსახლეობა ერთ-ერთი უღარიბესია და შავ კონტინენტზე ყველაზე დაბალი მშპ მაჩვენელი აქვს. ქვეყნის უკიდურესმა სიღატაკემ, გაუგონარმა კორუფციამ და ნათესაურმა სიახლოვემ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან (გვინეა-ბისაუ ყოფილი პორტუგალიური კოლონიაა) ხელი შეუწყო ევროპაში მიმავალი კოკაინის უმეტესი ნაწილის აქ თავმოყრა-აკუმულაციას.
ამ ყველაფერს ალბათ ვიკიპედიაშიც გაეცნობოდით, ჩემი ყურადღება ჟურნალ Time-ში ამოკითხულმა სხვა ფაქტმა მიიპყრო. გვინეა-ბისაუს ციხეების პატიმრებს აქვთ ნება დართული ყოველდღე 14:00-დან 18:00 საათამდე დატოვონ საპყრობილე და თავისუფლებით დატკბნენ. თუ პატიმრები დათქმულ დრომდე არ დაბრუნდებიან, მათ ძებნას არავინ არ შეუდგება და ამისთვის ისინი არ დაისჯებიან. თუმცა გვინეა-ბისაუში ბავშვმაც კი იცის, რომ პატიმარი აუცილებლად დაბრუნდება. მიზეზი მარტივია, ციხის გარდა არ არსებობს ადგილი, სადაც დღეში ერთხელ უფასო სადილს შემოგთავაზებენ.


ვახ, საინტერესოა. აქამდე არ გამეგონა ეგეთი არაფერი, მაგრამ ერთი შეკითხვა გამიჩნდა: 2 სთ-დან – 6 სთმდე (გლეხურად რომ ვთქვათ) თუ გარეთ არიან, მაშ უფასო სადილს როდისღა მიირთმევენ? სადილობის დრო სწორედ მაგათ შუალედშია მგონი.
სადაც გარეთ უშვებენ, რა გასაკვირია, რომ სხვა დროს ჰქონდეთ სადილი.
თუმცა სადილი პირობითია, რაღაც სალაფავი იქნება
ღირს წასვლა გვინეა – ბისაუში. რას იტყვი? ქალებიც სხვანაირები ეყოლებათ
მაგრამ გამრავლების წესიც რომ სხვანაირი ჰქონდეთ? სად მივდივართ მერე?
დამავიწყდა აღმენიშნა, რომ გვინეა–ბისაუს ერთ–ერთი უმაღლესი შიდსის მაჩვენებელი აქვს
მე რითი უნდა გამაკვირვონ?
))
მე მეშინია, რომ შენი იქ მოღვაწეობით, შიდსმა არნახული სახით მიიღოს მუტაცია.
არ მჯერა