მისტერ პიტკინი – ალბანეთის ეროვნული გმირი

გახსოვთ მისტერ პიტკინი?

საბჭოთა კავშირში უაღრესად პოპულარულ ფილმების სერიების გმირს ნორმან უიზდომი ასრულებდა, რომელიც ამჟამად 95 წლისაა და ხმები მისი სიკვდილის შესახებ გადაჭარბებულია. ერთ დროს ჩარლი ჩაპლინისგან “საყვარელ ჯამბაზად” წოდებული დღეს თითქმის აღარავის ახსოვს, თუმცა ხანდახან პატარა ბრიტანულ დასახლებებში თავის შოუს ჯიუტად მართავს. იგი ისევე დაავიწყდა მაყურებელს, როგორც გერმანული ისტერნების ვარსკვლავი გოიკო მიტიჩი, ლეგენდარული ჩინგაჩგუკი, რომელიც დღეს უმნიშვნელო გერმანულ სერიალებში ე. წ.  “მასოვკის” მსახიობია და 16,000 ადამიანით დასახლებულ გერმანულ ქალაქ ბად ზერებერგის თეატრიდანაც დაითხოვეს.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მისტერ პიტკინი კვლავ უყვართ და ძალიან დაფასებულია ევროპის ერთ მხარეში. 1944–1988 წლებში, ალბანეთში ენვერ ხოჯას დიქტატორობის ჟამს, ნორმან უიზდომი იყო ერთადერთი დასავლელი მსახიობი, რომლის ფილმებს უჩვენებდნენ პირველი ათეისტური სახელმწიფოს მოქალაქეებს. ნორმან უიზდომი გახდა შთაგონების წყარო მრავალი ალბანელისთვის და ამიტომაც 1995 წელს ომგამოვლილ ქვეყანაში ვიზიტისას იგი თავადაც გაოცდა ფანების სიუხვით, რომელთა შორის ალბანეთის მოქმედი პრეზიდენტი სალი ბერიშაც ერია.

2001 წელს მეორე მსოფლიო ომისა და კომედიური სცენის ვეტერანი კვლავ ეწვია ალბანეთს, ამჯერად საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, მისი მასპინძლები მშობლიურ ინგლისს ეთამაშებოდნენ.  როგორც პრესა იტყობინება, ერთ რამედ ღირდა დევიდ ბექჰემის გაოცებული სახის ნახვა, როდესაც პუბლიკამ მასზე დიდი და დაუვიწყარი ოვაცია ჩია ბერიკაცს მოუწყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.